"როცა ჩერგოლეიშვილი საზოგადოებრივ საფრთხეზე გვაფრთხილებს, მეცოდება საზოგადოება, რომელსაც ამგვარად დასცინიან"! - კვირის პალიტრა

"როცა ჩერგოლეიშვილი საზოგადოებრივ საფრთხეზე გვაფრთხილებს, მეცოდება საზოგადოება, რომელსაც ამგვარად დასცინიან"!

პირადი ცხოვრების ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელების საკითხს, საგარეო საქმეთა ექსმინისტრი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა:

"პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება ნამდვილად პირადი თავისუფლების შელახვაა და ამდენად მიუღებელი და ყველანაირად დასაგმობი, ამაზე ყველა ვთანხმდებით ... ამას ბევრი გავრცობა და განმარტება არც სჭირდება.... მაგრამ უფრო დიდი უზნეობაა როცა ისინი ვინც ამ მუდმივ მოსმენის და თვალთვალის უღირსო სისტემას გუშინ ნერგავდნენ, ქვეყანაში დღეს მორალზე და ამორალიზმზე როცა გვქადაგებენ... ეს არის მართლაც ცინიზმმის, უტიფრობის და თავხედობის მწვერვალი... და "რუსთავი 2"-ის მთლიანი კოლექტივი ფეხზე დამდგარი რომ წინ აღუდგება “ტერორს”, როცა ჩერგოლეიშვილი შეშფოთებული სახით მორალზე სუაბრობს და საზოგადოებრივ საფრთხეზე გვაფრთხლებს, მეცინება, მეტირება და მეცოდება საზოგადოება, რომელსაც ამგვარად დასცინიან!"