"პუტინს ახლა უფრო მეტი შესაძლებელობა ექნება პოსტსაბჭოთა სივრცეში გაშალოს ფრთები" - რატომ გამოჰყავს რუსეთს სირიიდან სამხედრო ძალები?! - კვირის პალიტრა

"პუტინს ახლა უფრო მეტი შესაძლებელობა ექნება პოსტსაბჭოთა სივრცეში გაშალოს ფრთები" - რატომ გამოჰყავს რუსეთს სირიიდან სამხედრო ძალები?!

"პუტინის ამბიციები რეგიონალურ ჰეგემონიაზე, იმაზე ბევრად გადაჭარბებული აღმოჩნდა, ვიდრე ის რეალობა, რომელშიც ახლა რუსეთი იმყოფება..."

რუსეთმა სირიიდან სამხედრო აღჭურვილობის გატანა დაიწყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეიარაღებულ ძალებს შესაბამისი დავალება მისცა.

პუტინის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ძალებმა, მთლიანობაში, შეასრულეს სირიაში დასახული ამოცანები. რუსეთის პირველი პირის თქმით, ის იმედოვნებს, რომ რუსი სამხედროების გასვლა ხელს შეუწყობს კონფლიქტის პოლიტიკურად მოგვარებას. რუსეთს სირიაში, 70-მდე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჰყავდა ჩაყვანილი, ასევე მცირე ზომის სახმელეთო შენაერთი მათ დასაცავად. სირიაში ასევე არიან რუსი ინსტრუქტორები და სირიელ სამხედროებთან ერთად მებრძოლი სპეცდანიშნულების რაზმები. პუტინის განმარტებით, რუსი სამხედროები დარჩებიან ხმელთაშუა ზღვისპირა სამხედრო ბაზაზე თართუზში და საჰაერო ბაზაზე ლატაკიის პროვინციაში, საიდანაც რუსეთი ახორციელებდა ავიაიერიშების უმრავლესობას...

ექსპერტები ეჭვით უყურებენ პუტინის გადაწყვეტილებას.

ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი:

- რუსეთის ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება, ბევრისთვის მოულოდნელი იყო, მათ შორის, შესაძლოა ამერიკისთვიაც, რადგან თავიდანვე არსებობდა ვარაუდი, რომ რუსეთის უფრო გააფართოებდა თავის სამოქმედო არეალს და სამხედრო ბაზებს, ეს ეხება, როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო ბაზებს. ჯერ ზუსტი ციფრი არც არის ნათქვამი, რამდენ თვითმფრინავს აბრუნებს რუსეთი სირიიდან, იქ ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 70 ერთეულამდე მფრინავი და შვეულმფრენი იყო.

რუსეთის მხარე იმასაც აცხადებს, რომ სირიაში მისი ორივე ბაზა დარჩება. რაც შეეხება, იმას, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, ეს ერთი მხრივ ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უკავშირდებოდეს, სადაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. აქ, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება "ისლამური სახელმწიფო" და ორი ტეროტირისტული დაჯგუფება. არსებობს კიდევ ვერისია რომლის მიხდევითაც, რუსეთს სირიაში ყოველი დღე ძალიან ძვირი, რამდენიმე მილიონი დოლარი უჯდებოდა, რაც რუსეთის ეკონომიკაზე საკმაოდ მძიმად აისახა. ახლა რუსეთის ბიუჯეტის, მათ შორის, სამხედრო ხარჯების შემცირება მიმდინარეობს და შესაძლოა, ეს გადაწყველიტება ამითაცაა გამოწვეული...

გასული წლის სექტემბერში, როდესაც რუსეთმა ბევრისთვის მოულოდელონად გადაისროლა თავისი საჰაერო ძალები სირიაში, ბევრს გაუჩნდა მოლოდინი, რომ ის ისევე ღრმად ჩაერთვებოდა პროცესებში, როგოროც თავის დროზე ავღანეთში გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს რუსეთს ბევრ დამატებით პრობლემას გაუჩენდა. როგორც ვნახეთ, მხოლოდ საჰაერო ოპერაციებს დასჯერდა და სახმელეთო მოქმედებში ღრმად არ შეტოპა. თუმცა რუსი ინსტრუქტორები და არა მხოლოდ ისინი, სახმელეთო მოქმედებებშიც იყვნენ ჩართულნი... ამ გადასახედიდან, შეიძლება ითქვას, რომ ის თავის დროზე, ამ ქმედებით, ვგულისხმობ, სირიაში თავისი ძალების გადასროლას, ბევრი რამ მოიგო, - უკრაინის აღმოსავლეთში შეჭრისა და იქ ადგილობრივი სეპარატისტების დახმარების გამო, დასავლეთსა და ამერიკასთან ურთიერთობები ძალზე გაციებული იყო, მაგრამ სირიაში განხორციელებული ქმედების გამო პუტინმა მსოფლიოს აჩვენა, რომ ანგარიშგასაწეევი ძალა და ამერიკაც და ევროპაც აიძულა, მასთან დიპლომატიური კონტაქტები განეახლებინა.

კორნელი კაკაჩია, პოლიტოლოგი:

- ცხადია, ეს იმიტომ არ მომხდარა, რომ რუსეთი ერთბაშად კეთილშობილი გახდა და ეს გადაწყვეტილება მიიღო, უბრალოდ, მას ძალიან დიდი ფინანსებად უჯდებოდა იქ ყოფნა. ამას ემატებოდა საერთაშოროს საზოგადოების მიერ დაწესებული ფინანსური სანქციები, რაც ძალიან მძიმედ აისახა რუსეთის ეკონომიკაზე და მთლიანობაში საკმაოდ მძიმე სოციალური ფონი შეიქმნა. ამის გამო, ის ხარჯები, რაც მათ საჰაერო ძალების იქ ყოფნით ჰქონდა, ძალზედ აზარალებდა. პუტინის ამბიციები, რეგიონალურ ჰეგემონიაზე, იმაზე ბევრად გადაჭარბებული აღმოჩნდა, ვიდრე ის რეალობა, რომელშიც ახლა რუსეთი იმყოფება...

გარდა ამისა, ისინიც მიხვდნენ, რომ ამერიკისგან განსხვავებით, რუსული ძალების გარკვეული ნაწილს მუსლიმანური სამყარო დაუპირისპირდა, რის გამოც შესაძლოა, კიდევ უფრო დაძაბვოდათ ურთიერთობა სხვა მუსლიმურ ქვეყნებთან, თუნდაც, საუდის არაბეთთან და აშ. საიდანაც სრულებით შესაძლებელი იყო რუსეთის შემადგენლობაში მყოფი სეპარატისტული ძალები დაეფინანსებინათან...

ამიტომ ჩათვალეს, რომ ასადის ხელისუფლების გაძლიერებაზე მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ, თუმცა, ამასთანავე, რუსეთმა ამ ქმედებით თურქეთსა და განსაკუთრებით დასავლეთს დაანახა, რომ მას ანგარიში უნდა გაუწიონ. ასევე ისიც დაანახა, რომ მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სფეროში პოსტაბჭოთა ქვეყნებია და არა ახლო აღმოსავლეთი, თუმცა ხელი იქაც მიუწვდება. დასავლეთი ცდილობს წარმოაჩინიოს, რომ რუსეთის ჰეგემონიიის ამბიცია და პოტენციალი რეგიონალურ საზღვრებს არ უნდა სცდებოდეს, თუმცა, სირიაში განოხრციელებული ოპერაციებით, რუსეთმა აჩვენა, რომ მას მხოლოდ უკრაინაში კი არა, სხვაგანც შეუძლია პრობლემების შექმნა. ამით დასავლეთს ისიც აჩვენა, რომ მას ანგარიში უნდა გაუწიონ, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში მოქმდებებისას.

- არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ახლა რუსეთის შეტევას უკვე სხვა მიმართულებით უნდა ველოდოთ?

- რა თქმა უნდა, არსებობს, რადგან ახლა მისი ყურადღება მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში გადმოდის, რაც კარგი გზავნილი სულაც არ არის, განსაკუთრებით, საქართველოსა და უკრაინისთვის. კრემლის პოლიტიკის პროგნოზი თითქმის შეუძლებელია, მაგრამ პუტინს ახლა უფრო მეტი შესაძლებელობა აქვს პოსტსაბჭოთა სივრცეში გაშალოს ფრთები, აქამდე სირიის კრიზისი მეტ-ნაკლებად ხელ-ფეხს უბორკავდა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)