საყვარელიძის შემდეგ ზღულაძეც გაუშვეს? - კვირის პალიტრა

საყვარელიძის შემდეგ ზღულაძეც გაუშვეს?

„ეკას განცხადება ჯერ არ დაუკმაყოფილებიათ, პოლიტიკოსმა თანამდებობიდან წასვლა საკუთარი ნებით გადაწყვიტა"

ამ ცოტა ხნის წინ, უკრაინაში აჟოტაჟი მოჰყვა დავით საყვარელიძის უკრაინის გენპროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებას, რის ოფიციალურ მიზეზადაც  "პროკურორის ეთიკის" დარღვევა დასახელდა.

მოგვიანებით საყვარელიძე პროკურატურაში იმ 2 მილიონი დოლარის გაქრობის საქმეზე დაიბარეს, რომელიც პროკურატურაში განსახორციელებელი რეფორმებისთვის იყო განკუთვნილი.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი კიდევ ერთმა ქართველმა ეკა ზღულაძემ დატოვა, თუმცა ოფიციალურად ამ ფაქტს არ ადასტურებენ.

„ზღულაძე ამჟამად შვებულებაშია, მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მისი  გათავისუფლების ინფორმაცია უარყო უკრაინის სახალხო დეპუტატმა მუსტაფა ნაიემმა:

„თანამდებობიდან წასვლის შესახებ ეკას არავისთვის მიუმართავს, ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ ეს არ გულისხმობს სამინისტროდან სრულიად წასვლას. ასევე დეზინფორმაციაა ამბავი ეკას ორულობის შესახებ “.

უკრაინული გამოცემა წერს: „ეკას განცხადება ჯერ არ დაუკმაყოფილებიათ, პოლიტიკოსმა თანამდებობიდან წასვლა საკუთარი ნებით გადაწყვიტა".

ზღულაძის მოსალოდნელი გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩავარდნილ რეფორმებსა და თანამშრომელთა წარუმატებელ გადამზადებას ასახელებენ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ზღულაძეს უკავშირდება უკრაინაში ჩატარებული საპოლიციო რეფორმები.

წყარო

მოამზადა ეკა გადახაბაძემ