"გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში ეჭვები აქვთ" - კვირის პალიტრა

"გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში ეჭვები აქვთ"

უმრავლესობის ლიდერს, თამაზ მეჭიაურს დღევანდელი და წინა ხელისუფლების სწრაფვა ნატო-სკენ არარეალურად მიაჩნია.

მიკვირს რატომ უფრო არ აკონკრეტებს თუნდაც ხელისუფლება, როგორ წარმოუდგენიათ ნატო-ში გაწევრიანება იმ ფონზე, როცა თვითონ ნატო-ს წევრები აცხადებენ, რომ გაფართოება არ იგეგმება”, - განაცხადა მეჭიაურმა.

თამაზ მეჭიაურის ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ”ქართული ოცნების” ახალ გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ვექტორთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ.

როგორც ლონდონში, საქმიანო ვიზიტით მყოფმა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თავად არჩეული იქნება ”ქართული ოცნების” ლიდერად.

თუ მე ვიქნები არჩეული ”ქართული ოცნების” ახალ ლიდერად, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ რაიმე ეჭვები საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"