"მსოფლიო პირველი ბანი პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მიშა სააკაშვილის ”ბანობას” აპირებს" - კვირის პალიტრა

"მსოფლიო პირველი ბანი პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მიშა სააკაშვილის ”ბანობას” აპირებს"

უმრავლესობის დეპუტატის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ყველას აქვს უფლება პოლიტიკაში იყოს, თუმცა მისი თქმით, პაატა ბურჭულაძე უფრო ”ნაციონალების“ სატელიტს ჰგავს.

"ყველას აქვს უფლება იყოს პოლიტიკაში, მათ შორის ბატონ პაატას, თუმცა მიმაჩნია, რომ ის მაინც ”ნაციონალური მოძრაობის” სატელიტი უფროა, ვიდრე დამოუკიდებელი მოთამაშე. ნაწილობრივ ხელისუფლების მომხრეების ხმებსაც მიიღებს, რადგან ბევრს უჭირს იმის გარკვევა, თუ ვის თამაშს თამაშობს. წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს პაატა ბურჭულაძეს ხმა არ ამოუღია - მხედველობაში არ მაქვს მისი ვოკალური მონაცემები, მოქალაქეობრივ ხმაზე ვსაუბრობ. ეს იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ მსოფლიო პირველი ბანი პოლიტიკაში მიშა სააკაშვილის ბანობას აპირებს”, - განაცხადა მეჭიაურმა.

იხილეთ ასევე: "არ გვინდა, რომ ქვეყანას ჰყავდეს არაფორმალური ბატონი" - პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მიდის