ლეონიდ ჩერნოვეცკი პოლიტიკურ საქმიანობას აჩერებს - კვირის პალიტრა

ლეონიდ ჩერნოვეცკი პოლიტიკურ საქმიანობას აჩერებს

კიევის ყოფილი მერი, ”ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი პოლიტიკურ საქმიანობას აჩერებს, - ამის შესახებ აჭარის ტელევიზიას ”ბედნიერი საქართველოსთვის” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ქვრივიშვილმა განუცხადა.

”გავაჩერებთ საქმიანობას, სავარაუდოდ”, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ლეონიდ ჩერნოვეცკი არჩევნებში, ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ ის დღეიდან პოლიტიკური ფიგურა აღარ იქნება.

ამასთანავე, ”ბედნიერი საქართველოსთვის” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი უარყოფს გარცელებულ ინფორმაციას, რომ ჩერნოვეცკის აღნიშნული გადაწყვეტილება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას უკავშირდება.