გიორგი კვირიკაშვილი პარტია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარედ აირჩიეს - კვირის პალიტრა

გიორგი კვირიკაშვილი პარტია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარედ აირჩიეს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარედ აირჩიეს. პარტიის ყრილობაზე დელეგატებმა გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიიდან წავიდა.

აქამდე პარტიას მხოლოდ ერთი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ჰყავდა. რაც შეეხება ასევე ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს, მას პრემიერ-მინისტრობისას პარტიაში საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.

ამ წუთებში სპორტის სასახლეში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგით IV ყრილობა იმართება.

იხილეთ ასევე: "ქართული ოცნების" ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს მხურვალე აპლოდისმენტებით შეეგებნენ