"არჩევნების შემდეგ ეგრევე ჩამოვალ საქართველოში" - კვირის პალიტრა

"არჩევნების შემდეგ ეგრევე ჩამოვალ საქართველოში"

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს და როგორც აღოჩნდა, მისი პოლიტიკური გეგმები უკრაინას კი არა, საქართველოს უკავშირდება.

მიმოიხილა რა  საქართველოში მიმდინარე პროცესები, განაცხადა:

"ვგიჟდები საქართველო ისე მენატრება... ახლა ჩემს ვენახში ყოფნას რა სჯობია... დღეს საქართველოში არის ორ ძალა - ერთი უკავშირდება ივანიშვილს, მეორე მიკავშირდება მე, რაც მაკისრებს დიდი პასუხისმგებლობას. ან ეს რუსი ოლიგარქი უნდა დარჩეს, ანაც შეიცვალოს ყველაფერი... ეს მე მაიძულებს უკეთეს ფორმაში და მეტად მოტვირებული ვიყო. ეს არჩევნები ჩავამთავროთ, მოვიგოთ, ჩამოვიდე... მერე დავსხდებით და დევხმარები იმ გუნდს, რომელიც გაიმარჯვებს. ეს არის და ეს. ბევრი დრო აღარ რჩება, მუდმივად მაქვს კონსულტაციები ჩემს მეგობრებთან, სხვთა შორის სახელმწიფო აპარატიდანაც ბევრი ჩამოდის და მელაპარაკებიან, ადრე უფრო მერიდებოდნენ, ახლა - არა. ვიპოვი საშუალებას, რომ ჩავერთო არჩევნებში, არჩევნების შემდეგ ეგრევე ჩამოვალ საქართველოში".

მისი თქმით, როგორც კი "ნაციონალირი მოძრაობა" დაბრუნდება ხელისუფლებაში, უპირველსყოვლისა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობას მიხედავს, მას დაიბრუნებს და იქ კვლავაც უნივერსიტეტს გააკეთებს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც მისი ოდესის გუბერნატორობა გადაწყდა.