მურვან ყრუ, ვიიონი, ვისი კისერი და ვისიც კიდევ ... - თოფაძე - ბერძენიშვილის გაპაექრება - კვირის პალიტრა

მურვან ყრუ, ვიიონი, ვისი კისერი და ვისიც კიდევ ... - თოფაძე - ბერძენიშვილის გაპაექრება

ტელეკომპანია "იბერიის" პირდაპირ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ ძმებ ბერძენიშვილებზე განაცხადა: „ხალხს მურვან ყრუ არ სძულდა ისე, როგორც ძმები ბერძენიშვილები სძულს“

თოფაძემ ძმებ ბერძენიშვილებზე ვრცლად ისაუბრა და ლევან ბერძენიშვილის წარსულსაც შეეხო. როგორც დეპუტატმა განაცხადა, ლევან ბერძენიშვილმა პოლიტპატიმრობის პერიოდში თავისი 3 მეგობარი "ჩაუშვა". რაც შეეხება "რესპუბლიკელებს", თოფაძის აზრით, იქაც არიან ღირსეული ადამიანები, თუმცა, ხალხს მურვან ყრუ არ სძულდა ისე, როგორც ძმები ბერძენიშვილები.

თოფაძის განცხადებას, სოციალურ ქსელში ლევან ბერძენიშვილმა უპასუხა:

„ტაეპი სიკვდილმისჯილი ვიიონისაგან თქმული

ფრანსუა ვარ, საქმე ხრაკი,

ვიბრიდები ხმარაკრაკი,

კიდეც ვნახავ ჩემი კისრით,

რას იწონის ჩემი ტრაკი.

(დავით წერედიანის თარგმანი)

ვითარება აშკარად ითხოვს „ფრანსუას“ შეცვლას ა-ზე დამთავრებული სხვა სამმარცვლიანი სახელით... ვარიანტები: „თენგიზა“, „ნუგზარა“, „გოგია“ და ა.შ.“