"თუ სააკაშვილი წარმატებული რეფორმატორი იყო, რატომ ვერ ბრუნდება სამშობლოში"? - კვირის პალიტრა

"თუ სააკაშვილი წარმატებული რეფორმატორი იყო, რატომ ვერ ბრუნდება სამშობლოში"?

უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე და ოდესის გუბერნატორის პოლიტიკურ პერსეპექტივაზე გაზეთ "კვირის პალიტრის" მე-11 ნომერში უკრაინის ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი, სანდრო კვიტაშვილი და რადას წევრი ანტონ გერაშენკო საუბრობენ, გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

სანდრო კვიტაშვილი:

- შესაძლოა, სააკაშვილი თავად გადადგეს გუბერნატორის პოსტიდან და ოპოზიციაში გადაინაცვლოს. მან პოროშენკოსგან სახალხო ხელისუფლების ჩამოყალიბება მოითხოვა, თუმცა მისთვის პრეზიდენტს პასუხი ჯერ არ გაუცია.

ანტონ გერაშენკო:

- უკრაინელი ხალხი მწარედ მოატყუეს. კარგად აწყობილი პიარტექნოლოგიების წყალობით სააკაშვილმა საზოგადოების ნდობა მოიპოვა, თუმცა ხალხს ფუჭი სიტყვების გარდა, რეალური ცვლილებები ვერ შესთავაზა. თუ სააკაშვილი წარმატებული რეფორმატორი იყო, რატომ ვერ ბრუნდება სამშობლოში? რატომ არ აძლევს მას ქართველი ხალხი ქვეყანაში ცხოვრების უფლებასაც კი? როგორც ჩანს, საქართველოში ფატალური შეცდომები დაუშვა, ამიტომ თავშესაფარს უკრაინაში ეძებს…

სტატია წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" 18 აპრილის ნომერში, ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, აირჩიეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია

იხილეთ ასევე: საყვარელიძის აღიარება - როგორ აჯილდოვებდა სააკაშვილის ხელისუფლება "საქმის მკეთებელ" პროკურორებს?!