„მიშას უკვე ვერაფერი გააჩერებს, სიკვდილის გარდა“ - მოსალოდნელია სააკაშვილზე თავდასხმა?!
„მიშას უკვე ვერაფერი გააჩერებს, სიკვდილის გარდა“ - მოსალოდნელია სააკაშვილზე თავდასხმა?!
02-03-2016
„არ გავაკეთებ არასრულფასოვან შეფასებას სააკაშვილზე, ლორთქიფანიძესა და საყვარელიძეზე, ეს სამეული მომავალი პარლამენტის პოლიტიკური ძალა იქნება“

მას შემდეგ, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტმა უკრაინის პოლიტიკური ასპარეზი დაიპყრო და ოდესის გუბერნატორიც გახდა, ის ქართველებისთვის უკვე ცნობილი შემართებით აგრძელებს უკრაინაში ანტიკორუფციული სვლების გაკეთებას. სახოგადოებას ახსოვს უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვთან ღია დაპირისპირება, დღეს კი, ლაპარაკია იმაზე, რომ შესაძლოა სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრად მოგვევლინოს.

უკრაინაში მიმდინარე დაძაბულობის და მითქმა-მოთქმის ფონზე, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ოდესის გუბერნატორ სააკაშვილზე თავდასხმაც კი იგეგმებოდა.

ვებგვერდ infocenter-odessa.com-ზე ჟურნალისტი გვიყვება, რომ ოდესის ოლქში ეროვნული სამართალდამცავი ორგანოს მმართველის მრჩევლის ვლადისლავ სერდიუკის თქმით, გუბერნატორის თავდადებას აუცილებლად მოყვება შედეგები.

„სააკაშვილის ზოგიერთი პროექტი ავანტიურისტულია და და ხშირად ზედმეტიც მოსდის, მაგალითად, როცა სააკაშვილმა თავი ვერ შეიკავა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის რეგიონალური წარმომადგენელი ოლქის ეკონომიკური განვითარების საბჭოს კრებიდან გააძევა". ამასთანავე, სერდიუკი აღნიშვანს, რომ სააკაშვილს „ამის უფლებას ვიღაც აძლევს“.

„არ გავაკეთებ არასრულფასოვან შეფასებას სააკაშვილზე, ლორთქიფანიძესა და საყვარელიძეზე, ეს სამეული მომავალი პარლამენტის პოლიტიკურ ძალა იქნება“
- დაწერა თავის "ფეისბუკგვერდზე" სერდიუკმა.

შემდეგ მან განმარტა, რომ სააკაშვილსა და მის გუნდს ყველაფერი აქვთ ნათელი პოლიტიკური მომავლისთვის. ისინი უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური კონტრასტის ფონზე მომგებიან სიტუაციაში არიან.

როგორც უკრაინელი გამოცემა გვიამბობს, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად სერდიუკი სააკაშვილის თანამებრძოლის სიტყვებს იყენებს: „მიშას უკვე ვერფერი გააჩერებს, სიკვდილის გარდა“. (წყარო)

საინფორმაციო სააგენტოს გადმოცემის თანახმად, საშინელმა ინფორმაციამ მოიცვა უკრაინის პოლიტიკური კულუარები. როგორც აღმოჩნდა, სწორედ მაშინ, როცა აყვავების ხანაში მყოფი ოდესის ოლქის გუბერნატორმა და უკრაინის ანტიკორუფციული წმენდის გმირმა, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის რეგიონებში მსვლელობა დაიწყო თითქოსდა ადგილი ჰქონდა მასზე თავდასხმის მცდელობას. ასახელებდნენ კონკრეტულ გვარ-სახელებსაც, ვინც ამასთან შესაძლოა ყოფილიყვნენ კავშირში, თუმცა სისხლის სამართლის გამოძიების თაობაზე სამართალდამცავები ოფიციალურად არაფერს ამბობენ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 22 თებერვალს მიშამ „ანტიკორუფციული ფორმატის“ ფარგლებში უკრაინის მასშტაბით „გასტროლი“ მოაწყო. ის არ მალავს თავის მიზანს - “განაახლოს ქვეყნის მთლიანი პოლიტიკური ელიტა“და ამასთან ერთად ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. მსგავსი ხასიათის ფორუმებზე სააკაშვილი პოლიტიკოსებს, მინისტრებსა და რა თქმა უნდა, იაცენუკს მრავალმილიარდიან კორუფციულ გარიგებებში ამხელს. 

ამ დროისთვის  ბოლო და მნიშვნელოვანი კომპრომატი კი სააკაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულება გახლდათ. კონკურენტების წინააღმდეგ აგორეული ნეგატიური კამპანიის ფონზე, სააკაშვილმა შეძლო და ოლქში არსებული პრობლემების შემდეგ, მთლიანი უკრაინის პოლიტიკურ სიტუაციაზეც იფიქრა და სამოღვაწეო სარბიელი გააფართოვა.

სააგენტოს გავრცელებულ ინფრომაციაში ლაპარაკიაა იმაზეც, რომ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საუბრები ისმოდა, თუმცა სიტუაცია მოულოდნელად შეიცვალა. მოსალოდნელი თავდასხვა, შეთქმულება - ყველაზე კარგი მიზეზია ახალი პოლიტიკური კამპანიის დასაწყებად, თან მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნები კარს არის მომდგარი.

აღსანიაშნავია, რომ შს მინისტრ ავაკოვის წინააღმდეგ საკმაოდ დიდი შავი პიარია აგორებული მთელ უკრაინაში, რის უკანაც სააკაშვილის კვალს ხედავენ. ის საკმაოდ დიდი პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ინტერესებს უპირისპირდება დაახლოებით იმ ხერხებით, რასაც საქართველოში იყენებდა, თუმცა იქ მასშტაბი იმდენად დიდია, ეს ხერხები რას მოუტანს სააკაშვილს,
რთული სათქმელია.

უკრაინელი ჟურნალისტების თქმით, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, მხოლოდ მისი პიარისთვის გამოგონილი ამბავი იყოს, თუმცა სულაც არ არის გამორიცხული პოლიტიკურ ბრძოლაში თავდავიწყებით გადაშვებული სააკაშვილი ვიღაცას ისე უშლიდეს ნერვებს, რეალურადაც იფიქრონ მის მოშორებაზე.

უკრაინაში დღეს კლასიკური პოლიტიკური კრიზისია...

არშემდგარი თავდასხმა სააკაშვილზე და განადგურებული უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, ავაკოვის გათავისუფლების არგუმენტი იქნება, რომელიც იაცენიუკის მთავარი დასაყრდენია...

მოამზადა ეკა გადახაბაძემ
roma
01 აპრილი 2016 22:07
ვიღაცის კომენტარი წავიკითხე ერთხელ - "გლახუნა" "პროსტინებს" ფენსო.
აშკარად!!!
ისე, მართლა სასაცილო ვიღაცა მგონია, ვინც არის!
zaza
01 აპრილი 2016 19:06
მალე მოგხედავენ გზაHია მერე იკიტხოს ტკვენმა ცაკუზულმა და ფულის ტომარა ივანემ ხომ გაგივსოტ HიHაკვი
სხვა სიახლეები
ყველა ცდილობს დედაქალაქის სიცხეს გაექცეს, რომელსაც კიდევ უფრო ამძაფრებს წინასაარჩევნო კამპანიის მაღალი ტემპერატურა. საინტერესოა, ახერხებენ თუ არა პოლიტიკოსები ამ დაძაბულ ვითარებაში დასვენებას ან სად ისვენებენ მათი ოჯახის წევრები. ამ საკითხზე რამდენიმე პარლამეტარს ვესაუბრეთ.
დაწვრილებით...
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „რუტინული ამბავი“ უწოდა იმას, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომას არ ესწრება.
დაწვრილებით...
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური მთავარმა პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა.
დაწვრილებით...
NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის შეფასებით, 2014 წლის ივნისის შემდეგ მათ ქალაქსა თუ სოფელში საცხოვრებელი პირობები იგივე დარჩა.
დაწვრილებით...
21 ივლისს, ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ.
დაწვრილებით...
"ეს არ იყო ოფიციალური კომენტარი, ეს არ იყო კამერებთან და მიკრიფონებთან გაკეთებული კომენტარი"
დაწვრილებით...
"დღეს საქართველო არის თავისუფალი სამყაროს ღირსეული წევრი, რომელიც საკუთარი ისტორიითა და კულტურით, დემოკრატიითა და სამშვიდობო პოლიტიკით, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებისაკენ სწრაფვით არის გამორჩეული და წარმოადგენს მაგალითს ბევრი ქვეყნისათვის"

"აჟიოტაჟი, რაც შეიქმნა ამ საკითხთან დაკავშირებით, წესით არ უნდა შექმნილიყო და არ უნდა მისცემოდა ასეთი რეზონანსი".
დაწვრილებით...
პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებას მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის თაობაზე, დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ სამართალდამცველებმა პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.
დაწვრილებით...
”დაიწყო პაპუაშვილით, გააგრძელა კორცხელით, დაამთავრა თავისი ნათესავით. მე გამიჩნდა განცდა, რომ ცოტა მეტი დოზა ჰქონდა ალკოჰოლის მიღებული."
დაწვრილებით...
იყიდება 2 -ოთახიანი ბინა
იყიდება მშენებარე ბინა ერთიანი გადახდით,
ბაკურიანის ცენტრში სასწრაფოდ! იაფად იყიდება
იყიდება ბინა, ერთიანი გადახდით! ვარკეთილის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები