რას საქმიანობენ დღეს სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანი ქალები
რას საქმიანობენ დღეს სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანი ქალები
22-02-2016
მოქმედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, წინამორბედი მმართველები მაღალ თანამდებობებზე ქალბატონების სიჭარბით გამოირჩეოდნენ. თუმცა, მათი უმრავლესობა დღეს საჯაროდ ნაკლებად ჩნდება.

"კვირის პალიტრა" ყოფილი მაღალჩინოსანი ქალბატონების ბედით დაინტერესდა:

ვერა ქობალია
2010 წელს კანადიდან თბილისში პირდაპირ მინისტრის სავარძელში მოხვედრილ 28 წლის ქალს ეკონომიკის სამინისტრო ისე ჩააბარეს, ფაქტობრივად, არავინ იცნობდა. თუმცა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა და თითქმის სამი წლის განმავლობაში ჭორები არ მოჰკლებია. დღეს მისი ცხოვრება რადიკალურად განსხვავებულია - 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ჯერ სააკაშვილის მრჩევლად დაინიშნა, მოგვიან­ებით, ტურისტული ბიზნესი წამოიწყო, რამ­დენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ყოფილი მინისტრი ავსტრალიის მთავრობამ ინდონეზიაში საერთაშორისო ბიზნესმრჩევლად მიიწვია. როგორც ვერა ქობალია აღნიშნავს, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაქსიმალურად ცდილობს თავისუფალი დრო შვილთან, სამი წლის ანასტასიასთან გაატაროს.

ხათუნა კალმახელიძე

ხათუნა კალმახელიძე სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე 2009 წლის 21 დეკემბერს დაინიშნა და აღნიშნულ თანამდებობას 2012 წლის 19 სექტემბრამდე იკავებდა. ვერა ქობალიას მსგავსად, საზღვარგარეთ 15-წლიანი ცხოვრების შემდეგ, საქართველ­ოში პირდაპირ მინისტრთა კაბინეტის წევრად დაბრუნდა. ამბობენ, რომ მან განათლება ამერიკაში, სააკაშვილთან ერთად მიიღო. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხათუნა კალმახელიძემ საქართველო დატოვა­ და ოჯახთან ერთად მონაკოში გაემგზავრა. ცნობილია, რომ კალმახელიძე მონაკოს პრინცის ოჯახთან მეგობრობს, მისი ბიძა კი ევროპის პოლიტიკურ წრეებში­ გავლენიან ფიგურად ითვლება. ითქვა ისიც, რომ ექსმინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სწორედ ბიძ­ამისის გავლენით შეჩერდა. კალმახელიძე პერიოდულად საქართველოსაც სტუმრობს­.

ნინო კალანდაძე
ნინო კალანდაძე პოლიტიკაში 2004 წელს გამოჩნდა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" სიით პარლამენტის წევრი და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. 2008 წლიდან 2012 წლამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა. 2012 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას და იმავდროულად კავკასიის უნივერსიტეტის დეკანია. 2015 წელს კალანდაძე­ ფონდ "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" მმართველად დაინიშნა. ნინო კალანდაძეს ხუთი წლის ვაჟი ჰყავს.

ეკა ტყეშელაშვილი
ხელისუფლების ცვლილებამდე ეკა ტყეშელაშვილს ვიცე-პრემიერისა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტ­რის თანამდებობა ეკავა. მანამდე კი პრეზიდენტის მრჩეველი გახლდათ ეროვნული უშიშროების საკითხებში. ეკა ტყეშელაშვ­ილს ასევე ეკავა საგარეო საქმეთა მინისტ­რის, გენერალური პროკურორისა და იუს­ტი­ციის მინისტრის თანამდებობები. 2012 წლის არჩევნების შემდეგ მან არასამთავრობო ორგანიზაცია - "საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი" შექმნა, რომლის პრეზიდენტიც თავადვე გახდა.

მაია ნადირაძე
მაია ნადირაძე თავდაპირველად "ტრადი­ციონალ­ი­სტთა პარტიის" წევრი გახლდათ, ნინო ბურჯანაძესთანაც მეგობრობდა, მაგ­რამ მოულოდნელად არჩევანი მიხეილ სა­აკაშვი­ლზე გააკეთა.­ სკანდალური გამონათქვამების გამო, 2006 წელს ნადირაძემ პოლიტიკურ კულის­ებში გადაინაცვლა, თუმცა "ნაციონალური მოძ­რაობის" ლიდერებთან ერთად, საჯარო­ სივ­რცეში 2012 წელს ისევ გამოჩნდა - სპორტის სასახლეში შეკრებილ ყოფილ თან­აპარტიელებს შეუერთდა. პოლიტიკიდან­ წასვლის შემდეგ ნადირაძე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში მუშაობდა და სოლიდური ანაზღაურებაც ჰქონდა. როგორც 2014 წლის დეკლარაციაში აქვს მითითებული, 2013 წელს ხელფასის სახით 287. 110 ლარი მიიღო. ექვსი წლის განმავლობაში კი ამ საქმიანობამ მილიონ–ნახევრამდე ლარის შემოსავალი მოუტ­ანა. მას კომისიის წევრობის ვადა 2015 წელს ამოეწურა.

ეკა შარაშენიძე
ეკატერინე შარაშენიძე სააკაშვილის გვერდით 2006 წელს გამოჩნდა.­ ისიც საზოგადოებამ ეკონ­ომიკის მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ გაიცნო, თუმცა
მაღალი თანამდებობის დატოვებამ მალევე მოუწია. ეკა შარაშენიძე სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ეკონომიკურ საკითხებში, თბილისის მერიასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. თანამდებობებზე ყოფნისას შარაშენიძეს ორმაგი, ქართულ-ამერიკული მოქალაქეობა­ ჰქონდა. როგორც ამბობენ, დღეს ის ამერ­იკაში ცხოვრობს და კერძო კომპანიაშია დასაქმებული.

ალანა გაგლოევა
ალანა გაგლოევა პრეზიდენტის ადმი­ნ­ი­სტრაციის პრესმდივნად 2009 წელს დაინიშნა,­ თუმცა მალევე ამ თანამდებობაზე­ ნა­თია ბანძელაძემ ჩაანაცვლა, გაგლოევას­ კი ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული კულტურული საკითხების მოგვარება ჩაა­ბარეს. ხელისუფლების ცვლილების შემდ­ეგ გაგლოევა საჯარო სივრცეში გამოჩენას­ ერიდება. ცოტა ხნის წინ დედა გახდა და პატარა გუგას ზრდის. მისი მეუღლე ბიზნესმენი ნიკა გუგეშაშვილია.

იხილეთ ვიდეო


რუსუდან შელია
dvali
29 თებერვალი 2016 13:59
ერთი მე ვიყავი რამის მინისტრი და მეორე,-ეს ქალები. ისინი დეკორაციებად სჭირდებოდა გარეკილს, თორემ ყველას და ყველაფრის მინისტრი თვითონ იყო. ბრძანებებს თვითონ წერდა, ამათ მარტო ხელმოწერა ევალებოდათ.
ჰოოოდა, დაუფასა მონური მორჩილება და ჩამოშლის შემდეგაც ქერის ორმოებში დაანაწილა.
nikoloza
26 თებერვალი 2016 17:57
ა საქართველოს დიადი დედები.დამალეთ სადმე სამარცხვინოა ბავშვები ნახულობენ. მეპურე ვერა,მწამებელი ხათუნა და აი ეს ტყეშელეშვილი ხო საერთოდ ანიგდოტი არსებაა,ჩემი სიკვდილი,ვის ხელში იყო ქვეყანა.ფუი ეშმაკს.
სხვა სიახლეები
თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას გამოსვლა შეაწყვეტინეს.
დაწვრილებით...
24 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთის კურორტების განვითარებსთვის ახალი სახელმწიფო შპს შეიქმნება, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს. როგორც პრემიერმა განაცხადა:
დაწვრილებით...
"განაცებული" ბურჭულაძის რეიტინგი ამ პოლიტიკური მანევრით მხოლოდ ნულს გაუტოლდება"

"პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისში სკამიც კი "ნაციონალური მოძრაობის" ჰაერით სუნთქავს"
დაწვრილებით...
მე მგონი, იმის გარანტი, რომ ძალადობა აღარ განმეორდება, მე თვითონ ვარ, რომ შევედი პოლიტიკაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნომერმა, ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა განაცხადა.
დაწვრილებით...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული საარჩევნო სიის ოცეული ცნობილია. სიის ოცეული პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გასაჯაროვდა.
დაწვრილებით...
თბილისის მერი დავით ნარმანია გუშინდელი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
დაწვრილებით...
ევროკავშირის მონიტორინგის მისის ცხელი ხაზის მეშვეობით წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ სობისში, ჩილინდრიშვილების ოჯახს ქერის მოსავლის დასაბინავებლად 5 საათი მიეცა.
დაწვრილებით...
მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს შეიქმნება, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.
დაწვრილებით...
სასაწრაფოდ! იყიდება ბინა 39000$-ად, ამ
იყიდება დუპლექსის ტიპის ახალი ბინა
სოფელ ვაზიანის ცენტრში ლილო მოლიდან
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები