"ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილება მიუღებელი და უღირსია"
"ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილება მიუღებელი და უღირსია"
01-03-2016
"ოკუპაციის დღეს კი ოკუპანტთან ცეკვა დაუშვებელია"

"იმედი მაქვს, "გირჩი" ხელისუფლებაზე არ მუშაობს"

"ბუკა პეტრიაშვილზე თავდასხმამ დაადასტურა, რომ სახელმწიფო უკონტროლოდაა მიშვებული"

"გრიგოლ ვაშაძე თავისი ბიზნესსაქმეებითაა დაკავებული"


25 თებერვალს, ნინო ანანიაშვილის მოსკოვში გამართული კონცერტი მისი მეგობრებისთვისაც კი მიუღებელი აღმოჩნდა. მსოფლიო დონის ბალერინის ნაბიჯი განსაკუთრებით ნიკა რურუამ და მისმა გუნდმა გააკრიტიკა, არადა, ანანიაშვილის მეუღლე გრიგოლ ვაშაძე ოფიციალურად ჯერ კიდევ კულტურის ყოფილი მინისტრის თანაგუნდელად ითვლება. გაიყო თუ არა ვაშაძისა და რურუას პოლიტიკური ინტერესები და რა გეგმები აქვს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის, kvirispalitra.ge საზოგადოება "ივერიის" დამფუძნებელს ნიკა რურუას ესაუბრა:

- არ ვიცი რა რეაქცია ჰქონდა გრიგოლ ვაშაძეს ჩემ განცხადებებზე, კარგი იქნება თუ ამაზე საჯაროდ თავადვე ილაპარაკებს. მან კარგად იცის, რომ ასეთ შემთხვევებში აბსოლუტურად უკომპრომისო ვარ. ნინო ანანიაშვილი ჩემი მეგობარია, მაგრამ მისი გადაწყვეტილება მიუღებელი და უღირსია. მას შეეძლო პედაგოგის იუბილე თბილისში, ახლადგახსნილ ოპერისა და ბალეტის თეატრში გაემართა. დარწმუნებული ვარ, თბილისში სხვა მოწაფეებიც ჩამოვიდოდნენ. ოკუპაციის დღეს კი ოკუპანტთან ცეკვა დაუშვებელია. ეს ნიშნავს, რომ პუტინის ნარატივებს მივყვებით, რადგან პოლიტიკასა და ხელოვნებას მხოლოდ ჩვენ წინააღმდეგ იყენებს.

- თქვენი განცხადებების შემდეგ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად ერთ ორგანიზაციაში თანამშრომლობა როგორ წარმოგიდგენიათ თუ მას "ივერიის" დატოვება უკვე გადაწყვეტილი აქვს?
- გრიგოლ ვაშაძემ დიდი ხანია ტაიმ-აუტი აიღო და ორგანიზაციაში ფიზიკურადაც კი არ ჩნდება. ამის შესახებ გაგვაფრთხილა კიდეც, ის თავისი ბიზნესსაქმეებითაა დაკავებული. დანარჩენი უკვე თავად უნდა გადაწყვიტოს.

- ფაქტია, რომ "ივერიას" დამფუძნებლებიც კი ტოვებენ, მამუკა გამყრელიძე, მამუკა კუდავა, ამჯერად დიდი ალბათობით გრიგოლ ვაშაძეც აღარ ითვლება თქვენ თანაგუნდელად. ეს ნიშნავს, რომ მოძრაობა იშლება?
- რას ნიშნავს იშლება? ჩვენ აქ ენთუზიასტები ვართ შეკრებილები. ვინც წავიდა, მათთან პოზიციური გაუგებრობები გვქონდა ფუნდამენტურ საკითხებზე, თუმცა ეს პროცესი მოძრაობის ფუნქციონირებას ხელს სულაც არ უშლის. პირიქით, პარალელურად, უამრავი პატრიოტი
ადამიანი შემოგვემატა. სხავათა შორის, მამუკა კუდავა "ივერიაში" რჩება, როგორც მოძრაობის დამფუძნებელი. უბრალოდ, მან პარალელურად "გირჩთან" თანამშრომლობა გვთხოვა - სუსტები არიან და საგარეო მიმართულებით უნდა დავეხმაროო. ინტერესთა კონფლიქტი გვექნებოდა, თუ მამუკა ხელისუფლებაში წავიდოდა.

- სხვათა შორის, თავიდანვე გაჩნდა ვერსია, რომ ნაციონალურ მოძრაობას "ოთხეული" თქვენი წაქეზებით გამოეყო და "გირჩს" საპარლამენტო არჩევნებისთვის პლატფორმად გამოიყენებთ.

- მაშინათვე განვაცხადე, რომ ეს აბსურდული ჭორი იყო. იმედი მაქვს, "გირჩი" ხელისუფლებაზე არ მუშაობს, ეს აუცილებლად გაირკვევა. საერთოდ, ყველა დასავლური ღირებულების მქონე ძალა ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა და ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს. "გირჩთან" კავშირზე ლაპარაკი არ არის, თუმცა იქ "ივერიელი" ნამდვილად მუშაობს.

- საინტერესოა, საპარლამენტო არჩევნებისთვის გეგმებზე ჯერ ვერ ჩამოყალიბდით?
- ჯერჯერობით, არჩევნებზე ლაპარაკი ნაადრევია. მხოლოდ თბილისში სამასზე მეტი წარმომადგენელი გვყავს და რეგიონებშიც აქტიურად ვმუშაობთ, თუმცა ჩვენ საკმაოდ გრძელვადიანი მიზნები გვაქვს და მხოლოდ 2016 წლის არჩევნებით არ შემოვიფარგლებით. თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ჩვენი ამოცანა საზოგადოების განათლების დონის ამაღლებაა და არა კაბინეტებში შესვლა. შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ, ან უარი ვთქვათ, მაგრამ ეს ჩვენ ამოსავალ წერტილს არ ცვლის. თანაც ქვეყანაში სრული ანარქიაა. ბუკა პეტრიაშვილზე თავდასხმამ დაადასტურა, რომ სახელმწიფო უკონტროლოდაა მიშვებული.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)

დავითი
02 მარტი 2016 17:47
ამ შემთხვევაში მართლაც რომ ამორალურია, ამ ადამიანის მსგავსი არსების მხრიდან ქალბატონ ნინო ანანიაშვილის დადანაშაულება.მე სრულიადაც არ გამოვდგები ანანიაშვულ-ვაშაძის ადვოკატად, მაგრამ ამ შემთხვევაში გინდა ეს თუ არა მაინც ჩაგითრევენ ამაში.ქალბატონი ნინო კულტურის სფეროს ემსახურება და თავის დიდ მასწავლებელს სცა პატივი, ვის ემსახურებით თქვენ, ვაჟბატონო? და საერთოდ არაკაცობისა და ,,ბესპრიდელშჩიკობის" გარდა რა გაგიკეთებიათ თვენ და თქვენს ძმას ,,ჟორიკას", ამფსონებთან ერთად.
,,ზარალა", ,,პატარა ზარალა", ,,ტილიკა",,ჟორიკა", ,,ჩიპო", ,,მუსტო", ,,გვაჯი", ,,ლერია", დაგავიწყდათ უკვე რას უკეთებდით ამ ქვეყნის თავისუფლებას???
თოფჩიშვილის, ბარამიძის, თორაძეების ოჯახის, ბალიაშვილის, შარაშენიძის, ცეცხლაძის და სხვა კიდევ მრავალი მკვლელობები და ადამიანთა წამება თქვენს კისერზეა. ეხლა კი გამოდიხართ და უკულტურო და უღირსი უძღვები შვილი, უკვე სხვის ქმედებებს აფასებ. ეგ ,,თქვენი" ბრალი კი არა არის იმათი ბრალია ვინც შეგარჩინეს ეს დანაშაულობები.დიახ შეგარჩინეს და პასუხი არ მოგთხოვეს კანონის ძალით.შენნარებს მიწა უნდა ეწვოდეთ ფეხქვეშ. მეტის ღირსები ვართ!!!
nikas
02 მარტი 2016 15:26
მხედრიონიც დასავლურ ღირებულებებზე იყო ორიენტირებული, როცა მის რიგებში იყავი და ავტომატს უპრაგონოდ ისვრიდი? საინტერესოა, რატომ არცერთი ჟურნალისტი არ უსვამს მას ამ კითხვას. ახლა ხომ მაინც აღარ გაქვთ შიში?
სხვა სიახლეები
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ღია წერილს აქვეყნებს
დაწვრილებით...
"26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით მერიამ ხელშეკრულება ტენდერში დამარცხებულ კომპანიას გაუფორმა"

"როდესაც მერიაში­ არსებულ კორუფციულ გარიგებებზე ვლაპარაკობთ, მერია არასდროს გვეთანხმება, თუმცა ჩვენს მხილებას შედეგი მოგვიანებით მაინც მოაქვს. მაგალითად, სწორედ ჩვენი განცხადებების შემდეგ დააკავეს ჯოკია ბოდოკია, მოხსნეს სამგორის გამგებელი და ა.შ. ამიტომ, იმედია, ადრე თუ გვიან, 26 მაისის ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებულ მერიის საეჭვო გადაწყვეტილებასაც ადეკვატური პასუხი გაეცემა"
დაწვრილებით...
PRIME
"უკრაინული ვოიაჟი დასასრულს უახლოვდება"
დაწვრილებით...
PRIME
ვასილ მაღლაფერიძე: "კორცხელში "ნაციონალების" გამარჯვება მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანაში დემოკრატია ვითარდება"

ნიკა მელია: "ჩვენ ივანიშვილს რევოლუციას საარჩევნო ურნასთან, ამომრჩევლების დახმარებით მოვუწყობთ"
დაწვრილებით...
PRIME
"თუ ნიკა გვარამია "ნაციონალურ მოძრაობას" თავის ჭკუაზე ატარებს, იმაზე უარესად ჰქონიათ საქმე, ვიდრე წარმომედგინა"
დაწვრილებით...
PRIME
ოდესის გუბერნატორი უკრაინის ხელისუფლებას უპირისპირდება. ამჯერად მიხეილ სააკაშვილი გააღიზიანა გუბერნიის ადმინისტრაციაში ჩატარებულმა ჩხრეკამ.
დაწვრილებით...
14 მაისს, პარტია "ქართული ოცნების" ყრილობის დასრულების შემდეგ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გამოაქვეყნებდა წერილს, სადაც ისაუბრებდა იმაზე, თუ რა გააკეთა მოქმედმა ხელისუფლებამ და რა იქნება "ქართული ოცნების" სამომავლო გეგმები.
დაწვრილებით...
28 მაისს, ახალი სპორტის სასახლეში მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ პირველი ყრილობა გაიმართა
დაწვრილებით...
"ჩვენს ქვეყანას აქვს უნიკალური შანსი, რომ ეს ბოლშევიკური მოძრაობა, სამუდამოდ გაიყვანოს პოლიტიკური სივრციდან"
დაწვრილებით...
2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციის დროს გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახს მოსკოვმა 70 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.
დაწვრილებით...
თავისუფალია!!! 1-ოთახიანი ბინა 60 კვ.მ.
იყიდება 2 სართულიანი კერძო სახლი
2 ოთახიანი ბინა 60 კვ.მ.
სასწრაფოდ! იყიდება ბინა ჩარგლის ქუჩაზე
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები