"ნაციონალური მოძრაობის" მავნებლობა უკვე ყოველგვარ საზღვარს გასცდა" - ვინ დაუწერა დაულის განცხადების ტექსტი?! - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობის" მავნებლობა უკვე ყოველგვარ საზღვარს გასცდა" - ვინ დაუწერა დაულის განცხადების ტექსტი?!

"ასე როგორ უნდა გეზიზიღებოდეს შენი ქვეყანა, რომ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხსს პარტიული ინტერესბისთვის იყენებდე და მის დაბლოკვას ცდილობდე"

"ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზა - ლიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი გზით",  - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა, ჯოზეფ დაულმა ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ის ეთერში.

მოგეხსენებათ ევროპის სახალხო პარტია "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორია. ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ ეს განცხადება სწორედ ექსმმართველი პარტიის ანტისახელმწუფოებრივი მუშაობის შედეგია, რაც იმავე ეთერში აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ:

"არ ვიცი, ეს განცხადება ჯოზეფ დაულის ოდესიდან დაუწერეს თუ თბილისიდანეს... ეს იყო ცუდი განცხადება! ჩემის აზრით, ეს არის რუსული ინტერესი, რომ დღეს საქართველომ არ მიიღოს ვიზალიბერალიზაციის პროგრამა. ეს ვიწრო პარტიული ინტერესების თემა არ არის, ეს არის თემა სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობის" .

დაულის პოზიციას "ფესიბუკში" გამოხმაურება მოჰყვა, გთავაზობთ ჟურნალისტ მერაბ მეტრეველი მოსაზარებას:

"ნაციონალური მოძრაობის" მავნებლობა ქვეყნის საწინააღმდეგოდ უკვე ყოველგვარ საზღვარს გასცდა! "რუსთავი 2"-ის ეთერში გამოვიდა (უფრო სწორად გამოიყვანეს) "ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარე, რომელმაც თქვა, რომ მისი პარტია ოქტომბრის არჩევნებამდე მხარს არ დაუჭერს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას და მხარდაჭერა იქნება დამოკიდებული არჩევნების დემოკრატიულად ჩაატრებაზე. ეს მაშინ, როდესაც ევროპის ყველა სტრუქტურა ამბობს, რომ ყველანარი პირობა უკვე დაკმაყოფილებულია და ჩვენ ზაფხულისთვის უნდა ველდოდოთ ვიზალიბერალიზაციას. ყველამ იცის, ვინ არის ამ პარტიის პარტნიორი საქართველოში და ეს განცხადება საიდან მოდის. ალბათ არც ის იყო შემთხვევითი რომ ეს დროული კაცი და ყველაზე დიდი ევროპული პარტიის თავჯდოამრე ამ კომენტარს დაწერილს კითხულობდა. მინდა, "ნაციონალურ მოძრაობას" მიმვმართო, ასე როგორ უნდა გეზიზიღებოდეს შენი ქვეყანა, რომ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხსს პარტიული ინტერესბისთვის იყენებდე და მის დაბლოკვას ცდილობდე! ზუსტად თქვა ვიქტორ დლიძემ ამავე ეთერში, რომ თუ ეს გამართლდება, ეს იქნება სწორედ რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა და ვინ იქნება რუსეთის ინტერესების გამტარებელი უკვე ცხადია! მე ძალიან დიდი იმედი ამქვს, რომ "ევროპის სახალხო პარტიაში" ბევრი აღმოჩნდება ისეთი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ამ მავნებლობას არ აჰყვება"!