საყვარელიძემ უკრაინაში პარტიის დაარსება უკვე დააანონსა - ახალი ძალის ლიდერი სააკაშვილი იქნება? - კვირის პალიტრა

საყვარელიძემ უკრაინაში პარტიის დაარსება უკვე დააანონსა - ახალი ძალის ლიდერი სააკაშვილი იქნება?

"ამ დღეებში ყველაფერი გახმაურდება"

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილიმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ უკრაინაში, ახალი პარტიის დაარსება მომავალი კვირისთვის დააანონსა.  ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" წერს. გამოცემის ინფორმაციით, კიევის ეროვნულ უნივერსიტეტში ლექციიისას, საყვარელიძემ განაცხადა: "ამ დღეებში ყველაფერი გახმაურდება. პარტიაში შევა ყველა ნიჭიერი და არაკორუმპირებული ადამიანი, ვისაც ამ ქვეყანაში რაიმეს შეცვლა უნდა".

კითხვაზე, დაეფუძნება თუ არა ახალი პარტია სააკაშვილის წამოწყებულ საზოგადოებრივ მოძრაობას, საყვარელიძემ უპასუხა, რომ ამ მოძრაობამ უკვე შეასრულა თავისი ფუნქცია, პრემიერ-მინისტრი გადადგა, იგეგმება გენპროკურორის წასვლაც. "ჯერჯერობით მეტს ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა საყვარელიძემ.

ოდესის გუბერნატორმა მოძრაობის პარტიად გარდაქმნა აქამდე არაერთხელ უარყო, თუმცა უკრაინაში ამის თაობაზე მითქმა-მოთქმა არ წყდება.

წყარო

იხილეთ ასევე: "არჩევნების შემდეგ ეგრევე ჩამოვალ საქართველოში"