"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის სავარაუდო ათეული ცნობილია - კვირის პალიტრა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის სავარაუდო ათეული ცნობილია

"რუსთავი 2" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის სავარაუდო ათეულს აქვეყნებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, სიის პირველი ათეულის ასე გამოიყურება : 1. დავით ბაქრაძე; 2. ელენე ხოშტარია; 3. რომან გოცირიძე; 4. ნიკა მელია; 5. გიორგი ტუღუში; 6. ოთო კახიძე; 7. სალომე სამადაშვილი; 8. ირაკლი აბესაძე; 9. სერგი კაპანაძე და 10. სერგო რატიანი. თავად "ნაციონალურ მოძრაობაში" კონკრეტულ გვარებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ საარჩევნო სიის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გაიმართება. საარჩევნო სიის ფორმირების საკითხზე პარტიის ოფისში ამ წუთებში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"