"პუტინს ახლა უფრო მეტი შესაძლებელობა ექნება პოსტსაბჭოთა სივრცეში გაშალოს ფრთები" - რატომ გამოჰყავს რუსეთს სირიიდან სამხედრო ძალები?!
"პუტინს ახლა უფრო მეტი შესაძლებელობა ექნება პოსტსაბჭოთა სივრცეში გაშალოს ფრთები" - რატომ გამოჰყავს რუსეთს სირიიდან სამხედრო ძალები?!
16-03-2016
"პუტინის ამბიციები რეგიონალურ ჰეგემონიაზე, იმაზე ბევრად გადაჭარბებული აღმოჩნდა, ვიდრე ის რეალობა, რომელშიც ახლა რუსეთი იმყოფება..."

რუსეთმა სირიიდან სამხედრო აღჭურვილობის გატანა დაიწყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეიარაღებულ ძალებს შესაბამისი დავალება მისცა.

პუტინის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ძალებმა, მთლიანობაში, შეასრულეს სირიაში დასახული ამოცანები. რუსეთის პირველი პირის თქმით, ის იმედოვნებს, რომ რუსი სამხედროების გასვლა ხელს შეუწყობს კონფლიქტის პოლიტიკურად მოგვარებას. რუსეთს სირიაში, 70-მდე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჰყავდა ჩაყვანილი, ასევე მცირე ზომის სახმელეთო შენაერთი მათ დასაცავად. სირიაში ასევე არიან რუსი ინსტრუქტორები და სირიელ სამხედროებთან ერთად მებრძოლი სპეცდანიშნულების რაზმები. პუტინის განმარტებით, რუსი სამხედროები დარჩებიან ხმელთაშუა ზღვისპირა სამხედრო ბაზაზე თართუზში და საჰაერო ბაზაზე ლატაკიის პროვინციაში, საიდანაც რუსეთი ახორციელებდა ავიაიერიშების უმრავლესობას...

ექსპერტები ეჭვით უყურებენ პუტინის გადაწყვეტილებას.

ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი:
- რუსეთის ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება, ბევრისთვის მოულოდნელი იყო, მათ შორის, შესაძლოა ამერიკისთვიაც, რადგან თავიდანვე არსებობდა ვარაუდი, რომ რუსეთის უფრო გააფართოებდა თავის სამოქმედო არეალს და სამხედრო ბაზებს, ეს ეხება, როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო ბაზებს. ჯერ ზუსტი ციფრი არც არის ნათქვამი, რამდენ თვითმფრინავს აბრუნებს რუსეთი სირიიდან, იქ ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 70 ერთეულამდე მფრინავი და შვეულმფრენი იყო.

რუსეთის მხარე იმასაც აცხადებს, რომ სირიაში მისი ორივე ბაზა დარჩება. რაც შეეხება, იმას, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, ეს ერთი მხრივ ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უკავშირდებოდეს, სადაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. აქ, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება "ისლამური სახელმწიფო" და ორი ტეროტირისტული დაჯგუფება. არსებობს კიდევ ვერისია რომლის მიხდევითაც, რუსეთს სირიაში ყოველი დღე ძალიან ძვირი, რამდენიმე მილიონი დოლარი უჯდებოდა, რაც რუსეთის ეკონომიკაზე საკმაოდ მძიმად აისახა. ახლა რუსეთის ბიუჯეტის, მათ შორის, სამხედრო ხარჯების შემცირება მიმდინარეობს და შესაძლოა, ეს გადაწყველიტება ამითაცაა გამოწვეული...

გასული წლის სექტემბერში, როდესაც რუსეთმა ბევრისთვის მოულოდელონად გადაისროლა თავისი საჰაერო ძალები სირიაში, ბევრს გაუჩნდა მოლოდინი, რომ ის ისევე ღრმად ჩაერთვებოდა პროცესებში, როგოროც თავის დროზე ავღანეთში გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს რუსეთს ბევრ დამატებით პრობლემას გაუჩენდა. როგორც ვნახეთ, მხოლოდ საჰაერო ოპერაციებს დასჯერდა და სახმელეთო მოქმედებში ღრმად არ შეტოპა. თუმცა რუსი ინსტრუქტორები და არა მხოლოდ ისინი, სახმელეთო მოქმედებებშიც იყვნენ ჩართულნი... ამ გადასახედიდან, შეიძლება ითქვას, რომ ის თავის დროზე, ამ ქმედებით, ვგულისხმობ, სირიაში თავისი ძალების გადასროლას, ბევრი რამ მოიგო, - უკრაინის აღმოსავლეთში შეჭრისა და იქ ადგილობრივი სეპარატისტების დახმარების გამო, დასავლეთსა და ამერიკასთან ურთიერთობები ძალზე გაციებული იყო, მაგრამ სირიაში განხორციელებული ქმედების გამო პუტინმა მსოფლიოს აჩვენა, რომ ანგარიშგასაწეევი ძალა და ამერიკაც და ევროპაც აიძულა, მასთან დიპლომატიური კონტაქტები განეახლებინა.

კორნელი კაკაჩია, პოლიტოლოგი:

- ცხადია, ეს იმიტომ არ მომხდარა, რომ რუსეთი ერთბაშად კეთილშობილი გახდა და ეს გადაწყვეტილება მიიღო, უბრალოდ, მას ძალიან დიდი ფინანსებად უჯდებოდა იქ ყოფნა. ამას ემატებოდა საერთაშოროს საზოგადოების მიერ დაწესებული ფინანსური სანქციები, რაც ძალიან მძიმედ აისახა რუსეთის
You must have Flash Player installed in order to see this player.
ეკონომიკაზე და მთლიანობაში საკმაოდ მძიმე სოციალური ფონი შეიქმნა. ამის გამო, ის ხარჯები, რაც მათ საჰაერო ძალების იქ ყოფნით ჰქონდა, ძალზედ აზარალებდა. პუტინის ამბიციები, რეგიონალურ ჰეგემონიაზე, იმაზე ბევრად გადაჭარბებული აღმოჩნდა, ვიდრე ის რეალობა, რომელშიც ახლა რუსეთი იმყოფება...

გარდა ამისა, ისინიც მიხვდნენ, რომ ამერიკისგან განსხვავებით, რუსული ძალების გარკვეული ნაწილს მუსლიმანური სამყარო დაუპირისპირდა, რის გამოც შესაძლოა, კიდევ უფრო დაძაბვოდათ ურთიერთობა სხვა მუსლიმურ ქვეყნებთან, თუნდაც, საუდის არაბეთთან და აშ. საიდანაც სრულებით შესაძლებელი იყო რუსეთის შემადგენლობაში მყოფი სეპარატისტული ძალები დაეფინანსებინათან...

ამიტომ ჩათვალეს, რომ ასადის ხელისუფლების გაძლიერებაზე მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ, თუმცა, ამასთანავე, რუსეთმა ამ ქმედებით თურქეთსა და განსაკუთრებით დასავლეთს დაანახა, რომ მას ანგარიში უნდა გაუწიონ. ასევე ისიც დაანახა, რომ მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სფეროში პოსტაბჭოთა ქვეყნებია და არა ახლო აღმოსავლეთი, თუმცა ხელი იქაც მიუწვდება. დასავლეთი ცდილობს წარმოაჩინიოს, რომ რუსეთის ჰეგემონიიის ამბიცია და პოტენციალი რეგიონალურ საზღვრებს არ უნდა სცდებოდეს, თუმცა, სირიაში განოხრციელებული ოპერაციებით, რუსეთმა აჩვენა, რომ მას მხოლოდ უკრაინაში კი არა, სხვაგანც შეუძლია პრობლემების შექმნა. ამით დასავლეთს ისიც აჩვენა, რომ მას ანგარიში უნდა გაუწიონ, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში მოქმდებებისას.

- არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ახლა რუსეთის შეტევას უკვე სხვა მიმართულებით უნდა ველოდოთ?
- რა თქმა უნდა, არსებობს, რადგან ახლა მისი ყურადღება მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში გადმოდის, რაც კარგი გზავნილი სულაც არ არის, განსაკუთრებით, საქართველოსა და უკრაინისთვის. კრემლის პოლიტიკის პროგნოზი თითქმის შეუძლებელია, მაგრამ პუტინს ახლა უფრო მეტი შესაძლებელობა აქვს პოსტსაბჭოთა სივრცეში გაშალოს ფრთები, აქამდე სირიის კრიზისი მეტ-ნაკლებად ხელ-ფეხს უბორკავდა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)
მასწავლე*
19 მარტი 2016 19:06
რუსეთი საქართველოს ტერიტორიის 20%ის ოკუპანტია,რომელიც საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე 3დამოუკიდებელ ქვეყანას აღიარებს როგორც ყველგან და ყოველთვის რუსეთს სჭირდება საკუთარი მოქმედებების გამართლება მაგ:ყირიმის მიერთების შემთხვევში რუსეთი აპელირებს ე.წ.ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმით,2008წლის საქართველოს მიმართ განხორციებული აგრესია და ჩვენ ტერიტორიაზე შემოჭრის მიზეზად საქართველოს სამხედროების მიერ რუსულ სამშვიდობო კონტიგენტზე თავდასხმა დაასახელა,სამხედრო ოპერაციას-კი ,,საქართველოს მშვიდობის იძულება დაარქვა,,სწორედ აქედან გამომდინარეობს რუსული პროპაგანდისტული მანქანის გააქტიურება საქართველოში,რომ როგორმე ქართველების უმრავლესობას შეაჯავრონ ევროპა,აშშ,უარი ათქმევინონ ევროატლანტიკურ მომავალზე რის შემდეგაც მოახდენენ საქართველოს მთლიან ოკუპაციას,დააბრუნებენ ჩვენ სამშობლოს რუსულ ორბიტაზე და მომკითხავიც,მომდავებელიც არვინ ეყოლებათ,თუ(ღმერთმა დაიფაროს)ქართველების უმრავლესობის გადაწყვეტილება უარი იქნება ევროატლანტიკურ მომავალზე*
nino
19 მარტი 2016 13:24
რა გვეშველება.დალიან მძულს და მეშინია პუტინის.საქართველოს საუბედუროდ არის გაჩენილი ეგ ურჩხული.გმერთმა დაიფაროს ტანჯული ჩვენი ქვეყანა.
სხვა სიახლეები
"მიუხედავად მცდელობისა, ვერავინ შეძლებს ხელი შეგვიშალოს ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში"
დაწვრილებით...
"არ ვემიჯნები არც "ცხრა წელს" და არც მიხეილ სააკაშვილის დამსახურებას საქართველოს ისტორიაში, მაგრამ არის ახალი რეალობა და ამ ახალ რეალობას სჭირდება ახალი პასუხი"
დაწვრილებით...
"ნუგზარი, აკო და ჩიორა რომ ახალაიას გუნდს წარმოადგენენ, ახალი ამბავი არ არის, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ახალაიას პოზიციაც მახსოვს და მისი გუნდის მხარდაჭერაც, ახალაიას ადვოკატის განცხადებებს რომ არ გაემიჯნენ და მას მერეც რომ განაგრძობს კამპანიას - ესეც ცხადია, გიგას, გიგის, კეზერას და ვანოს საწინააღმდეგო მესიჯებიც რომ ამ გუნდის მხარდამჭერებისგან მოდის,  ესეც ნათელია"
დაწვრილებით...
ოთარ კახიძე: "სააკაშვილს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის უფლება არა აქვს. ამიტომ ჩვენი პოზიცია იყო,
პარტიის თავმჯდომარის ადგილი დავით ბაქრაძეს დაეკავებინა"
დაწვრილებით...
PRIME
რამდენად დროულად და სწრაფად მიიღებს საქართველო ევროპაში უვიზო­ მიმოსვლის უფლებას და რა ობიექტური გარემოებებით არის განპირობებული ამ პროცესის გაჭიანურება?
დაწვრილებით...
PRIME
ყრილობა ორი ათასის ნაცვლად, შვიდი ათასი დელეგატის ჩართულობით ჩატარდება, ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი კი დღის წესრიგიდან მოიხსნა - ასეთია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც პარტიის ორ ფლანგს შორის დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
დაწვრილებით...
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკზე" გამოეხმაურა.
დაწვრილებით...
"როდესაც ქვეყანას აქვს უცხოური ვალუტის სერიოზული დეფიციტი, პრობლემების დროებით გადაგორების თვალსაზრისით, ხელისუფლებას ოპერატიულად სჭირდება ქეში, თუმცა რამდენად მოკლე ვადებში განთავსდება აქციები ბირჟაზე, არ ვიცი. მაგრამ 25%-მდე აქციების გაყიდვა პრობლემად არ მიმაჩნია"
დაწვრილებით...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. ჯერჯერობით პარტიის წევრებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
დაწვრილებით...
ქირავდება დღიურად კორპუსის იზოლირებული ბინა
იყიდება 90 კვ.მ. სამ ოთახიანი
სასწრაფოდ! იყიდება მიწის ნაკვეთი, კომუნიკაციები
ქირავდება მეტრო სამედიცინოსთან! პეკინისა და
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები