"ვიდრე თეთრ სახლში ობამა ზის, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა საქართველოზე გალაშქრება გარისკოს" - კვირის პალიტრა

"ვიდრე თეთრ სახლში ობამა ზის, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა საქართველოზე გალაშქრება გარისკოს"

95 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთმა დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. ამ თემას ცნობილმა რუსმა ისტორიკოსმა ბორის სოკოლოვმა საინტერესო სტატია - "საერთო წარსული - როგორ დაიპყრეს ბოლშევიკებმა საქართველო" მიუძღვნა. "ინტერპრესნიუსი" რუსული პენ-ცენტრისა და რუსეთის თავისუფალ ისტორიკოსთა საზოგადოების წევრს, ბორის სოკოლოვს ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი პუტინი ღიად აცხადებს რომ სურს სსრკ-ს აღდგენა, რამდენად დიდი იმის ალბათობა, რომ გასული საუკუნის 20-იანი წლების ისტორია 21-ე საუკუნეშიც განმეორდეს?

- ვფიქრობ, რომ ახლა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ალბათობა საკმაოდ დაბალია. თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ახლა კრემლს საქართველოში მასზე საკმაოდ დამოკიდებული პრორუსული ხელისუფლება ჰყავს და მათი ჩამოგდების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. გარდა ამისა, მოსკოვი რომ ასეთ ნაბიჯზე წავიდეს, ამ პროცესს დასავლეთის მკაფიო რეაქცია მოჰყვება. თუმცა, ვიდრე თეთრ სახლში ობამა ზის, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა საქართველოზე გალაშქრება გარისკოს კიდეც.

- იმედია, ამგვარ რისკზე კრემლი არ წავა. ახლა რუსეთს უკრაინისა და სირიის სახით ისედაც ბევრი თავსატეხი აქვს...

- ვიდრე კრემლი უკრაინასთან და სირიასთან არ გაარკვევს ურთიერთობებს, არა მგონია საქართველოს სახით კიდევ ერთი კონფლიქტი შეიქმნას. თუმცა, არც კი ვიცი რა ვთქვა, ვინაიდან ახლა რუსეთის ქცევის ლოგიკა გაუგებარია. ვგულისხმობ იმას, რომ უკრაინასთან არ გვქონდა გარკვეული არაფერი და რუსეთი სირიაში შეძვრა. თუ კრემლში გადაწყვიტეს რომ კიდევ უფრო მეტად უნდათ ვითარების დესტაბილიზაცია, გამორიცხული არაფერია, მაგრამ მე მაინც არა მგონია, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია გადაწყვიტოს.

- თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც დღეს ერთი მხრივ მსოფლიოში საერთაშორისო ურთიერთობებში, ხოლო მეორე მხრივ რუსეთში ხდება?

- მსოფლიოში არსებული დესტაბილიცია სირიაში მიმდინარე პროცესებსა და ევროპაში ახლო აღმოსავლეთიდან დევნილთა ნაკადების ჩასვლას უკავშირდება. რუსეთში ნელ-ნელა ღრმავდება ეკონომიკური კრიზისი. ყველა ელოდება ნავთობზე ფასის კიდევ დაცემას. ხელისუფლება აგრძელებს ნებისმიერ ოპოციზიციურ ჯგუფებთან ბროლასა და ლიკვიდაციას, სახეზე გვაქვს პოლიტიკური რეჟიმის გამკაცრება, კანონების გამკაცრება. სულ უფრო აშკარა ხდება, რომ რუსეთში პოლიტიკური ცვლილებები შესაძლებელი მხოლოდ ეკონომიკური ვითარების სერიოზულად გაუარესების შემთხვევაში იქნება. ახლა ეკონომიკური დინამიკის პროგნოზირება შეუძლებელია. სიტუაცია შეიძლება 1-2, ან სამ წელში ძალიან შეიცვალოს. შესაძლოა, ვითარება მაშინ შეიცვალოს, როცა რუსეთს დასავლური კრედიტები დასჭირდება. თუ როდის დასჭირდება რუსეთს კრედიტები, ანუ დასავლეთის ფინანსები, ამის თქმა საკმაოდ ძნელია. უამრავი ფაქტორები არსებოს, რის გამოც ვერ ხერხდება იმის თქმა, რუსეთს ძალიან როდის გაუჭირდება.

იხილეთ სრულად