ქმარი უკრაინის პრემიერობისთვის ემზადება, ცოლი - საქართველოს პარლამენტარობისთვის?!
ქმარი უკრაინის პრემიერობისთვის ემზადება, ცოლი - საქართველოს პარლამენტარობისთვის?!
01-03-2016
"ბუნებით უფრო რეჟისორი ვარ, ვიდრე მსახიობი" - რას აპირებს სანდრა რულოვსი?!

"სანდრა რულოვსს ჩვენი საარჩევნო სიის პირველ ნომრად არ დავიწუნებდი"

"ქალბატონი სანდრას გამოჩენა, "ნაციონალური მოძრაობის" რესურსს კიდევ უფრო შეამცირებს"

"მინდა ყველას გასაგებად ვთქვა და ნურავის ეწყინება, რომ მე ბუნებით უფრო რეჟისორი ვარ, ვიდრე მსახიობი, რომელიც სხვისი დაწერილი სცენარიდან როლებს ირგებს!"
, - დაწერა "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ექსპირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა მას შემდეგ, რაც "ტვპირველმა" გავრცელებულა ინფორმაცია, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ნომრად ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლის სანდრა რულოვსის შესაძლო დასახელების შესახებ, რასაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა... ბუნდოვანია სანდრა რულოვსის "ფეისბუკზე" გაკეთებული კომენტარიც, რა იგულისხმა ყოფილმა პირველმა ქალბატონმა, ის, რომ პოლიტიკური გააქტიურებით, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების რეჟისორობას აპირებს, თუ იმათ მიანიშნა, ვინც მის პოლიტიკურ თამაშში ცდილობს შემოყვანას, რომ არ აპირებს მათ ჭკუაზე სიარულს...

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ნაციონალურ მოძრაობაში" ჯერ არ ადასტურებენ, თუმცა არც კატეგორიულად უარყოფენ. დეპუტატი სერგო რატიანის თქმით, ის ვერაფერს დაადასტურებს, რადგან "ეს და სხვა საკითხები არ არის გარკვეული. სანდრა რულოვსი არის მნიშვნელოვანი ფიგურა, ის არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება და დიდი წვლილი აქვს შეტანილი ადამიანების სოციალურ დახმარებაში, ზოგადად საერთოდ სამოქალაქო აქტივობაში".

გავრცელებული ინფორმაციით, სანდრა რულოვსის გარდა, "ნაციონალური მოძრაობის" სიის სათავეში შესაძლოა იყვნენ: "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები: დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ადვოკატი ოთარ კახიძე, სამართალმცოდნე ზაზა ბიბილაშვილი და თბილისის მერობის ექსკანდიდატი ნიკა მელია. ასევე ლაპარაკობენ იმაზეც, რომ სიაში აღმოჩნდეს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე...

დავით დარჩიაშვილი:
- დარწმუნებული ხართ, რომ ჟურნალისტებმა გუნდის გადაწყვეტილება ამცნეს საზოგადოებას?! არცერთ იქ დასახალებულ ადამიანთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეს არის ჭორი და ჯერ მსგავსი არაფერი გადაგვიწყვეტია. რაც შეეხება ქალბატონ სანდრას, ჩემი პირადი დამოკიდებულება მის მიმართ ასეთია, - სანდრა რულოვსს ჩვენი საარჩევნო სიის პირველ ნომრად არ დავიწუნებდი...

- ანუ სანდრა რულოვსთან ამ თემაზე კონსულტაციები გაქვთ?
- არა, არც ქალბტონ სანდრასთან და არც ოთო კახიძესთან, რომელიც ასევე ახსენეს. საარჩევნო სიებზე ლაპარაკი ძალზე ნაადრევია, ჯერჯერობით მსგავსი დოკუმენტი არ შექმნილა და მით უფრო პარტიიდან არ გასულა.

ის, რომ ბოლო დროს სანდრა რულოვსის გარშემო მიზანმიმართული პიარი დაიწყო, შეუმჩნეველი არ დარჩენილა, სულ რამდენიმე დღის ყოფილი ქალბატონის ახალმა ფოტოებმა შეიძლება ითქვას დაიპყრო ინტერნეტი (იხილეთ). მოხდება თუ არა სანდრა რულოვსის პოლიტიკური გააქტიურებით მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში ნაწილობრივ მაინც დაბრუნება, სააკაშვილისა, რომელიც ახლა უკრაინის მოქალაქე და ოდესის გუბერნატორია, თანაც აშკარად უკრიანის პრემიერობისთვის იბრძვის...

ალექსანდრე თვალჭრელიძე, პოლიტოლოგი:
- "ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგია სრულებით არ მაინტერესებს, მათ ძალიან საარჩევნო რესურსი აქვთ და ამ ფონზე ქალბატონი სანდრას გამოჩენა, მათ რესურსს კიდევ უფრო შეამცირებს.ვფიქრობ, ქართველი ხალხი იმაზე ჭკვიანია, ვიდრე ეს ზოგიერთებს წარმოუდგენიათ და მისი გაბითურება შეუძლებელია. თუ მისმა
მეუღლე საქართველოს მოქალაქეობას უკრაინისა არჩია, თავად კი, პრაქტიკულად, ჰოლანდიის, ნიდერლანდების მოქალაქეა, რაზეა ლაპარაკი საერთოდ? არა მგონია, ეს ვინმესთვის მომგებიანი იყოს, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ქომაგებისთვის ისე, ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელსაც დახვრეტაც რომ მიუსაჯონ, მათ ხმას არ მისცემს... სანდრა რულოვსის ადგილს ქართულ პოლიტიკაში ვერ ვხედავ.

იხილეთ ფოტოგალერეა

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)
თეკლა
03 მარტი 2016 01:28
რა კარგად შეგირჩევიათ თვალჭრელიძე, საყდრისის საქმის ანტიგმირი!
რა მნიშვნელობაა ეგ რას იტყვის, ნახეთ სოციალური ქსელები, რა გამოხმაურებაა!

აეწვათ ზოგიერთებს...
Nanos
02 მარტი 2016 18:40
Droebit moqalaqeobis migeba ras nishnavs? Tqven etkoba ar usment tqveni kumiris gamosvlebs da girchevt jer mousminet da mere datseret.
სხვა სიახლეები
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოს რეგიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
დაწვრილებით...
რუსეთის სახელმწიფო დუმა მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, აკრძალოს საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის „ბორჯომის“ იმპორტი
დაწვრილებით...
ბუნებრივია შეშფოთებული ინტერესი(!) იმ ცვლილების მიმართ, რაც თურქეთში უკვე ხდება და, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში კვლავაც განხორციელდება.
დაწვრილებით...
მოგეხსენებათ, "რესპუბლიკელი" მინისტრებიდან ორმა - პაატა ზაქარეიშვილმა და თინა ხიდაშელმა თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს, ხოლო გიგლა აგულაშვილმა "რესპუბლიკური პარტია" დატოვა, თანამდებობა კი შეინარჩუნა.
დაწვრილებით...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი განცხადებას ავრცელებს და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
დაწვრილებით...
გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერობის პირველივე დღეებში განაცხადა, რომ ონლაინკაზინოების თაობაზე ხელისუფლება გადაწყვეტილებას მიიღებდა, თუმცა დღემდე ეს საკითხი ღიად რჩება.
დაწვრილებით...
"შემოთვაზება პრემიერისგან მივიღე"

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
დაწვრილებით...
"სომხები აფხაზეთში თავიანთი ავტონო­მიის შექმნას ითხოვენ", - ამბობს "ტყის ძმების" ყოფილი მეთაური დათო შენგელია.­
დაწვრილებით...
"წინასაარჩევნოდ მეც წამომიყენეს პირობა - რესპუბლიკური პარტიის დატოვება და "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობა!"

"ჩემთვის გაუგებარი­ იყო, რესპუბლიკელები, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ პრინციპების ერთგული, რატომ უნდა დამეტოვებინა? ცუდ საქმეს აკეთებენ და შეიცვალნენ? ვიღაც­ები ამბობენ, ხალხს რესპუბლიკელები არ მოსწონს, უსუფაშვილი მოსწონთო. ყველას, ვინც ასე ფიქრობს, კიდევ ერთხელ ვეტყვი­ - ციდან არ ჩამოვვარდნილვარ, მშობლებმა მშობეს, როგორც ადამიანი, რესპუბლიკურმა პარტიამ კი საზოგადოებრივ ფიგურად და პოლიტიკოსად მაქცი"
დაწვრილებით...
"ქართულ ოცნებაში" გაცილებით ნაყოფიერი და პირნათელი შემიძლია ვიყო ერისა და ბერის წინაშე"
დაწვრილებით...
სასწრაფოდ! იყიდება სახლი ბორჯომში, კეთილმოწყობილი
გამჭოლი ბინა დოლიძეზე. გარემონტებული
2-ოთახიანი, 60 კვ.მ. დღიურად!
ქირავდება ბინა ბათუმში. ბინა წარმოადგენს
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები