"ავაგორებთ ისეთ ტალღას, რომელიც ამათ წალეკავს"! - სააკაშვილის ულტიმატუმი და მუქარა პოროშენკოს - კვირის პალიტრა

"ავაგორებთ ისეთ ტალღას, რომელიც ამათ წალეკავს"! - სააკაშვილის ულტიმატუმი და მუქარა პოროშენკოს

"შევცვლით ამ სისტემას ამ ხელისუფლებასთან ერთად ან მის გარეშე"!

უკრაინაში პოლიტიკური ვითარება სულ უფრო და უფრო რთულდება. პრემიერ-მინისტრის პოსტიდან არსენი იაცენიუკის წასვლა ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი აქტიურობის შედეგად კი მიითვალა, მაგრამ აშკარაა, რომ მას ეს არ აკმაყოფილებს და გაცილებით დიდი ამბიცია აქვს.

სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მან მიმართა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და მოსთხოვა გაატაროს უფრო მეტი ცვლილებები და რეალური რეფორმები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უფრო აქტიური ნაბიჯებით დაიმუქრა.  მის გამოსვლაში ოპოზიციონერის რიტორიკა აშკარად გამოჩნდა:

"დავიღალეთ მოლოდინითა და ცრუ დაპირებებით მაშინ, როდესაც ძველი კორუმპირებული სისტემა ნაბიჯ-ნაბიჯ რევანშის აღებას ახერხებს. უკრაინას სჭირდება სწრაფი და კარდინალური რეფორმები. პრეზიდენტის მოვალეობაა ეს რეფორმები უზრუნველყოს. გვაქვს წყება მოთხოვნებისა, რომლის განხორციელების გარეშეც როგორც ოდესის მხარის, ასევე მთელი უკარინის განვითარება წარმოუდგენელია.

ჩვენ ვითხოვთ:

ყოველგვარი გარიგებების გარეშე ჩამოყალიბდეს ეროვნული ნდობის მთავრობა, რომელსაც ენდობიან უკრაინელები;

მოხსნან ოდესის მხარის პროკურორის თანამდებობიდან სეპარატისტი და მომხვეჭელი სტოიანოვი;

დაუყოვნებლივ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ოდესის სეპარატისტი მერის ტრუხანოვის წინააღმდეგ მის რუსულ მოქალაქეობასა და ოფშორულ საქმიანობასთან დაკავშირებით;

გათავისუფლდნენ თანადებობიდან უკრაინის უსაფრთხოებისა და სახელმწიფო ფისკალური სამსახურების უფროსები, რომლებიც უკრაინელი ხალხის კეთილდღეობისთვის კი არ საქმიანობენ, არამედ ღიად არიან გარჩევებითა და ბანდიტიზმით დაკავებულები;

ჩვენ არ ვაპირებთ მეტად მოვითმინოთ, ჩვენ შევცვლით ამ სისტემას ამ ხელისუფლებასთან ერთად ან მის გარეშე!"

(წყარო)

პრესკონფერენციიდან მოკლე ხანში ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სააკაშვილმა განაცახადა, რომ იაცენიუკის გადადგომა ზღვაში წვეთია და უფრო მასშტაბური ცვლილებებია საჭირო.

"ავაკოვი დატოვეს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, ეს იყო იაცენიუკის მოთხოვნა, რათა მისი კორუფციული საქმიანობა არ გამომჟღავნდეს და არ მოუწიოს პასუხისგება. არადა, ავაკოვის თანამადებობაზე დატოვება შეიძლებოდა?! - ეს არის ფასადური ცვლილებები და რელაურად არაფერი შეიცვლება.

კითხვაზე ელაპარაკა თუ არა ამის თაობაზე პრეზიდენტ პოროშენკოს, სააკაშვილმა უპასუხა:

"პრეზდენტს ყველაფერი ვუთხარი, მომისმინა, რაღაცებზე დამთანხმდა კიდეც, მაგრამ აღარ მჯერა არანაირი გეგმებისა და დაპირებების. ისიც კი ვერ მოახერხეს, რომ რიგ ჩინოსნებს ხელი მაინც არ შეეშალათ ჩვენთვის", - განაცხდა სააკაშვილმა, რომელმაც ასევე დასძინა:

"ჩვენ მივალთ კიევში, ოდესაში, ყველგან, მთელ უკრაინაში და ავაგორებთ ისეთ ტალღას, რომელიც ამათ წალეკავს, მართალია კანონიერი, საკონსტიტუცი გზით, მაგრამ წალეკავს... არ შეიძლება 21-ე საუკუნეში ისევ დაბრუნდეს უკრაინის ხელისუფლებაში ქურდული "შანტრაბა" და ძარცოს უკრაინა. ეს ვითომ მთავრობის ცვლილებები ამ რევანშის გაფორმებაა. რა თქმა უნდა, მე გავარძელებ "რეფორამტორების" ჩამოყალიბებას, ჩვენ არ ვართ ვიღაც რადიკალები, ჩვენთან საუკეთესო განთლებისა და გამოცდილების ახალგაზრდები არიან და ველაპარაკებით უკრაინელ ხალხს, რომლის წაიღშიც ძალიან ბევრი ინტელექტუალია..."