"თუ მოსახლეობაში იქნება კონსენსუსი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ, კონსტიტუციაში რაც უნდა ეწეროს, აზრს დაკარგავს"
"თუ მოსახლეობაში იქნება კონსენსუსი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ, კონსტიტუციაში რაც უნდა ეწეროს, აზრს დაკარგავს"
15-03-2016
"რომ იცოდეთ ქორწინება რა მოსაწყენია, ერთი სქესის ადამიანები კი არა, ქალები და კაცებიც აღარ დაქორწინდებოდნენ"

"მას შემდეგ, რაც წამოიჭრა ინიციატივა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ, სწორად მიმაჩნია, რომ კონსტიტუციაში იყოს გაწერილი ქორწინება , როგორც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა"

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადების შემდეგ, რომ კოალიცია მხარს დაუჭერდა კონსტიტუციაში შესწორების შეტანას, რომლის მიხედვითაც ქორწინება, როგორც ქალისა და კაცის ერთობა, ისე განიმარტებოდა, საკნონდებლო ინიციატივა უკვე მომზადდა. მართალია "რესპუბლიკური პარტია" ამ ცვლილებების მოხმრე არ არის, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმ 80 დეპუტატისთვის, რომლებმაც ამ საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართეს. ვინაიდან, დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობიდან გამომდინარე, რთული წარმოსადგენია ამ საკანონმდებლო ცვლილებას საკონსტიტუციო უმრავლესობამ დაუჭიროს მხარი, ამ საკითხის გატანის შანსი თითქმის არ არსებობს. ამიტომაც, გამოითქვა ვერსიები, რომ ეს განცხადება მხოლოდ პოპულიზმზეა გათვლილი, თუმცა, სხვების თქმით, საკითხის დასმა სრულიად ლეგალურია...

ქორწინების საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში ინიცირების ავტორთა შორის "თავისუფალი დემოკრატების" წევრებიც არიან. ხოლო ავტორი ფრაქციები - "ქართული ოცნება", "ქართული ოცნება - კონსერვატორები", "ქართული ოცნება - მრეწველები", და "ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმია".

პროექტის თანახმად, კონსტიტუციაში გაიწერება, რომ ოჯახის შექმნის მიზნით ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია. კერძოდ, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტი შემდეგნაირად ჩამოყალიბდება: ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება. რას ფიქრობენ ამ ინიციატივაზე საზოგადოების წარმომადგენლები?

არჩილ გამზარდია, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი:
- ამგვარი ცვლილების აუცილებლობას ვერ ვხედავ, რადგან ჩვენი კანონმდებლობით ეს ისედაც ცხადია. ვფიქრობ, ეს თემა აქამდეც გარკვეულმა ჯგუფებმა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს და არ არის გამორიცხული დღესაც ამასთან გვქონდეს საქმე.

შალვა რამიშვილი, ჟურნალისტი:
- ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთია, კონსტიტუციაში იქნება თუ არა ეს ჩანაწერი. არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც ქორწინება არის ქალისა და კაცის ერთობა და ამის შეცვლას პარლამენტში ხმათა უმრავლესობა სჭირდება, კონსტიტუციის შეცვლას კი - ორი მესამედი. ოდესმე საქართველოში, ათწლეულების ან ასწლეულების შემდეგ, დადგება დრო, როდესაც ერთსქესიანთა ქორწინების მიმართ დამოკიდებულება უფრო ლმობიერი იქნება, ხალხი ამას დაეთანხმება. რის შემდეგაც პარლამენტი კანონის შეცვლაზე დაიწყებს მუშაობას და შეცვლიან კონსტიტუციასაც. რადგან იქამდე შორია, მიმაჩნია, რომ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა, ამით არაფერი ფუჭდება. კონსტიტუციაში ჩაწერით ვითომ უფრო ამყარებენ იმას, რომ არ დაიშვას ერთსქესიანთა ქორწინება, მაგრამ ამის შესაძლებლობას ამ ეტაპზე ისედაც ვერ ვხედავ. ჩვენში საზოგადოებრივი აზრი არ არის მზად ამისთვის, წარმოდგენა არ მაქვს ჩვენი საზოგადოება ამისთვის მზად როდის იქნება.

ია ანთაძე, მედიაექსპერტი:
- თუ მოსახლეობაში იქნება კონსესუსი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ, კონსტიტუციაში რაც უნდა ეწეროს, აზრს დაკარგავს, რადგან მაინც ისეთი ცვლილება მოხდება, რომელიც ერთი სქესის მქონე ადამიანებს საშუალებას მისცემს გააფორმონ ქორწინება. ახლა კი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა ჩანაწერი იქნება კონსტიტუციაში, რადგან ჯერჯერობით მოსახლეობა ამისთვის მზად არ არის.

დავით ქაცარავა, მსახიობი:
- მას შემდეგ, რაც წამოიჭრა ინიციატივა ერთსქესიანთა
ქორწინების დაკანონების შესახებ, სწორად მიმაჩნია, რომ კონსტიტუციაში იყოს გაწერილი ქორწინება , როგორც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა. ვფიქრობ, რომ ეს კარგი ინიციატივაა და უნდა მიიღონ ეს კანონი!

ნინა წკრიალაშვილი, მომღერალი:
- თქვენ რომ იცოდეთ ქორწინება რა მოსაწყენია და როგორ აფუჭებს ეს შტამპი ქალისა და კაცის ურთიერთობას, ერთი სქესის ადამიანები კი არა, ქალები და კაცებიც აღარ დაქორწინდებოდნენ. ჩემი აზრით, საერთოდ არ არის ეს კანონი საჭირო, ვისაც როგორ გაუხარდება, ისე უნდა მოიქცეს, თუმცა არც იმას ვფიქრობ სწორად, რომ ერთსქესიანთა ქორწინება აკრძალული იყოს, რადგან აკრძალული ხილი უფრო ტკბილი და სასურველია.

ლალი პაპასკირი
ეკა გადახაბაძე

(სპეციალურად საიტისთვის)
mzia
06 აპრილი 2016 09:23
რogor dagvjalet rogor sheidzleba am uazro ambavze amdeni laparaki es xom saqartveloa da ufleba aravis aqvs misi wabilwvis
მზია12345
29 მარტი 2016 15:11
ვეთანხმები ქაცარავას,მაგრამ ასეთები იბადებიან და იბადებოდნენ,ჩვენ კანონი არ უნდა მივიღოთ
სხვა სიახლეები
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოს რეგიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
დაწვრილებით...
რუსეთის სახელმწიფო დუმა მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, აკრძალოს საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის „ბორჯომის“ იმპორტი
დაწვრილებით...
ბუნებრივია შეშფოთებული ინტერესი(!) იმ ცვლილების მიმართ, რაც თურქეთში უკვე ხდება და, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში კვლავაც განხორციელდება.
დაწვრილებით...
მოგეხსენებათ, "რესპუბლიკელი" მინისტრებიდან ორმა - პაატა ზაქარეიშვილმა და თინა ხიდაშელმა თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს, ხოლო გიგლა აგულაშვილმა "რესპუბლიკური პარტია" დატოვა, თანამდებობა კი შეინარჩუნა.
დაწვრილებით...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი განცხადებას ავრცელებს და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
დაწვრილებით...
გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერობის პირველივე დღეებში განაცხადა, რომ ონლაინკაზინოების თაობაზე ხელისუფლება გადაწყვეტილებას მიიღებდა, თუმცა დღემდე ეს საკითხი ღიად რჩება.
დაწვრილებით...
"შემოთვაზება პრემიერისგან მივიღე"

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
დაწვრილებით...
"სომხები აფხაზეთში თავიანთი ავტონო­მიის შექმნას ითხოვენ", - ამბობს "ტყის ძმების" ყოფილი მეთაური დათო შენგელია.­
დაწვრილებით...
"წინასაარჩევნოდ მეც წამომიყენეს პირობა - რესპუბლიკური პარტიის დატოვება და "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობა!"

"ჩემთვის გაუგებარი­ იყო, რესპუბლიკელები, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ პრინციპების ერთგული, რატომ უნდა დამეტოვებინა? ცუდ საქმეს აკეთებენ და შეიცვალნენ? ვიღაც­ები ამბობენ, ხალხს რესპუბლიკელები არ მოსწონს, უსუფაშვილი მოსწონთო. ყველას, ვინც ასე ფიქრობს, კიდევ ერთხელ ვეტყვი­ - ციდან არ ჩამოვვარდნილვარ, მშობლებმა მშობეს, როგორც ადამიანი, რესპუბლიკურმა პარტიამ კი საზოგადოებრივ ფიგურად და პოლიტიკოსად მაქცი"
დაწვრილებით...
"ქართულ ოცნებაში" გაცილებით ნაყოფიერი და პირნათელი შემიძლია ვიყო ერისა და ბერის წინაშე"
დაწვრილებით...
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
იყიდება კეთილმოწყობილი, კაპიტალური ორ სართულიანი
იყიდება სასწრაფოდ და
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები