პრეზიდენტი პრესსპიკერად ეკა მიშველაძეს წარადგენს?! - კვირის პალიტრა

პრეზიდენტი პრესსპიკერად ეკა მიშველაძეს წარადგენს?!

როგორც kvirispalitra.ge-სთვის გახდა ცნობილი, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პრესსპიკერად ჟურნალისტ ეკა მიშველაძეს წარადგენს. ამის გასარკვევად თავად ეკა მიშველაძეს დავუკავშირდით, თუმცა მან არ გვიპასუხა, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეკა მიშველაძის კანდიდატურა არც უარყვეს და არც დაადასტურეს.

"12:00 საათზე ჩაინიშნულია პრესკონფერენცია პრესსპიკერის წარდგენასთან დაკავშირებით და ყველაფერს იქ გაიგებთ", - გვითხრა პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა თინათინ მჟავანაძემ.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)