ეკა ბესელია: "ჩემი ოჯახისა და ჩემს ტერორს არ შევეგუე"
ეკა ბესელია: "ჩემი ოჯახისა და ჩემს ტერორს არ შევეგუე"
14-03-2016
"სააკაშვილი პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერებს ფარულად იღებდა და შანტაჟისთვის საკმაოდ წარმატებითაც იყენებდა".

"საზოგადოებასა და ხელისუფლებას ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენეს"


ვინ და რა მიზნით გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები? - ამ კითხვაზე პასუხად "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ხელს ყოფილი პრემიერისკენ, ბიძინა ივანიშვილსკენ იშვერს. მისივე განცხადებით, ივანიშვილის უშუალო მითითებებს უშიშროების მინისტრის მოადგილე იღებს. რა პასუხი აქვთ ყოფილი თანაგუნდელის ბრალდებებზე უმრავლესობაში? - გვესაუბრება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია:

- უპირველესად, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რაც მოხდა, ამაზრზენი და ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის მიუღებელი დანაშაულია. ჩემთვის, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ომიტეტის თავმჯდომარისთვის სრულიად მიუღებელია ნებისმიერი უკანონო ჩარევა, რომელიც პიროვნების დაცულ სივრცეს ეხება. ეს დანაშაული მორალური თვალსაზრისით უმძიმესია და მას არავითარი გამართლება არ აქვს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ყველა ერთსულოვანი ვართ გარდა იმ ადამიანებისა, რომლებმაც ზღვარს გადააბიჯეს და სხვის პირადს შეეხნენ. აუცილებელია იმ ადამიანების სამაგალითოდ დასჯა, რომლებმაც ეს ამორალური დანაშაული ჩაიდინეს. პრევენცია მხოლოდ ეს იქნება.

- ირაკლი ალასანიას განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. თქვენი პოზიცია როგორია - ვის ინტერესებში იყო ფარული ვიდეოკადრების გავრცელება?

- ვის რა მიზანი ამოძრავებდა, ამაზე პასუხი იქნება მას შემდეგ, რაც გამოძიება ყველა კითხვაზე პასუხს ამომწურავად გასცემს. მანამდე მოტივზე ლაპარაკი არარელევანტურია. გამოძიებამ უნდა გაგვარკვიოს იმაშიც, ვინ შეიძლება იდგეს ამ საშინელების უკან. გაბრაზებულ გულზე და უაპელაციოდ ამ ყველაფრის ხელისუფლებისთვის გადაბრალება მინიმუმ არამართებულია. მსგავსი მარაზმი არცერთ ხელისუფლებას არ წაადგება. სწორედ ამიტომ ვერ ბედავდა სააკაშვილი პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნებას, მაგრამ მათ ფარულად იღებდა და შანტაჟისთვის საკმაოდ წარმატებითაც იყენებდა. სამწუხაროდ, ამ სისტემას უამრავი ადამიანი ემსხვერპლა კიდეც. კარგად გვახსოვს, რა სიხშირითა და რაოდენობით გვაწვდიდნენ პირადი საუბრების უკანონო ჩანაწერებს, რაშიც მასზე
დაქვემდებარებული ტელევიზიები აღტაცებულები აშუქებდნენ. პარადოქსია, დღეს იგივე ტელევიზია მორალს გვიკითხავს. კადრების გამოქვეყნებით, საზოგადოებასა და ხელისუფლებას ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენეს, დიახ, ეს ფსიქოლოგიური ტერორია! ვფიქრობ, პირველ რიგში, კანონი უნდა გამკაცრდეს და მსგავს დანაშაულზე სასჯელი კიდევ მეტად გაიზარდოს. დღეს ხელისუფლების ვალდებულებაა, ფაქტი დაუყოვნებლივ გამოიძიოს და დამნაშავე სათანადოდ დასაჯოს.

- და სად იყო ამ დრომდე ხელისუფლება, როდესაც ფარული კადრების სხვადასხვა გზით გავრცელების მცდელობის შესახებ არაერთხელ გახმაურდა ან რა დაადგინა გამოძიებამ იმ პირებზე, რომლებმაც თქვენი ცხოვრების ამსახველი კადრები ელისო კილაძეს მიაწოდეს?

- კარგად ვიცით, რომ სააკაშვილის დროს და მისივე თანხმობით ყველა მის ოპონენტსა და საჯარო პირს უკანონოდ უთვალთვალებდნენ, დევნიდნენ, ნაწილს აქვეყნებდნენ, ნაწილს პირადად აშანტაჟებდნენ. ეს პროცესი განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ აქტიურდებოდა. ბევრჯერ მითქვამს, მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ოჯახისა და ჩემს ტერორს არ შევეგუე და ბოლომდე ვიბრძოლე. რაც შეეხება კონკრეტულად ამ საკითხს, გამოძიება მიმდინარეობს და ამ თემაზე მეტს აღარ ვილაპარაკებ. ერთი რამ ვიცი - ვინც უკანონობას გააგრძელებს, უმკაცრესად დაისჯება!

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)

---
19 მარტი 2016 19:51
"Martala' martals ambob. Asea aseee. Chven ra gveshveleba xalxs, movalt goons?
nikoloza
18 მარტი 2016 03:10
ეხ ეკა,ხო იცი შური და ბოროტება ოხერია.ასე რო ჩირქები რაც მეტს გაგლანძღავენ სულ მადლად მიუვა შენს ოჯახს.დაგლოცოს უფალმა და ბუნების ძალამ,ესენი კი ჯოჯოხეთის ქვესკნელიდან ვერ ამოვლენ საუკუნეები.უფალი დიდია.სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე.
სხვა სიახლეები
დოლიძე საზოგადოებას თავად ქვეყნის პირველმა პირმა, გიორგი მარგველაშვილმა წარუდგინა.
დაწვრილებით...
არსებული ინფორმაციით, ანა დოლიძე მუშაობას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააგრძელებს
დაწვრილებით...
2016 წლის დასაწყისში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა არასრულწლოვან გოგონებზე იძალადეს
დაწვრილებით...
"ამ საკითხებზე ჩემთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს და ძალიან სწორადაც იქცევიან"
დაწვრილებით...
პრეზიდენტი ნებისმიერი მოქალაქის ბედით უნდა ინტერესდებოდეს, თუმცა, ვფიქრობ, ამით ის ცდილობს, საზოგადოებაში­ შექმნას მოლოდინი, რომ ვანო მერაბიშვილს შეიწყალებს
დაწვრილებით...
PRIME
”შენ თუ ქვემოხუნძურის მაგარი სპეციალისტი ხარ, ბრდღვნი და უხუნძურესი გქვია, მაგრამ სამსახურს მაინც ვერ შოულობ, ამას ეკონომიკაში სტრუქტურული უმუშევრობა ეწოდება”

”ყველგან გვიჭირს - დაწყებული მასწავლებლებით, დამთავრებული სამინისტროთი”
დაწვრილებით...
PRIME
ცოტა ხნის წინ ”ტოიოტა ცენტრი თბილისის” ხელმძღვანელი ირაკლი გურჩიანი­ პაატა ბურჭულაძის მოძრაობას ”სახელმწიფო­ ხალხისთვის” გაემიჯნა.
დაწვრილებით...
PRIME
"გამსვლელთა" ლიდერი ნაიჯელ ფარაჟი რეფერენდუმის გამოცხადების დღესვე გამოტყდა, მთავარი­ არგუმენტი, რაზეც ჩვენი ბანაკი აპელირე­ბდა, სიცრუე იყოო. ბრიტანელებმა ტყუილები დაიჯერეს..."

"ბრიტანეთის გასვლამ შესაძლებელია, გააძლიეროს კიდეც ეს სტრუქტურა, უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა შეცდომის
შედეგებს მოიმკის"
დაწვრილებით...
PRIME
"წინა წლებში განათლების სისტემა დამოუკიდებელი არ გახლდათ, სკოლაც და უნივერსიტეტებიც წინასაარჩევნო პროცესის ნაწილად განიხილებოდა"
დაწვრილებით...
სასწრაფოდ! იყიდება გოთუას ქუჩაზე 84,
ყველაზე იაფად თბილისში იყიდება უკვე
სასწრაფოდ! იყიდება სახლი-აგარაკი სოფელ ტბაზე.
იყიდება 53 კვ.მ. 2,5-ოთახიანი ბინა,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები