"სააკაშვილს უკრაინაში "პოროშენკოს პიტბულს" უწოდებენ"
"სააკაშვილს უკრაინაში "პოროშენკოს პიტბულს" უწოდებენ"
07-03-2016
"უკრაინის პოლიტიკურ ბრძოლაში სააკაშვილსაც სურს მიიღოს ტორტის ნაჭერი, მაგრამ მას პრობლემებს უქმნიან"

"უკრაინის პრემიერ-მინისტრად დაინიშნება ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი ნატალია იარესკო, სწორედ ასეთი რეკომენდაცია მისცა პოროშენკოს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა"


უკრაინაში არსებული პოლიტიკური კრიზისი აქტიურ ფაზაში გადადის. მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკსა და გენერალურ პროკურორ, ვიქტორ შოკინს გადადგომისკენ მოუწოდა, მალევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა, თანამდებობა დატოვა. რაც შეეხება იაცენიუკს, ის ჯერ-ჯერობით თანამდებობაზე რჩება, თუმცა ექსპერტების შეფასებით, სულ მალე პრემიერ-მინისტრის პოსტი თავისუფალი იქნება.

უკრაინის პრემიერობის ერთ-ერთ კანდიდატად უკრაინული მედია ოდესის გუბერნატორსა და საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს განიხილავს. კონფლიქტი იაცენიუკსა და სააკაშვილს შორის კარგა ხანია დაიწყო, რომელიც დრო და დრო განსაკუთრებით მწვავდება, ისინი ერთმენთის მიმართ არაკორექტულ ეპითეტებსაც არ ერიდებიან.

გახდება თუ არა უკრაინის პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილი და რა შეიძლება გახდეს პოროშენკოსა და სააკაშვილს შორის განხეთქილების მიზეზი, ამ თემებზე kvirispalitra.ge "საქართველოს განვითარების ლაბორატიის" ხელმძღვანელს, ირაკლი გოგავას ესაუბრა.


ირაკლი გოგავა:
- სამწუხაროდ, უკრაინა ოლიგარქების ბრძოლის ველად გადაიქცა. ბრძოლის საგანს წარმოადგენს ქონების გადანაწილება უკრაინაში, რომელიც იანუკოვიჩის შემდეგ უპატრონოდ დარჩა. პროცესებს ნეგატიურ ფონად გასდევს ის, რომ უკრაინის ეკონომიკა განახევრდა. მთლიანი შიდა პროდუქტი 180 მილიარდიდან 110 მილიარდზე დაეცა, კლება გრძელდება 2016 წელსაც. იანვრის მონაცემებით, 2.1%-ით დაიკლო მთლიანმა შიდა პროდუქტმა, ეს იმას ნიშნავს, რომ საპროტესტო ელექტორატის რაოდენობა და მმართველი ელიტის მიმართ აგრესია იზრდება.

ქვეყანაში დგას დემოგრაფიული პრობლემაც. უახლოეს 3-4 წელიწადში უკრაინა 5-6 მილიონ ადამიანს დაკარგავს ემიგრანტების სახით, ამას დავუმატოთ ყირიმის 2-მილიონიანი მოსახლეობა, დონბასის 6 მილიონიანი მოსახლეობა და მივიღებთ, რომ 1989 წლის 50 მილიონიანი ერიდან 2018 წლისთვის 30-32 მილიონი დარჩება. ამას დამატებული, უკრაინა პირველ ადგილზეა ევროპაში სიკვდილიანობით და მეორეზე -  მსოფლიოში. ეს არის კატასტროფული მაჩვენებლები. ამ პრობლემების მიზეზი ერთია, უკრაინას მართავს უპასუხისმგებლო და ხარბი ადამიანების ნარევი, რეფორმები ჩავარდა და ამ ჩავარდნას კოორდინაციას უწევს თავად პრეზიდენტი, რომელიც ასევე, ერთ-ერთი ჩვეულებრივი ოლიგარქია, რომელსაც თავად არ სჯერა უკრაინის წარმატების და ფულის მოხვეჭაზეა გადასული.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არის პრობლემები, ამ საკითხზე ჰოლანდია აპრილში ატარებს რეფერენდუმს, ხოლო ჰოლანდია, როგორც დიდი აგრარული სახელმწიფო, უფრთხის უკრაინის აგროპოტენციალს, ვინაიდან უკრაინაში თავმოყრილია მსოფლიო შავმიწა ნიადაგების 44% და ეს არის უდიდესი სიმდიდრე, ჰოლანდიას კი კონკურენციის ეშინია, ამიტომ შეიძლება ამ უკანასკნელმა დაბლოკოს უკრაინის ევროკავშირთან გაერთიანება. ამას გარდა, ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეფორმები უკრაინაში ჩააგდეს და ვფიქრობ, ეს ჩაგდება მართული იყო მმართველი ელიტისა და პირადად პრეზიდენტის მხრიდან.

- ლაპარაკობენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზეც, მიხეილ სააკაშვილი პარტიის შექმნას აპირებსო, რამდენად რეალური შანსები აქვს მას?
- სააკაშვილი, რა თქმა უნდა, იბრძვის უკრაინის ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად, თუმცა მას ესმის, რომ პოროშენკოსთან ღია დაპირისპირება ბორკილებს და საქართველოში დეპორტაციას მოუტანს, თუმცა ძალიან მალე
დადგება მომენტი, როცა პოროშენკოს ხელისუფლებაში ყოფნა შეუძლებელი იქნება. ამიტომ სააკაშვილი ამზადებს პლატფორმას სახელწოდებით "ანტიკორუფციული გზა", რომლის ფარგლებშიც ის მოძრაობს უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში და აგროვებს მომხრეებს. ინდივიდუალურ პოლიტიკოსებს შორის სააკაშვილი ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა მას დიდი განსხვავებით არ ჩამორჩება თუნდაც ტიმოშენკო. სააკაშვილი ცდილობს გახდეს უკრაინის პრემიერ-მინისტრი, თუმცა ასე არ იქნება, მარტში ველოდები იაცენიუკის გადადგომას ან გადაყენებას, ხოლო უკრაინის პრემიერ-მინისტრად დაინიშნება ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი ნატალია იარესკო, სწორედ ასეთი რეკომენდაცია მისცა პოროშენკოს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბოლო ვიზიტის დროს, ეს ინფორმაცია ამერიკული წყაროებიდან მაქვს. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის "რეკომენდაცია" გასაგებია, რასაც ნიშნავს, ამიტომ სულ მალე უკრაინაში პოლიტიკურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.

უკრაინის პოლიტიკურ ბრძოლაში სააკაშვილსაც სურს მიიღოს ტორტის ნაჭერი, მაგრამ მას პრობლემებს უქმნიან, ბოლომდე არ აძლევენ ოდესის საბაჟოს, ოდესის პორტს და არ აძლევენ თანხებს ე.წ. ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინასებლად. ის ზის უბრალოდ გუბერნატორის ხელფასზე, რაც არ აწყობს. მოსახლეობის ნდობა შედარებითია, სააკაშვილის რეიტინგი დაახლოებით 15%-ია, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინაში ის პრეზიდენტად ან პრემიერად მოგვევლინება. 

- რაც შეეხება უკრაინაში მყოფ სხვა ქართველ პოლიტიკოსებს, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, სააკაშვილი ბოლო პერიოდში არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს...

-  უკრაინის ჰოსპიტალური სისტემის, რომელიც შეფასებულია 300 მილიონ დოლარად, 90% - ს ფლობს სახელმწიფო. კვიტაშვილის წაყვანა ემსახურებოდა ერთ მიზანს. სააკაშვილს უნდოდა უკრაინაშიც ისე, როგორც საქარრთველოში გააკეთა, საავადმყოფოები მათი რეალური ღირებულების 15-20%-ად კვიტაშვილის ხელით გაეყიდა. ამ შემთხვევაში კვიტაშვილი სუსტი რგოლი აღმოჩნდა, საკაშვილი ამას ხვდება და მისი მოშორება სურს, რომ მასზე არ გადმოვიდეს ის აგრესია, რაც კვიტაშვილის ჩავარდნილი რეფორმების მიმართ არის, კვიტაშვილს არ უნდა გადადგომა, სააკაშვილს კი უნდა, ამიტომ მათ შორის სერიოზული კონფლიქტია.

სააკაშვილს უკრაინაში სხვა როლიც აქვს, მას პოლიტიკოსები "პოროშენკოს პიტბულს" უწოდებენ, რომელსაც პოროშენკო შემდეგნაირად იყენებს, მიუქსევს რომელიმე ოლიგარქს, რომელიც არ არის თანახმა ფინანსურ შეთანხმებაზე, 2-3 თვის განმავლობაში ისე დაამუშავეს ამ ოლიგარქვს საკაშვილი, რომ თანახმა იქნება და პოროშენკოს წარუდგენს მოგვარებულ საქმეს. რეალურად სააკაშვილის მთავრი ფუნქცია ეს არის.

- სააკაშვილის უკრაინაში მოღვაწეობა საქართველოში დარჩენილ "ნაციონალურ მოძრაობას" რამეთი თუ დაეხმარება? ბოლო დროს ასეთი ინფორმაციაც გავრცელდა, რომ სანდრა რულოვსი საარჩევნოდ "ნაცმოძრაობის" სიის პირველი ნომერი იქნება...

- თვითონ "ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან კარგად ესმის, რომ სააკაშვილისთვის საქართველო ამ ეტაპზე პრიორიტეტი არ არის. რეალურად ეს პარტია დაქსასულია, სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწევს, ისინი შეეცდებიან მხოლოდ ერთს, როგორც გააკეთეს 2003 წელს, სახელმწიფო გადატრიალების გზით ჩაიგდონ ხელისუფლების სადავეები, ეს არის მათი ერთადერთი თეორიულად შესაძლებელი სცენარი და თუ შესაბამისი პირობები შეექმნათ, ისინი ამაზე წავლენ.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)
meri
10 მარტი 2016 14:17
ალიკაპი არ იშოვება უკრაინაში? :)))

საინტერესოა ხოლმე ბ-ნ გოგავას ნაუბარის კითხვა.
ლადო
08 მარტი 2016 19:41
ერთადერთი ადამიანი, რომლისგანაც ვიგებ რეალურად რა ხდება უკრაინაში რა...
სხვა სიახლეები
"მითხრეს რომ გამოაგზავნიან ”ბეტეერ” ქალებს და თმებით გითრევენო - ველოდები ამ ქალებს"
დაწვრილებით...
"ჯერ "რუსთავი 2" რამდენად შეიძლება იყოს სიმართლის ეტალონი? - სიცრუის ეტალონად კი გამოდგებოდა ნამდვილად"
დაწვრილებით...
"ირაკლი ახალგაზრდა კაცია და შეუძლია, საქართველოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უახლოეს მომავალში და უფრო შორსაც"
დაწვრილებით...
"ამით მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა ჩვენი ურთიერთობის აღდგენაში და გარკვეული საფუძველი ჩაყროდა ნდობის აღდგენას"
დაწვრილებით...
"არჩევნების დღეს პოლიციელების რაოდენობა უფრო მეტი და თვალში საცემი იქნება ქუჩაში, თუმცა არა საარჩევნო უბნებში ან უბნების ტერიტორიაზე"

"არ დაგიმალავთ, მაქვს ჩემი კონკრეტული კითხვები დემურ სტურუას საქმესთან დაკავშირებით"
დაწვრილებით...
PRIME
რა ინფორმაციას მალავენ დიდი თანხის შემწირველები და რატომ დაიბარეს ისინი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში?!
დაწვრილებით...
PRIME
"არაკაცობაში, უსაქმურობაში, არასახელმწიფოებრივად მოქმედებასა და ცუდ პარტნიორობაში დამდეს ბრალი"

"დადგნენ ივანიშვილის გარეშე და კი ბატონო, ვიპაექროთ..."
დაწვრილებით...
PRIME
"თინა ხიდაშ­ელმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი "ნაციონალური­ მოძრაობის" წინააღმდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელს უშლიდაო"
დაწვრილებით...
PRIME
სასწრაფოდ იყიდება კომერციული ფართი საბურთალოზე,
ჯიქიას ქუჩის დასაწყისში მე-2 სართულზე
სასწრაფოდ! ახალი ცენტრალური გათბობა, რემონტი,
სასწრაფოდ, იყიდება ბინა ზესტაფონის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები