"აფხაზეთში განვითარებული პროცესები აჩვენებს, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეგვიძლია"
"აფხაზეთში განვითარებული პროცესები აჩვენებს, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეგვიძლია"
21-03-2016
"მოსახლეობა კრიმინალურ გარჩევებს მიჩვეულია და ახლა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება შესაძლოა რაღაც დათმობებზე წავიდეს, რაც ვითარებას დროებით ჩააცხრობს, თუმცა მომავალში ხაჯიმბას გადაყენების საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში"

აფხაზეთში ბოლო ორი კვირა საკმაოდ დაძაბული იყო. ყველაფერი 7 მარტს დაიწყო, როდესაც საგზაო ინსპექციის თანამშრომელმა დრანდის ციხის ყოფილ ხელმძღვანელის, რუსლან ჯელიას ავტომობილის ცეცხლი გაუხსნა, რის გამოც ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ. დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, საგზაო მილიციამ რუსლან ჯელიას ავტომობილის გაჩერება მოსთხოვა, რაც მან არ შეისრულა, დაუმორჩილებლობის შემდეგ კი აფხაზმა ძალოვანმა გაფრთხილების ნიშნად ჰაერში გაისროლა. ამ დროს რუსლან ჯელიას მანქანაში ცოლ-შვილიც ეჯდა...

მომხადრის შემდეგ მისმა ახლობლებმა და ნათესავებმა ე.წ. შსს სამინისტროს წინ დე ფაქტო მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, აქცია გამართეს. მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ აქციის მონაწილეებმა მათთან სასაუბროდ ჩამოსული ე.წ. შს მინისტრ ლეონიოდ ძიაპშპას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დიალოგი ვერ შეგდა და ძიაშპმამ თავს გაქცევით უშველა. თუმცა, ყელაფერი ამით არ დასრულებულა. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო და მათ ე.წ. მინისტრზე თავდასხმისთვის პასუხისმგებლობაში მიცემა ემუქრებათ. ამის შემდეგ, საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გაიზარდა - მათ აფხაზური ოპოზიციაც შეურთდა, რომელთაც აქციაზე თვით დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომაც კი მოითხოვეს.

რუსლან ჯელია, რომელიც "აფხაზეთის გმირის" წოდებას ატარებს დრანდის ციხის დირექტორობიდან 2015 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს. მაშინ ითქვა, რომ ის ციხიდან საქართველოს მოლაქალაქე ბაჩუკი ლატარიას გაქცევას შეწირა. იმჟამად ჯელიას ქართველებთან ახლო ურთიერთობასა და საიდუმლო კავშირებს აბრალებდნენ. საქმის გამოძიება გრძელდება...

სოციალურ ქსელებში აფხაზები თამამად წერენ, რომ კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს, მაგრამ რუსლან ჯელიას იმ დღეს მოძრაობის წესები არ დაურღვევია და ადამიანი, რომელმაც მის მიმართ ცეცხლი გახსნა, ძიაპშპას ახლობელია, ამიტომაც მას არ წირავენ...

დავით ავიძბა, სოხუმელი სტუდენტი:

- ჩინოვნიკები, ვინც არ უნდა იყოს, მინისტრი თუ მისი მოადგილე, უნდა შეეგუონ იმას, რომ ისინი არიან ხალხის სამსახურში და ისე უნდა მოიქცნენ, როგორც ქვეყანას და კანონს სჭირდება. ჩვენ არ გვაინტრესებს ვინ ვისი ახლობელია, კანონის დამღვევი უნდა დაისაჯოს და საერთოდაც, ვიღაცამ აგოს პასუხი, რათა სხვებმა ვიგრძნოთ, რომ აფხაზეთის მოქალაქეები ვართ და ჩვენს უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზრუნავს. აქციის რამდენიმე მოანწილეს შსს და პროკურატურიდან დაუკავშირდენენ, ეს სხვებისთვის ირიბი გაფრთხილებაა, ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს?!

რაფაელ ჯელია, სოხუმის მკვიდრი:
- საქმე ის არის, რომ შს სამინისტრომ და ზოგადად სახელმწიფომ იმის ნაცვლად, რომ მაშინვე ადეკვატური ნაბიჯის გადაედგათ, კიდევ ერთი შეცდომა დაუშვეს, მათ ხელი დააფარეს დამნაშავეს. მოგვიანებით კი, მინისტრმა ძიაპშპამ რუსლან ჯელიას დაკავების ბრძანება გასცა და მას კრიმინალურ ავტორიტეტებთან ურთიერთობასი დასდო ბრალი, - სინამდვილეში შს შენობასთნ იდგნენ აფხაზეთის ომის ვეტერანები, მეომრების, რომლები, რომლებიც უპოტრონოდ არიან დარჩენილი. ახლა მათ კრიმინილებს უწოდებენ და ყიველდღიურად აგრძნობინებენ, რომ ქვეყნისთვის ზედმეტი ტვირთი არიან... რუსლან ჯელია არის პოლკოვნიკი, რომელსაც "აფხაზეთის გმირის" წოდება აქვს, ის
30 წელი მეტი მსახურობდა აფხაზურ ძალოვან სტრუქტურაში. ის, რაც ახლა აფხაზეთში ხდება მგონი ღირს დაფიქრებად. არ არის გამორიცხული საქმე ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნამდე მივიდეს...

დავით დასანია, აფხაზი ისტორიკოსი:

- აფხაზეთში განვითარებული პროცესები გვაჩვენებს, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეგვიძლია. არც ერთი სახელმწიფოს სტრუქტურა გამართულად და დამოუკიდებლად არ მუშაობს და რაც ყველაზე უარესია, კანონი ისევ შერჩევითია... იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოგვარდეს, ჯელია მინისტრისგან სახალხოდ ბოდიშის მოხდად ითხოვს, რაზეც მინისტრი უარს აცხადებს. ახლა ჯერი პრეზიდენტ ხაჯიმბაზეა, რომლის მიმართაც ხალხს ძალიან ბევრი პრენტენზია აქვს. მოკლედ, შესაძლოა სიტუაცია ნებისმიერ წუთში აფეთქდეს... გავრცელებული ინფორმაციით, ძიაპშპამ და ჯელია პირისპირ შევხდნენ ერთმანეთს და ისაუბრეს, რაზე შეთანხმდნენ უცნობია, მაგრამ ეს არც არის საინტერესო, რადგან კანონს ისევ გადავუხვიეთ და ისევ პირადი ურთიერთობების დონეზე წყდება საქმე... ამ კვირას აქციის მონაწილეებსა და პირადად ჯელიას, პრეზიოდენტი ხაჯიმბა ხვდება...

აფხაზეთში არსებულ დაძაბულობას ქართველი ექსპერტებიც ეხმიანებიან, - აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე ამბობს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. "მილიციური რეჟიმი" ყალიბდება, ჯელიას მისამართით გასროლა კი, ადგილობრიივ მოსახლეობისთვის მოთმინების ბოლო წვეთი იყო.
- ახლა აფხაზეთში კლანებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ციხის ყოფილი უფროსის გამო, ამდენი ადამიანის გამოსვლა მაინცდამაინც მისაღები არ არის, მაგრამ საქმე სხვა რამესთან გვაქვს, - იქ ბევრი პრობლემა დაგროვდა დე ფაქტო შს მინისტრის ლეონიდ ძიაპშპას მიმართ. მილიციელების თავხედობა და მილიციური რეჟიმი, რაც ძიაპშპას ხელმძღვანელობით ყალიბდება, ბევრს არ მოსწონს და "აფხაზეთის გმირის" მიმართ განხორციელებული ქმდება, მოთმინების ასავსებად ბოლო წვეთი იყო. ყოფილ მებრძოლებს ისიც აღიზიანებთ, რომ მათი "ღვაწლი" ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა. ადრე ისინი ყველაზე მეტად დაფასებულები იყვნენ. რაც დრო გადის, მათ ყურადღებას ნაკლებად აქცევენ და ამას ხელისუფლებას ვერ პატიობენ. ხაჯიმბა აფხაზეთში ისედაც არასდროს იყო პოპულარულილ, მას იქ ერთადერთი დასაყრდენი ჰყავს ეს არის მილიცია, ეს იცის ძიაპშპამ და ცდილობს ამით რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს. მოსახლეობა კრიმინალურ გარჩევებს მიჩვეულია და ახლა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება შესაძლოა რაღაც დათმობებზე წავიდეს, რაც ვითარებას დროებით ჩააცხრობს, თუმცა მომავალში ხაჯიმბას გადაყენების საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)


luxo
24 მარტი 2016 11:38
ნეტავ ერთი აფხაზი მაჩვენა რომელიც მეტყვის: რა დაუშავა მას ქართველმა მეზობელმა, ათი წლის წინათ, ასი წლის წინათ, მაჩვენა ისეთი აფხაზი რომელიც მეტყვის, რით შევავიწროვე სამსახურში მე ის, რით და როგორ მივითვისე მისი კუთვნილი მიწა, წყალი, სახელი, თანამდებობა, ორდენი, და წოდება, არ იყო ჩემ ოჯახში თამადა, არ ვიყავი მისი შვილის ნათლია, ან როდის შეჭამეს მისი ყანა ჩემმა კამეჩებმა?
ხე მიცდის ოჩამჩირეში, მარღანიების სახლთან,
რამდენჯერ მოვინახულე, მუდამ გულუხვად დამხვდა.

ვეება ტოტებს დამიხრის, ნიშნად ალალი ძმობის,
მეც ძმურად მივესალმები, მოვეხვევი და ვკოცნი.

მერე, კითხვასაც შევბედავ, დუმილითა და ფიქრით,
მარღანიების დაეგულო, ხეო, ათას წელს ითვლი.


აქ, ამ მიწაზე შობილან, ჩემი ბაბუის პაპანიც,
აქ უთესიათ, აქ უხნავთ, აქ უწევიათ ჭაპანი.
მეც ხომ, იმათი შვილი ვარ, იმათი შთამომავავალი,
ხეო, მითხარი მართალი, რად მემტერება მავანი.
ფეხი მეც ხომ აქ ავიდგი, აქ იდგა ჩემი აკვანი,

ჰკითხე, ჩემ აფხაზ მეზობლებს: ჰკითხე ჩემ აფხაზ და ძმებს,
ამ დიდ ეზოში დაზრდილებს მარღანიებს და ჩაჩბებს,

თუ, ერთი გყვავდა ბებია, პაპის და მამის მშობელი,
ერთი საერთო ჭა გვქონდა უძირო, დაუშრობელი,

თუ ერთად გვიშენებია,ლიხნი, ბედია, ილორი.
ერთი უფალი გვყოლია და ერთი ნათელ-მირონი.

მე რატომ აღაარ მეკვუთვნის, მადლი ამ ცის და ამიწის,
დედის გულმა ხომ შვილებში, ნართაულობა არ იცის.

უთხარი გვეყო მტერობა, სჯობს საძმო გული გავითბოთ,
ურთიერთს თავს შემოვევლოთ უთხრათ უხაწკი საიტო.

მე სხვა სამშობლო არა მაქვს, სხვაგან წამსვლელი არა ვარ,
სიზმარშიც გხედავ მამულო, ფიქრით კი მუდამ აქა ვარ.

ხეო! მაჩუქე იმედი, გაუძლო სუსხს და ქვენა ქარს,
სანამ ძმა გამომიჩნდება, ხევ-- მასპინძელი შენა ხარ!
qarTveli
21 მარტი 2016 18:07
ქართველებისა და აფხაზების თანაცხოვრება რათქმა უნდა შესაძლებელია და აუცილებელიც,შეიძლება ახლა რასაც დავწერ ვიღაცამ ამისთვის შეიძლება ეშაფოტზე ამიყვანოს ან უარესი ქვებით ჩამქოლონ,მაგრამ მე მაინც ვიტყვი
სხვა სიახლეები
"ნიკა რურუასნაირი ადამიანები სულხან მოლაშვილზე ასეთი ტონით არ უნდა საუბრობდნენ"
დაწვრილებით...
„ქართული ოცნება“ უარყოფით ტონში ყველაზე მეტად „ტაბულასა“ და „რუსთავი 2“-ზე გაშუქდა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი - GDS-სა და „იმედზე“
დაწვრილებით...
2014 წელს რუსეთმა საქართველოს ჯაშუშობისთვის ბრალდებული 3 მოქალაქე, წელს კი კიდევ 4 გადასცა
დაწვრილებით...
გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ”ქართულ ოცნებას” ხმას გამოკითხულთა 22,4 %, ”ნაციონალურ მოძრაობას” კი 21,7 % მისცემდა.
დაწვრილებით...
"ვითომ პრემიერ მინისტრს ანბანის კოშკის საზეიმო გახსნის შემდეგ გაუხსნია სასტუმრო ციხისძირში. ოღონდ ეს სასტუმრო მე და ლევანმა 2006-ში დავიწყეთ და 2013 წელს უკვე დამთავრებული იყო და არ ხსნიდნენ“
დაწვრილებით...
"გაუმაძღარი ჩინოვნიკების მადის გამო მოსახლეობა უპატრონოდაა მიტოვებული"
დაწვრილებით...
"ძალიან ცუდია, როდესაც ვარშავის სამიტის წინ, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში და მათ შორის ნატო - შიც გაიგეს, რომ საქართველოს მთავრობაში ერთიანობა არ არის"
დაწვრილებით...
დოლიძე საზოგადოებას თავად ქვეყნის პირველმა პირმა, გიორგი მარგველაშვილმა წარუდგინა.
დაწვრილებით...
აქცია! პარკინგი 50%-იანი ფასდაკლებით!!!
იყიდება 50 კვ.მ. 3-ოთახიანი
ქირავდება 52 კვ.მ. საოფისე-კომერციული ფართი
თუ გსურთ ზაფხულის ცხელ დღეებში
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები