"ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ"? - სახუმარო პოლიტმესიჯები დავით ზურაბიშვილისგან - კვირის პალიტრა

"ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ"? - სახუმარო პოლიტმესიჯები დავით ზურაბიშვილისგან

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე მეტად საინტერესო და სახლისო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ:

"ენ-დი-აი-ს კვლევებისა რა გითხრათ, მაგრამ წინასაარჩევნო მესიჯების ამბავში პატარა, ნახევრად სახუმარო პროგნოზს მეც შემოგთავაზებთ,

მოკლედ:

"ოცნება" იტყვის, რომ ყველაფერი კარგადაა და "ნაცები" არიან კაცისმკვლელები და პიდარასტები.

"ნაცმოძრაობა" იტყვის, რომ ყველაფერი ცუდადაა და "ქოცები" არიან პუტინის მონა ოლიგარქის მონები.

ალასანია იტყვის, რომ ორივე მართალია.

ბურჯანაძე იტყვის, რომ სინამდვილეში ეს ორი არის ერთი და იგივე.

ინაშვილი იტყვის იგივეს რაც ბურჯანაძე, ოღონდ დაამატებს, რომ ეს ყველაფერი თინა ხიდაშელის და "რესპუბლიკელების" ბრალია.

"გირჩი" იტყვის, რომ ყველა ტყუის.

ნათელაშვილი იტყვის, რომ ყველა ტყუის და მარტო თვითონაა მართალი.

.............

ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?

საკითხავი აი, ეს არის".

სწორედ ამაზეა ნათქვამი ისეთ ხუმრობას რა ვუთხარ, სიმართლე არ ერიოსო...