"პატრიოტთა ალიანსი" - 268 500 ლარი, "ქართული ოცნება" - 149 020 - რომელმა პარტიამ მიიღო ყველაზე მეტი შემოწირულობა - კვირის პალიტრა

"პატრიოტთა ალიანსი" - 268 500 ლარი, "ქართული ოცნება" - 149 020 - რომელმა პარტიამ მიიღო ყველაზე მეტი შემოწირულობა

პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის აპრილში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულების სახით, ჯამში, 604 747 ლარი მიიღეს.

მათივე ცნობით, გასულ თვეში ყველაზე მეტი შემოწირულება - 268 500 ლარი ”საქართველოს პარტრიოტთა ალიანსს” ერიცხება.

შემოწირულების კუთხით, 149 020 ლარით მეორე ადგილი უჭირავს ”ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს”, მესამე კი - 124 000 ლარით ახალ პოლიტიკურ ცენტრ ”გირჩს”.

სხვა პარტიების მაჩვენებელი ასე გამოიყურება: ”გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის” – 46 939 ლარი, ”საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია” – 9 000 ლარი, ”საქართველოს მშვიდობისთვის” – 3 173 ლარი, ”თავისუფალი საქართველო” – 1 364 ლარი, ”საქართველოს რესპუბლიკური პარტია” – 1 131 ლარი, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 900 ლარი, ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” – 600 ლარი და ”საქართველოს კონსერვატიული პარტია” – 120 ლარი.

"ინტერპრესნიუსი"