"პროცესების უარესი სცენარით განვითარება იგეგმებოდა" - ვინ ცდილობდა უნივერსიტეტის რექტორზე ზეწოლას? - კვირის პალიტრა

"პროცესების უარესი სცენარით განვითარება იგეგმებოდა" - ვინ ცდილობდა უნივერსიტეტის რექტორზე ზეწოლას?

"მწვავე ზეწოლა პირველად მაშინ ვიგრძენი, როდესაც შევიტყვე, რომ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგურის აშენება იგეგმებოდა"

გაზეთ "კვირის პალიტრასთან" უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს აწ უკვე ყოფილი რექტორი ლადო პაპავა აფასებს:

- ყველაფერი სახელმწიფოში დამკვიდრებული მავნებლური კოაბიტაციის შედეგია. ქვეყანაში განვითარებული პროცესები, როდესაც ვერ გაიგებდი, ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" იყო თუ "ნაციონალური მოძრაობა", უნივერსიტეტზეც ერთი ერთში აისახა. დიახ, თსუ-ში დაწყებული აქციები მართული იყო იმ ძალების მხრიდან, რომლებიც დღემდე სამთავრობო სტრუქტურებში მყუდროდ არიან მოკალათებულნი.

- რომელ სტრუქტურებზე საუბრობთ?

- მოვა დრო და ამ ყველაფერზე აუცილებლად ვისაუბრებ. 2013 წელს უნივერსიტეტში ისტორიული არჩევნები ჩატარდა. მართალია, ამ პერიოდში პრეზიდენტი კვლავ სააკაშვილი გახლდათ, მაგრამ სხვადასხვა სტრუქტურები მას აღარ ემორჩილებოდნენ. ამასთან, "ქართული ოცნება" ეიფორიაში იყო, ხელისუფლების საშუალო და ქვედა რგოლები კი ახალ პატრონს ეძებდნენ და მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. სწორედ ამან განაპირობა, რომ უნივერსიტეტში მოსულიყო კაცი, რომელიც დამოუკიდებლად იმოქმედებდა და ზეწოლას არასოდეს დაექვემდებარებოდა…

- ზეწოლა ახსენეთ. ვის და რა კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ თქვენი რექტორობის პერიოდში?

- ყველაზე მწვავე ზეწოლა პირველად მაშინ ვიგრძენი, როდესაც შევიტყვე, რომ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგურის აშენება იგეგმებოდა.

....

- უნივერსიტეტის რექტორობიდან გადადგომა იმის გამო გაიძულეს, რომ კანცლერის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეთ?

- თანამდებობიდან მხოლოდ ჩემი სურვილის საფუძველზე წამოვედი. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, რადგან პროცესების უარესი სცენარით განვითარება იგეგმებოდა.

რას ამბობს ლადო პაპავა "იდეერებზე" უნივერსიტეტში?

როგორ ხედავს სასწავლო დაწესებულებაში პროცესების განვითარებას?

უკავშირდება თუ არა მასზე ზეწოლა "გაზპრომზე" მის მწვავე განცახდებებს? - წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" 18 აპრილის ნომერში, ან გახდით ჩვენი ასაიტის ხელმომწერი, აირჩიეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია