"სააკაშვილის მიზანია, პრემიერის თანამდებობიდან გაქურდოს უკრაინა"
"სააკაშვილის მიზანია, პრემიერის თანამდებობიდან გაქურდოს უკრაინა"
21-03-2016
"სააკაშვილს უკრაინა და უკრაინელი ხალხის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა კი არ ანაღვლებს, საქართველოში რევანში სწყურია. ის საქართველოში დაბრუნებასა და იმ ადამიანებზე შურისძიებაზე ოცნებობს, რომლებმაც გამოაგდეს"

არის თუ არა უკრაინაში პოლიტიკური კრიზისი და რას ამბობენ რადას წევრები საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, "კვირის პალიტრასთან" "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" დეპუტატი დმიტრი გოლუბოვი საუბრობს:

- მართალია, არსენ იაცენიუკმა გადადგომის სანაცვლოდ რამდ­ენიმე პირ­ო­ბის შესრულება მოითხოვა, თუმცა ის ჯერჯერობით უკრაინის პრემიერად რჩება. თუ გადადგომა მაინც გადაწყვიტა, რიგ­გარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა აუცილებელი გახდება.

- რა როლს ასრულებენ პოლიტიკურ პროცესებში ე.წ. ქართველი "რეფორმატორები"?

- დღეს უკრაინაში პოლიტიკური კრიზისია. მოსახლეობის ეკონომიკ­ური მდგომარეობაც რთულია - ელექტროენერგიასა­ და პროდუქტებზე ფასები გაიზარდა, ეროვნული ვალუტა უფასურდება, რის გამოც ცხოვრება ყოველდღიურად უარესდება. ბუნებრივია, ხელისუფლების რეიტინგიც იკლებს, თუმცა
სააკაშვილს უკრაინელი ხალხის ბედი ნაკლებად აღელვებს, მისი აუხდენელი ოცნებაა რიგგარეშე არჩევნები და უკრაინის პრემიერობა.­

- მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ცალკე­ პარტიას ქმნის, თუ უკრაინის პრეზიდენტის პარტიაში ოფიციალურად გაწევრდება?
- როგორც ვიცი, ცალკე პარტიაზეა საუბარი. მას რეალურად აქვს უკრაინის არჩევნებში მონაწილეობის შანსი, საზოგადოება დაიღალა პრობლემებით, მაგრამ სააკაშვილის რეფორმატორობისა პოლიტიკურ სპექტრს ნაკლებად სწამს. კარგად ვიცით, სააკაშვილი როგორ აწამებდა და ხოცავდა ადამიანებს საქართველოში, დიდი ალბათობით, ანალოგიური პოლიტიკის გამტარებელი იქნება უკრაინაშიც. უკრაინაში მას ნაკლებად იცნობენ, თუმცა­ ოდესის ოლქში უკვე კარგად გაიცნეს.
ოდესაში, სადაც სააკაშვილი თითქმის ერთი წელია მუშაობს, ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუ­მჯობესებულა და გუბერნატორის მიერ დაპირებული სამოთხეც არსად ჩანს. ის მხოლოდ ტელევიზიებში ჩნდება, მთელი უკრაინა შემოიარა და ტყუილებით ცდილობს რეიტინგის გაზრდას.

- საქართველოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი პოროშენკო ოდესის გუბე­რნატორის თანამდებობიდან სააკაშვილის გათავისუფლებას გეგმავს.
- სააკაშვილს ოპოზიციაში წასვლა აუცილებლად მოუწევს. არ გამოვრიცხავ, ეს მის გეგმაშიც შედიოდეს და როგორც თითქოს დამოუკიდებელმა ძალამ,
პრემიერობისთვის ოპოზიციიდან იბრძოლოს. მისი მიზანია პრემიერის თანამდებობიდან­ გაქურდოს უკრაინა. პოროშენკო სააკაშვ­ილს თავის მთავარ შეცდომად მიიჩნევს,­ უბრალოდ, ამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობს.­

- როგორც ითქვა, სააკაშ­ვილს ამერიკელი პარტნიორები უმაგრებენ ზურგს...
- ოფიციალური ვაშინგტონი კარგად­ იცნობს მას და ზურგს მხოლოდ ერთი ჯგუფი უმაგრებს, რომელსაც უკრაინის ქონებაზე უჭირავს თვალი. მაგალითად, ოდესის ოლქში მიხეილ სააკაშვილს პორტისა და კიდევ რამდენიმე მსხვილი კორპორაციის ხელში ჩაგდება უნდა... ცოტა ხნის წინ ოდესაში სააკაშვილის წინააღ­მდეგ ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ. 45 ათასმა კაცმა უკვე მოაწერა ხელი, დარწმუნებული ვარ, ხელმომწერთა რაოდენობა ასი ათასს გადააჭარბებს.­ მალე ოდესიდან გია ლორთქიფანიძესა და დავით საყვარელიძესაც გააგდებენ.

- რამდენად დიდია ალბათობა, უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინ­იშნოს?
- არ გამოვრიცხავ, არჩევნები შემოდგომისთვის დაინიშნოს, მაგრამ ეს კეთილგონიერი გადაწყვეტილება არ იქნება... არჩევნების დანიშვნის შემთხვევაშიც, უკრაინის ხელში ჩასაგდებად სააკაშვილის გეგმა ჩაფლავდება. მას უკრაინა და უკრაინელი ხალხის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა კი არ ანაღვლებს, საქართველოში რევანში სწყურია. ის საქართველოში დაბრუნებასა და იმ ადამიანებზე შურისძიებაზე ოცნებობს, რომლებმაც გამოაგდეს.

რუსუდან შელია
სსს 21
03 აპრილი 2016 18:27
ფერმის ღორი არ იკადრებს იმას, ეს რომ იკადრებს...
manjavidze
03 აპრილი 2016 02:06
ცოფებს რომ ჰყრის და თითი მუქარით აუშვერია
მოიდა რუსის ფიფრინავი მიხოოოო

გაასწარ

ზემოდან საყვარელძე დაგეცემა ამბრაზურასავით
სხვა სიახლეები
ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში რუსული კომპანიის "იანდექს ტაქსის" შემოსვლას, რომელმაც მომსახურება თბილისში 23 აგვისტოდან დაიწყო.
დაწვრილებით...
"ამას ფარცხალაძესთან ერთადაც ექნება უეჭველი სიგრილეში საზამთროზე კბილი გაკრული, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახური გვერდში დგომით"
დაწვრილებით...
ერთია საზოგადოებრივი ინტერესი, მეორე კი ის, რომ მშენებლობების შეზღუდვა ეკონომიკურ განვითარებაზე ნეგატიურად იმოქმედებს.... ნუ დაგვავიწყდება, რომ მშენებლობებზე ხალხი საქმდება, შემოსავალს იღებს. ესეც საზოგადოებრივი ინტერესია...
დაწვრილებით...
PRIME
ხეების ჩეხვის ყველაზე აქტიურად აპროტესტებენ "მწვანე პარტიზანები", რომელთა ხელმძღვანელის, ნატა ფერაძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიის" ეთერში სკაბრეზულმა გამოთქმამ სკანდალი გამოიწვია.
დაწვრილებით...
PRIME
განიხილება თუ არა სალომე ზურაბიშვილი მომავალ საგარეო საქმეთა მინისტრად?!

"არავის ვპირდები - მილს გამოგიცვლით-მეთქი"
დაწვრილებით...
PRIME
"ხშირად გვესმის პროვოკაციული განცხადებები, რომ ცეცხლზე ნავთი დავასხათ, თუმცა..."
დაწვრილებით...
PRIME
მოგეხსენებათ, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრისალომე ზურაბიშვილი ამჯერად მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის იბრძვის - როგორც დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა მმართველი პარტიისგან მხარდაჭერა მხოლოდ მან დაიმსახურა და მანდატის მოსაპოვებლად "ქართული ოცნების" კანდიდატთან დაპირისპირება არ უწევს.
დაწვრილებით...
თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას გამოსვლა შეაწყვეტინეს.
დაწვრილებით...
24 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთის კურორტების განვითარებსთვის ახალი სახელმწიფო შპს შეიქმნება, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს. როგორც პრემიერმა განაცხადა:
დაწვრილებით...
"განაცებული" ბურჭულაძის რეიტინგი ამ პოლიტიკური მანევრით მხოლოდ ნულს გაუტოლდება"

"პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისში სკამიც კი "ნაციონალური მოძრაობის" ჰაერით სუნთქავს"
დაწვრილებით...
62 კვ.მ. +90კვმ ბინის თეთრი
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
კუთხის მზიანი
იყიდება ან იცვლება ბათუმში ორბი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები