უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოაწერა ხელი?!
უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოაწერა ხელი?!
14-03-2016
უკრაინულმა გამოცემა odessit.ua- მ სააკაშვილის თანამდებობიდან შესაძლო გადაყენების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

„ჩვენმა ერთ-ერთმა ინფორმატორმა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირია, გვითხრა, რომ პოროშენკომ უკვე მოაწერა ხელი მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობიდან გათავისუფლების ბრძანებას.

ინფორმატორის თანახმად, ხელის მოწერის მიუხედავად, ბრძანების გამოცემის ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ არ არის მითითებული. პრობლემა სააკაშვილის გათავისუფლება კი არ გახლავთ, არამედ ის, თუ ვინ დაიკავებს ოდესის გუბერნატორის თანამდებობას. ეს საკითხი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ არის შეთანხმებული უკრაინის პრეზიდენტთან.
უკრაინული გამოცემის წყაროს თანახმად, სააკაშვილის შემდეგ ამ
You must have Flash Player installed in order to see this player.
თანამდებობაზე განიხილება როგორც ცნობილი, ასევე არც თუ ისე
აქტუალური პოლიტიკოსები.

თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილმა უარყო. ოდესის გუბერნატორის მტკიცებით, ეს მისი არაკეთილმოსურნეების მიერ გავრცელებული ჭორია.

„სააკაშვილის საგზაო ნიშნები“

პრეზიდენტის შესაძლო გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს ექსპრეზიდენტი არ წყვეტს პოლიტიკურ აქტიურობას. ის აგრძელებს შეხვედრებს მოსახლეობასთან და აცნობს "ანტიკორუფციულ" პროგრამას.

ერთ-ერთი ასეთი მსვლელობისას, სააკაშვილმა შეცდომით გაანადგურებინა ამკრძალავი საგზაო ნიშანი, რომელიც სატვირთო ავტომობილებს დასახლებულ პუნქტში შესვლას და გადაადგილებას უკრძალავდა.

ვანდალური ფაქტი კი სააკაშვილმა შემდეგნაირად ახსნა - მისი თქმით, სატვირთო ავტომობილების მძღოლებს მიეცათ პორტში უფასოდ შესვლის საშუალება, ხოლო სოფლის მოსახლეობამ საკუთარ თავზე გამოსცადა "ანტიკორუფციული" პროგრამის შედეგი.

წყარო1, წყარო2

მოამზადა ეკა გადახაბაძემ
barqaia
18 მარტი 2016 18:14
სულაც არ მინდა, რომ ავმიშა გამოაგდონ.
ისევ საქართველოში მოინდომებს არევ-დარევის გზით გაფარაონებას და იმიტომ!
მითუმეტეს, რომ რაღაც ნაწილი ისევ მისი ჰიპნოზის ქვეშაა და ვერ გამოდის ჰიპნოზიდან.
მაგალითად ალეკო.:)))
ავთო
18 მარტი 2016 02:30
ხელი არა ფეხი მოაწერა რა ჭორებს ავრცელებთ? ეს ამათ უნდათ, რომ მიშა ჩაფლავდეს, მაგრამ ამათ გულგასახეთქად მიშას რეიტინგი და პოპულარობა საათობრივად იზრდება, ამის გამო ესენი გაბანძებულად თვლიან საკუთარ თავს.
სხვა სიახლეები
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკზე" გამოეხმაურა.
დაწვრილებით...
"როდესაც ქვეყანას აქვს უცხოური ვალუტის სერიოზული დეფიციტი, პრობლემების დროებით გადაგორების თვალსაზრისით, ხელისუფლებას ოპერატიულად სჭირდება ქეში, თუმცა რამდენად მოკლე ვადებში განთავსდება აქციები ბირჟაზე, არ ვიცი. მაგრამ 25%-მდე აქციების გაყიდვა პრობლემად არ მიმაჩნია"
დაწვრილებით...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. ჯერჯერობით პარტიის წევრებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
დაწვრილებით...
მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა და ოპოზიციურ ფლანგზე გააქტიურდა, უკვე ტრადიციულ სახეს იღებს მისი ჟურნალისტებთან დაპირისპირება.
დაწვრილებით...
"მას შემდეგ, რაც "რუსთავი 2" აღარ იქნება სააკაშვილის ხელში, საქართველოში მისი ამბავი დასრულდება"

"სააკაშვილი დაიბარეს პოროშენკოსთან და დაემუქრნენ, რომ თუ არ შეწყვეტდა დამოუკიდებელ თამაშს, გაუშვებდნენ მოლდოვაში ელჩად"
დაწვრილებით...
"კომბლე" იქნება, "ნაცარქექია" თუ "რწყილი და ჭიანჭველა", განვითარება აუცილებელია"

"...ამ პრინციპით მინისტრებიც შემიძლია გამოცდებზე ჩავჭრა"
დაწვრილებით...
"კირვალიძის სინდრომი" "ქართული ოცნების" ავადმყოფობად იქცა"
დაწვრილებით...
"კომბლე" იქნება, "ნაცარქექია" თუ "რწყილი და ჭიანჭველა", განვითარება აუცილებელია"

"რასაც ცხოვრებაში მოგთხოვენ, ის უნდა მოგცეს სკოლამ და რასაც არ მოგთხოვენ, ის არ გჭირდება"

დაწვრილებით...
"აფხაზ და რუს ოფიცრებს გაუჩნდათ განცდა, რომ მათი თავნებობა დაუსჯელი დარჩება, რაც გიგა ოთხოზორიას მკვლელობამაც დაადასტურა"
დაწვრილებით...
"ამბობენ, რომ ოჩამჩირესა და ტყვარჩელში გადაგვასახლებენ" - რას უქადის ქართველებს გალის სამხედრო ქალაქად ქცევა?!

"აფხაზეთს ქურდები მართავენ. მათ შორის, ძალიან დიდი გავლენით სარგებლობენ, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდებიც, რომლებსაც ძალიან დიდ ანგარიშს უწევენ ჩვენი პოლიტიკოსები... ყველგან ქაოსია"
დაწვრილებით...
ქირავდება დღიურად ბინა საბურთალოზე, საუკეთესო
ქირავდება კომერციული ფართები 55კვ.მ-დან ყაზბეგის
იყიდება ორ ოთახიანი ბინა ბაგების
60 კვ.მ ბინა 5 კვ.მ
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები