"ნაციონალებს" "მაესტროს" ყიდვა 10-12 მილიონ დოლარად უნდოდათ!"
"ნაციონალებს" "მაესტროს" ყიდვა 10-12 მილიონ დოლარად უნდოდათ!"
14-03-2016
გოგა ხაინდრავა: "ამათ შემხედვარეს ფრაზა ამეკვიატა "მონანიებიდან": "აღსარებისთვის ეშმაკს ეახლე?"

"მაესტროს" გარშემო ისევ გაურკვევლობაა. ტელეკომპანიის ახალი გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე არხის სხვა შენობაში გადატანას გეგმავს, მეორე მხარეს მყოფი ბაჩო კიკაბიძე კი ტელევიზიის ამჟამინდელი შენობიდან კვლავ "მაესტროს" სახელწოდებისა და ლოგოს გამოყენებით მაუწყებლობის გაგრძელებას აპირებს. იმედია, ყველაფერი დალაგდება. თუმცა ჩვენ ჯერ ის ვერ გაგვირკვევია, რა ეწყინა არხის ყოფილ დირექტორ ბაია გადაბაძეს "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორის, გიორგი თევდორაშვილისგან?! გიორგი გაბუნიას "არჩევანში" სტუმრობისას გადაბაძემ ლამის ნახევარი ეთერი "კვირის პალიტრასა" და მის მთავარ რედაქტორზე ისაუბრა. პრეტენზიები გადაბაძეს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც გიორგი თევდორაშვილმა "მაესტროში" სტუმრობისას არხის გარშემო მიმდინარე მოვლენები შეაფასა. ის იყო საწყენი, რომ გაკოტრება ცუდია?! თუ ის, რომ მედიასაშუალება ბიზნესი უნდა იყოს და ეს განსაზღვრავს მის დამოუკიდებლობას?! ამ ელემენტარული პრინციპების დაცვა განაპირობებს­ იმას, რომ ამა თუ იმ მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არც საზოგადოებას ექნება კითხვები, არც ჟურნალისტებს და არც დამფუძნებლებს.

"წელიწადში ორ მილიონს გადაგიხდით, თუ ტელევიზიით იმას გაუშვებთ, რაც ჩვენ გვინდაო"

ლევან ჩიკვაიძე ("მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელმაც წილი გია გაჩეჩილაძეს მიჰყიდა):

- პირველი მწვავე კითხვები მაშინ გამიჩნდა, როდესაც ტელევიზია წამყვანმა ჟურნალისტებმა, სანაიამ, ჟიჟილაშვილმა და სხვებმა დატოვეს.
ანალოგიური რეაქცია ჰქონდათ სხვა დამფუძნებლებსაც, მათ შორის, მამუკა ღლონტს, რომელიც იმ პერიოდში უკვე აღარ ერეოდა მართვაში. თუმცა კონკრეტული პასუხი მენეჯმენტისგან ვერ მივიღეთ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ტელევიზიაში წილის ყიდვა "ნაციონალურ მოძრაობას" სურდა. დიახ, დაახლოებით ორი-სამი წლის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი "მაესტროს" ერთ-ერთ დამფუძნებელს შეხვდა და მას 10-12 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ტელევიზიის გაყიდვა შესთავაზა. დამფუძნებლებმა უარი ვთქვით.

- დაასახელებთ, ვინ იყო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი და ვის ხვდებოდა ის დამფუძნებლებიდან?
- ჯერჯერობით ვინაობას არ გავასაჯაროებ. სწორედ ამის შემდეგ "ნაციონალებმა" ახალი წინადადებით მოგვმართეს - არ გვინდა წილები, თქვენი იყოს, ოღონდ ერთ პირობას დათანხმდით - წელიწადში ორ მილიონს გადაგიხდით, თუ ეთერში იმას გაუშვებთ, რაც ჩვენ გვინდაო. დამფუძნებლებმა ამ წინადადებაზეც უარი ვთქვით. რა მოხდა ამის შემდეგ, გაგრძელდა თუ არა "ნაციონალური მოძრაობისგან" მსგავსი შემოთავაზებები, ინფორმაცია არა მაქვს, რადგან ჩემი წილი გავასხვისე...
ამ პერიოდში გამოჩნდა "რუსთავი 2" და მისი წინადადება სარეკლამო დროის შესყიდვის თაობაზე. როდესაც ამ საკითხს თათბირზე განვიხილავდით, დამფუძნებლების ნაწილი სიტყვით გამოვიდა და "რუსთავი 2"-თან მოლაპარაკებები გააპროტესტა. მოგვიანებით, მენეჯმენტმა ხელშეკრულება "იმედთან" გააფორმა, თუმცა ამის შემდეგ ტელევიზიაში გაკოტრების პროცესი აქტიურად დაიწყო...

"რაც შევქმენით, ჩამოიშალა"


გიორგი ებრალიძე ("მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელმაც წილი გია გაჩეჩილაძეს მიჰყიდა): - "რუსთავი 2"-ს რომ "მაესტროს" სარეკლამო დროის შეძენა სურდა, ჩვენთვის თავიდანვე ცნობილი გახდა. მაშინვე დავსვით კითხვა, ვინ იდგა ამის უკან, თუმცა კონკრეტულად ვერ ვიტყვი, რომ პროცესში უშუალოდ დავით კეზერაშვილი მონაწილეობდა. ბუნებრივია, პირადად მასთან მოლაპარაკებას ტელევიზიის დამფუძნებლები არ დავუშვებდით. დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა ის, რომ "მაესტრო" წლობით ნაშენებ ღირებულებებს კარგავდა. მენეჯმენტი აბსოლუტურად ალოგიკურ გადაწყვეტილებებს იღებდა, თუმცა ყველამ
კარგად ვიცოდით, რომ ტელევიზიას მისი მეუღლისა და გადაბაძის სახელით ერთპიროვნულად მხოლოდ კოტე გოგელია მართავდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში "მაესტრო" უსახური, უინტერესო და შესაბამისად, ურეიტინგოც გახდა. ახლა როგორ დავიჯერო იმ ადამიანების, რომლებიც ამტკიცებენ, რომ "მაესტროს" გადარჩენა უნდათ? ვინ და რატომ მიიყვანა ტელევიზია გაკოტრებამდე? თუ წარმატებული იყო, რატომ ტოვებდნენ ტელევიზიას წონიანი ჟურნალისტები და პროდიუსერები? ის, რაც ჩვენ შევქმენით, ბოლო ორ წელიწადში სრულად ჩამოიშალა.

"რუსთავი 2"-ს კეზერაშვილის მეგობარი, ვინმე "ბურძგლა" წარმოადგენდა"


ლევან გაჩეჩილაძე, "მაესტროს" გენერალური დირექტორი: - წლების განმავლობაში "მაესტრო" სრულ იგნორირებას გვიკეთებდა. არადა, კრიზისის დაძლევაში დახმარება არაერთხელ შევთავაზეთ. წერილს წერილზე ვგზავნიდი, უამრავი დოკუმენტი და ოქმი არსებობს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ტელევიზიისთვის დახმარების სურვილი დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა. იქვე ვამბობდი, თუ დახმარებას ვერ შევძლებ, 10-მილიონიანი საბანკო გარანტია მაქვს და ეს ფული წაიღეთ-მეთქი. დღეს უკვე ყველაფერმა ბევრად მძიმე ფორმა მიიღო, საქმეში სისხლის სამართლის არაერთი დანაშაული იკვეთება.

- რას გულისხმობთ?
- გოგელიას ვალთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა... გადაბაძე-გოგელიას ჯგუფმა "მაესტრო" ხელოვნურად გააკოტრა. მეტიც, გაკოტრების მეურვემ მითხრა, ვალის და ისიც დაუსაბუთებელი დავალიანების ოდენობა 22 მილიონს არ აღემატება, აქედან ძირი მხოლოდ 6-7 მილიონია, დანარჩენი დარიცხული პროცენტებიაო. ეს იმას ნიშნავს, რომ
ტელეკომპანიის რეიდერული დაპყრობის გეგმა ამოქმედდა. ასე რუსეთში იქცევიან ხოლმე - კომპანიაში ფულს ყრი, შემდეგ გაკოტრების პროცესს იწყებ და როგორც მოვალეებს, ისე სახელმწიფოს ატყუებ, საბოლოოდ კი, ახალ კომპანიაზე იგივე პროდუქტი გაგაქვს... ყველაფერი სასამართლოზე გაირკვევა - ფარდა უნდა აეხადოს, ვინ რამდენი ჩადო "მაესტროში" და რატომ დაიწყო გაკოტრების პროცესი მიზანმიმართულად.

- ბაია გადაბაძე ამბობს, რომ "მაესტროში" თქვენი ორგანიზებით ადრეც შევიდა აუდიტორული კომპანია, მაგრამ ფინანსური დარღვევები არ აღმოუჩენია.
- ჩვენი აუდიტორები ტელევიზიაში მხოლოდ ვალების შესწავლის მიზნით შევიდნენ, თუმცა დასკვნაში ხაზგასმით არის მითითებული, რომ მენეჯმენტმა აუდიტორებს სრულყოფილი ინფორმაცია არ მიაწოდა. პირადად მე კითხვები მას შემდეგ გამიჩნდა, რაც სარეკლამო ბაზრისთვის ორმა დიდმა ტელევიზიამ ბრძოლა დაიწყო. რატომღაც გოგელია "რუსთავი 2"-ისკენ იხრებოდა. თავად "რუსთავი 2"-ს კი ვინმე "ბურძგლა" წარმოადგენდა, რომელიც დავით კეზერაშვილის მეგობარია. კოტე გოგელიას შევხვდი კიდეც და ვუთხარი, ვაჭრობას თავი დაანებე-მეთქი. მით უმეტეს, რომ წინ "იმედის" შემოთავაზება ედო, რომელიც "რუსთავი 2"-ზე მეტსაც იხდიდა. გაკოტრების პროცესიც ამის შემდეგ იწყება. ამით გოგელიას უნდოდა, "მაესტროს" სათავეში ერთპიროვნულად ჩამდგარიყო და მეტი ფული ეშოვა. ეს წმინდა კომერციული საკითხია. თავის დასაცავად პოლიტიკური კონტექსტი მოიფიქრეს.

- მამუკა ღლონტი აცხადებს, რომ გია გაჩეჩილაძემ 25%-იანი წილი გაყიდა და ამის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას სასამართლოზე გაახმაურებს. წილი მართლაც გაყიდულია?
- ნუ დაელოდება სასამართლოს, დღესვე დააკონკრეტოს, რას გულისხმობს. წარმოუდგენელია, გია გაჩეჩილაძეს წილი გაეყიდა და მყიდველი დღემდე დუმდეს...
დღეს "მაესტროს" ჟურნალისტები ორ ცეცხლს შუა არიან, მაგრამ მე არავის არაფრისკენ მოვუწოდებ. ჩემთან თანამშრომლობა მხოლოდ ნებაყოფლობითი იქნება. ახლა ალტერნატიულ ფართს ვეძებთ. ამ ეტაპზე მეცხრე არხის ტერიტორია ლიდერობს.

"ხელისუფლებას ხელს ჯერ ვერ დავადებ, მაგრამ..."

მამუკა ღლონტი: - ლევან გაჩეჩილაძის "მეცხრე არხის" შენობაში შესაძლო გადასვლით ყველაფერი ნათელი გახდა, თანაც დღეს ეს შენობა "იმედს" ეკუთვნის - მეფე შიშველია, თუმცა ვინც ვითარება არია და მედიის ხელში ჩაგდებას ცდილობს, პასუხს უმკაცრესად აგებს...
ხელისუფლებას ხელს ჯერ ვერ დავადებ, მაგრამ თუ სასამართლოში პროცესები ისევე გაგრძელდა, როგორც დღეს, ესეც ბევრ რამეს დაადასტურებს. ლევან გაჩეჩილაძის საქმე 24 საათში განიხილეს, ჩემი საქმის პროცესი კი ჯერ კიდევ არ დანიშნულა. თუ ეს ყველაფერი გაგრძელდა, "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნებაც" ერთი "ქინძი" იქნება. რატომ გაახსენდათ "მაესტრო" არჩევნების წინ?

- თავდაპირველად სასამართლოში გაკოტრებაზე საჩივარი ბაია გადაბაძემ არ შეიტანა?

- ტელევიზია გაკოტრებამდე მივიდა თუ არა, ეს სხვებს არ ეკითხებათ. სასამართლო პროცესზე აუცილებლად ვიტყვი, ვინ იყიდა გია გაჩეჩილაძის 25%-იანი წილი, მანამდე კი თავად დაასახელონ, ვისგან მიიღეს "მაესტროს" ხელში ჩაგდების დავალება!
თუ სასამართლოში შედეგს ვერ მივაღწიე, სხვა ხერხებს მივმართავ.

- რა გეგმა გაქვთ?
- სხვა ხერხებით სააკაშვილს ვებრძოდი და ამან ნაყოფი გამოიღო - ის პოლიტიკურ სასაფლაოზე წავიდა. იმავე გზას დაადგება ყველა, ვინც მედიის წინააღმდეგ გაილაშქრებს.
გაფიცვებსაც ვაპირებ და აქციებსაც იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ჩვენ გვებრძვის.
"ქართულ ოცნებას" "ნაციონალების" ნახევარი ტვინიც არა აქვს და მასთან ბრძო­ლაც ბევრად მარტივი იქნება.

"ვინც სიმართლის თქმა გაბედა, ყველას თავს დაესხნენ"

გოგა ხაინდრავა: - "მაესტრო" რუსული ფულით ცხოვრობს და ეს არაერთხელ მითქვამს. ამას თავადაც არ უარყოფენ. იქ მომუშავე ჟურნალისტები კი მხოლოდ თავს იტყუებდნენ და დღესაც იმავეს აგრძელებენ, როდესაც სარედაქციო თავისუფლებაზე აპელირებენ - სარედაქციო დამოუკიდებლობა კი არა, ტელევიზიაში სრული ბაკქანალიაა. რაც მთავარია, ვინც სიმართლის თქმა გაბედა, ყველას თავს დაესხნენ. სამარცხვინოა ეს! საზოგადოება კარგად ხვდება, რომ "მაესტროს" გაკოტრებაც ხელოვნურად მოხდა.

- რატომ ფიქრობთ, რომ "მაესტროს" გაკოტრება მიზანმიმართულად დაიწყო?
- ვინმეს აქვს პასუხი, რატომ თანამშრომლობდა გოგელია მენეჯმენტთან, რომელმაც ტელევიზიას 50-მილიონიანი ვალი დაადო? ხომ ფაქტია, რომ "მაესტროს" გაკოტრება ხელოვნურად ხდება? თვალში ნაცარს გვაყრიან, როდესაც გვეუბნებიან, გაკოტრების პროცესი კრედიტორების ვალდებულებების შეჩერებისთვის დაიწყოო, მაგრამ კრედიტორი მხოლოდ გოგელიაა, რომელიც თავადვე აკონტროლებს "მაესტროს". ვინ "ჭამს" ამას?! მენეჯმენტს ჰგონია, რომ გარეთ ბნელა. იცით, რისი ეშინიათ? კარგად იციან, რომ ტელევიზიაში მისვლით ლევან გაჩეჩილაძე, პირველ რიგში, ფინანსებს­ მოიკითხავს. შარვლიდან ხტებიან, ოღონდ არ გამოაშკარავდეს, რაში დაიხარჯა 50 მილიონი. სხვათა შორის, საქართველოში ამ ფულით ორ მსხვილ ტელევიზიას აამუშავებ.
დიდი ალბათობით, თაღლითობას აქვს ადგილი. სხვათა შორის, ამ საქმეში აქტიური როლი გიორგი ისაკაძემაც შეასრულა. ეს ის ადამიანია, რომელიც კომპანიას პირველად არ აკოტრებს. ბადრი პატარკაციშვილის დროსაც ანალოგიურად იქცეოდა. არაფერს ვამბობ გადაბაძე-გვარამიას ტანდემზე.
"მაესტრო" "რუსთავი 2"-ში ზის და პირიქით, "რუსთავი 2" "მაესტროში".
გვარამია-გაბუნიასთან აღსარებაზე მისული გადაბაძის სიტყვა ვინ უნდა დაიჯეროს?! ამათ შემხედვარეს ფრაზა ამეკვიატა "მონანიებიდან": "აღსარებისთვის ეშმაკს ეახლე?"

"ჟურნალისტებს დღესაც უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ"

ია ანთაძე: - წლების წინ "მაესტრო" ერთადერთი ტელევიზია იყო, რომლის საინფორმაციო გამოშვებასაც ვუყურებდი, მაგრამ როდესაც ბოლო წლებში კონტენტი შეცვალა, სხვა არხების ყურებაზე გადავედი - ის აღარ იყო ჩემთვის საინტერესო ტელევიზია. მით უმეტეს, რომ არხი ჩემთვის საინტერესო ჟურნალისტებმა: ნინო ჟიჟილაშვილმა, ვახო სანაიამ, თეონა გოგელიამ, დიანა ტრაპაიძემ და სხვებმა დატოვეს. კარგად ვიცი, რომ ეს ჟურნალისტები საქმეს პროფესიონალურად ემსახურებოდნენ. კარგად მახსოვს, რამდენიმე ჟურნალისტმა წასვლის მოტივად კოტე გოგელიასთან შეუთანხმებლობა დაასახელა და "მაესტროში" გაჩენილ საფრთხეებზეც ილაპარაკეს, ამიტომ კარგი იქნება, თუ დღეს ისინი დეტალებზე საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მიაწვდიან.

ვიცი, რომ ჟურნალისტებსა და მენეჯმენტს შორის დიდი ღირებულებითი დისბალანსი არსებობდა.
მათი წასვლის შემდეგ კი ტელევიზიაში ისეთი პირები ჩნდებოდნენ, რომლებიც ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, აბსოლუტურად მიუღებელნი იყვნენ. ვფიქრობ, იგივე ადამიანები ჟურნალისტებს დღესაც უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ.

რუსუდან შელია
xxx
21 მარტი 2016 08:45
რა გახდა ეს ტელევიზიები! ქართველი ხალხი ტელენარკომანებად გადაიქცა! ამით სარგებლობენ ტელემფლობელები და აზომბებენ ხალხს! მაესტრო იარსებებს თუ არა ამით საქართველოს არც დააკლდება და არც შეემატება არაფერი!!!!!!
?!?!?!
19 მარტი 2016 22:01
ხოხოხოხო, ბიჭები, რა ბიჭები!!!
სხვა სიახლეები
წერილში, რომელიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამოაქვეყნა და საზოგადოებას მიმართა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე პერიოდი და განვლილი ოთხი წელიწადი შეაფასა
დაწვრილებით...
"ალბათ, მმართველ გუნდს ეს კონცერტი აქტივში უნდოდა ჩაეწერა, მაგრამ თუნდაც ერთი უკანალის ჩვენებით ამდენი მილიონი უკუღმა შემოუტრიალდა"
დაწვრილებით...
ჩვენი და საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებით საქართველოს ეკონომიკა 2030 წლისთვის საბოლოოდ გაიმართება წელში,- ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში.
დაწვრილებით...
ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ღია წერილით მიმართა, რომელშიც განვლილი 4 წელიწადი შეაფასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის სარაჩვენო პროცესში ჩაბმას გეგმავს, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლას არ აპირებს.
დაწვრილებით...
ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ღია წერილით მიმართა, რომელშიც განვლილი 4 წელიწადი შეაფასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის სარაჩვენო პროცესში ჩაბმას გეგმავს, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლას არ აპირებს.
დაწვრილებით...
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ღია წერილს აქვეყნებს
დაწვრილებით...
"26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით მერიამ ხელშეკრულება ტენდერში დამარცხებულ კომპანიას გაუფორმა"

"როდესაც მერიაში­ არსებულ კორუფციულ გარიგებებზე ვლაპარაკობთ, მერია არასდროს გვეთანხმება, თუმცა ჩვენს მხილებას შედეგი მოგვიანებით მაინც მოაქვს. მაგალითად, სწორედ ჩვენი განცხადებების შემდეგ დააკავეს ჯოკია ბოდოკია, მოხსნეს სამგორის გამგებელი და ა.შ. ამიტომ, იმედია, ადრე თუ გვიან, 26 მაისის ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებულ მერიის საეჭვო გადაწყვეტილებასაც ადეკვატური პასუხი გაეცემა"
დაწვრილებით...
PRIME
"უკრაინული ვოიაჟი დასასრულს უახლოვდება"
დაწვრილებით...
PRIME
ვასილ მაღლაფერიძე: "კორცხელში "ნაციონალების" გამარჯვება მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანაში დემოკრატია ვითარდება"

ნიკა მელია: "ჩვენ ივანიშვილს რევოლუციას საარჩევნო ურნასთან, ამომრჩევლების დახმარებით მოვუწყობთ"
დაწვრილებით...
PRIME
"თუ ნიკა გვარამია "ნაციონალურ მოძრაობას" თავის ჭკუაზე ატარებს, იმაზე უარესად ჰქონიათ საქმე, ვიდრე წარმომედგინა"
დაწვრილებით...
PRIME
იყიდება პერსპექტიულ ადგილას ვორონცოვზე -
იყიდება ნაძალადევის რაიონში 2-სართულიანი კერძო
იყიდება უცხოვრებელი ბინა ახალაშენებულ კორპუსში
სასწრაფოდ! იყიდება კომერციული ფართი ალ.ყაზბეგის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები