"ესენი კა-გე-ბეს ჰყავდა გამოჭერილი" - ლანძღვა-გინება და ჭიქების სროლა პირდაპირ ეთერში - კვირის პალიტრა

"ესენი კა-გე-ბეს ჰყავდა გამოჭერილი" - ლანძღვა-გინება და ჭიქების სროლა პირდაპირ ეთერში

ტელეკომპანია "TV პირველის" ეთერში სახალხო კრების წევრი ირაკლი ბათიაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბადრი შუბლაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ბადრი შუბლაძემ ირაკლი ბათიაშვილს "კაგებეს" თანამშრომელი უწოდა და აღნიშნა, რომ ნანობს, როცა მას არჩევნებში ხმა მისცა.

საპასუხოდ ირაკლი ბათიაშვილმა შუბლაძეს უზრდელი უწოდა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ბათიაშვილმა შუბლაძეს წყლიანი ჭიქა ესროლა, რასაც შუბლაძემ ჭიქის სროლითვე უპასუხა.

"ბატონი ირაკლი ჩემს უბანში იყრიდა კენჭს ორჯერ და ორივეჯერ მისთვის მაქვს ხმა მიცემული, მაგრამ ახლა ვნანობ და გეტყვით რატომაც.. ყველანი ესენი "კაგებეს" ჰყავდა გამოჭერილი", - განაცხადა შუბლაძემ.

"ამხელა კაცი სისულელეს ლაპარაკობთ, ვისთან ვთანამშრომლობდი? თქვენ ხართ უზრდელი, თავხედი კაცი" - გამოეპასუხა ბათირაშვილი შუბლაძეს.

დაპირისპირების შემდეგ ეთერში რეკლამა გამოცხადდა, რის შემდეგაც დაპირისპირებულებმა ტელეკომპანია დატოვეს.

ვიდეო