"ჯერჯერობით ახალი პარტიის შექმნას არ ვაპირებ" - კვირის პალიტრა

"ჯერჯერობით ახალი პარტიის შექმნას არ ვაპირებ"

სპორტის სასახლეში "ქართული ოცნების" ყრილობას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა. როგორც ექსპრემიერმა ყრილობის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, ”ქართული ოცნების” სიაში არ იქნება, თუმცა პარტიას მხარდაჭერას უცხადებს.

მისივე თქმით, ჯერჯერობით, ახალი პარტიის შექმნას არ აპირებს.

"როგორც ყოფილი პრემიერი და როგორც "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე მზად ვარ, თუკი გუნდს დასჭირდება, მხარში დავუდგე არჩევნების განმავლობაში. სიაში არ ვიქნები, რადგან პარტიის თავმჯდომარე ვიყავი. მინდა წარმატება ვუსურვო ახალ გუნდს”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქით, არჩევნებში ”ქართული ოცნების” მხარდაჭერას აპირებს და სხვა რომელიმე პარტიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს.

იხილეთ ასევე: "ქართული ოცნების" ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს მხურვალე აპლოდისმენტებით შეეგებნენ