ღარიბაშვილი ბრუნდება?!
ღარიბაშვილი ბრუნდება?!
23-03-2016
პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციებს გამართავს.

ამის შესახებ კობახიძემ "ინტერპრესნიუსს" იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, დაესწრება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აპრილში დაგეგმილ ყრილობას ან რაიმე ფორმით მიიღებს თუ არა მონაწილეობას პარტიის მომავალ საქმიანობაში.

"ჩვენ აუცილებლად გვექნება კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შედეგად გაირკვევა ის, თუ როგორი იქნება ყოფილი პრემიერის და თავმჯდომარის ჩართულობა ჩვენს სამომავლო საქმიანობაში", - განაცხადა კობახიძემ.

ასეთი
კონსულტაციები, მისი თქმით, ჯერჯერობით არ გამართულა.

რამდენიმე დღის წინ, ექსპრემიერის მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა მეუღლესთან ერთად გადაღებული სურათი დადო "ფეისბუკში", სადაც ჩანს რომ ცოლ-ქმარი გერმანიაში ისვენებს.

როგორც ჩანს, თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი უმეტეს დროს ოჯახთან ერთად ატარებს. ცნობილია, რომ ნუნუკა მეოთხე შვილს ელოდება. ღარიბაშვილი-თამაზაშვილის ოჯახს გოგო ეყოლება. წყვილს სულ სამი შვილი ჰყავს. ყველაზე უმცროსი, გაბრიელი მათ გასული წლის აპრილში შეეძინათ.



mzia
27 მარტი 2016 20:57
წესიერი ადამიანია,ვუსურვებ წარმატებებს.ღმერთმა დაგლოცოს.
/////////////
25 მარტი 2016 13:37
ოჰ, რა სათაურია! ბრუნდება თორემ,როდესაც იყო, რამე გაუკეთებია. გააკეთა ჯღარკავებისთვის, თავისი ნათესავებისთვის. სამწუხაროდ, ხალხისთვის და ქვეყნისთვის, არაფერი. კარგი კაცი რომ არის და კარგი ოჯახი რომ ყავს, ხალხს რა, ბუს კვერცხები!
სხვა სიახლეები
"2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში მოვედი არასდროს არ მომიკითხავს ბიზნესი განსაკუთრებით და არასდროს დამისვამს მსგავსი შეკითხვა - რას აკეთებს ბიზნესი?"
დაწვრილებით...
მიხეილ სააკაშვილი, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, განსაკუთრებულად ცდილობს გააქტიურებას საქართველოში. "რუსთავი 2" - ის ეთერის გარდა, ის უკვე სოციალურ ქსელშიც ძალიან აქტიურია.
დაწვრილებით...
კიაზო ჯობავამ თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრა, პროფესიით მსახიობი და რეჟისორია, აქამდე სხვადასხვა თეატრში მოღვაწეობდა, თუმცა ამჟამად თავისივე დაარსებულ თეატრში ახალი სეზონის გახსნისთვის ემზადება, რომელსაც სახელად "პროტესტი" ჰქვია. რატომ გადაწყვიტა ახალი დასის ჩამოყალიბება, თან ასეთი სახელით, ამაზე კიაზო ჯობავა გვესაუბრება:
დაწვრილებით...
”ოცნება” ახლა თავს იბრმავებს და ვერ კითხულობს, მაგრამ ამ წერილიდან კარგად ჩანს, ვინ ზრუნავდა ქვეყანაზე"
დაწვრილებით...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი ყოფილი და მოქმედი პრემიერების, ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2016 წლის 11 მარტს გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს.
დაწვრილებით...
"ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს მენტალურად იძალადოს მოსახლეობაზე"
დაწვრილებით...
"ოკუპანტების მიერ აღმართული მავთულხლართები და გამყოფი კონსტრუქციები ერთმანეთს აშორებს ქართულ ოჯახებსა და თემებს"
დაწვრილებით...
"ცემის და სულიერი დასახიჩრების პირველი ეტაპი, რუსთაველის გამზირზე განახორციელეს. ვიდრე თავისუფლების მოედანზე ჩამიყვანდნენ, მანამდე ფიზიკურად გამისწორდა ათეულობით დაგეშილი ადამიანი"
დაწვრილებით...
"ამ ფილმს დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა მომავალმა თაობამ გაითვალისწინოს როგორი შეიძლება იყოს ხელისუფლება, თუ მას სწორად არ აირჩევს“
დაწვრილებით...
"ძალიან ვწუხვარ, რომ ბატონმა ბიძინამ ეს არჩევანი გააკეთა და მან გადაწყვიტა თანამებრძოლების წინააღმდეგ ასეთი სტილით გალაშქრება. მე არ მინდა მას ამ ტიპის ურთიერთმტრობაში ავყვე".
დაწვრილებით...
იყიდება ნათელი კუთხის შავი კარკასი
იყიდეთ საუკეთესო ბინა ძველი იპიდრომის
ბორჯომის ცენტრში, ფალიაშვილის N.4-ში იყიდება
ქირავდება ბინა შარტავას ქუჩაზე. ბინა
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები