"ქართული ოცნების" ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს მხურვალე აპლოდისმენტებით შეეგებნენ - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს მხურვალე აპლოდისმენტებით შეეგებნენ

სპორტის სასახლეში დღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგით IV ყრილობა იმართება.

ყრილობა რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.

ყრილობაზე პარტიის წევრები ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ პოსტზე წარდგენილია პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

ყრილობა ასევე პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას აირჩევს და ახალ წესდებას დაამტკიცებს.

ყრილობას ესწრებიან ყოფილი პრემიერ-მინისტრებიც. ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს დარბაზში შეკრებილი საზოგადოება ფეხზე ადგომითა და მხურვალე აპლოდისმენტებით შეხვდა.

სპორტის სასახლეში იმყოფებიან ”მრეწველების” ლიდერი ზურაბ ტყემალაძე და ”კონსერვატიული პარტიის” ლიდერი ზვიად ძიძიგური. პარტიულ ყრილობაზე მიწვეულნი არიან დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლები.

როგორც ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტებს განუცხადა, "ქართულ ოცნებაში" განახლება იგეგმება.

ვიდეო