"სააკაშვილმა ისე გამოიყვანა, რომ მან ჩამიყვანა ოდესაში" - რატომ შეხვდა პაატა ბურჭულაძე სააკაშვილს? - კვირის პალიტრა

"სააკაშვილმა ისე გამოიყვანა, რომ მან ჩამიყვანა ოდესაში" - რატომ შეხვდა პაატა ბურჭულაძე სააკაშვილს?

ჩვენში დიდ გამოხმაურება მოჰყვა ინფორმაციას, რომ ცნობილი მომღერალი პაატა ბურჭულაძე, რომელიც იმხანად "საქართველოს განვითერების ფონდის" დაარსებისთვის ემზადებოდა, ოდესაში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

პაატა ბურჭულაძე "კვირის პალიტრასთან" 2015 წლის სექტემბერში ოდესაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას იხსენებს:

"ორი წლით ადრე მქონდა დაგეგმილი 2015 წლის სექტემბერში ოდესაში, ახალი ფესტივალის გახსნაში მონაწილეობა. მის გახსნამდე 10 დღით ადრე დაინიშნა სააკაშვილი გუბერნატორად. დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიდოდა კონცერტზე და ასეც მოხდა. კონცერტის დაწყებამდე ატყდა ერთი ჩოჩქოლი და ალიაქოთი, იძახდნენ: "მოდის, მოდისო!"  - სააკაშვილი პირდაპირ სცენაზე ავიდა და  ნახევარსაათიანი სიტყვა დაარტყა, საბოლოოდ ისე გამოიყვანა, რომ მან ჩამიყვანა ოდესაში... კონცერტის მერე მიმიპატიჟა, მაგრამ ვუთხარი, რომ ორგანიზატორებს გამზადებული ჰქონდათ უკვე სუფრა და აქეთ დავპატიჟე, მოვიდა... სულ ეს იყო".

პაატა ბურჭულაძემ ასევე განაცხადა:

"ძალიან უნდათ "ნაციონალებს", რუსულ პროექტად გამომიყვანონ, "ქართულ ოცნებას" სურს, "ნაციონალების" პროექტად მომნათლოს, მაგრამ ვაცხადებ - მე ვარ ქართველი ხალხის პროექტი".

აპირებს თუ არა მომავალ საპარალამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და რა აუკრძალა თავის დროზე სააკაშვილის მთავრობამ? - ამ კითხვებზე პასუხი შეგიძლიათ ნახოთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ ინტერვიუში. (იხილეთ)