"რა თქმა უნდა, ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას" - კვირის პალიტრა

"რა თქმა უნდა, ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას"

"ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას ჩვვენთან - საქართელოში და ჩემთან - უკრაინაში"

"ნაციონალურ მოძრაობაში" არანაირი შიდა დაპირისპირება არ არსებობს - ჩვენ ვართ იდეების პარტია და არა პიროვნებების"

"რუსთავი 2" - ის გადაცემა „არჩევანში“ საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ამჟამად ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მიმდინარე პროცესები შეაფასა და განაცხადა, რომ ის აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში.

წამყვანის კითხვაზე, თუ როგორ აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ ოქტომბერში ხმების დაცვას, ოდესის გუბერნატორმა შემდეგნაირად უპასუხა:

„2003 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიცვა ხმები მთელს საქართველოში და მათ შორის აჭარაშიც, სადაც იყო ასლან აბაშიძე - როგორც ეხლა ივანიშვილია, ზუსტად ისეთივე პატარა, ჩაბოღმილი, ოლიგარქიული პრორუსი ელემენტი, აბაშიძეს არაფერი გამოუვიდა. ჩვენ ვიქნებით ორგანიზებულები. ივანიშვილმა ამ წლებში დააგროვა ბევრი ქონება, მიიტაცა ბოტანიკური ბაღი, გადარგო ხეები - ეს კაცი არ აპირებს არსად წასვლას. ის ოფშორებში აფორმებს ქონებას, შემდეგ საქართველოს რომ უჩივლოს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" არანაირი შიდა დაპირისპირება არ არსებობს - ჩვენ ვართ იდეების პარტია და არა პიროვნებების“ - განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა.

„არავინ არ მიიღოს დამუქრებად, ეს არის ბუნებრივი მოვლენა რომ, რა თქმა უნდა, ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას და აქტიურად ვაპირებ პროცესებში ჩართვას იმ პირობებში, როცა ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ უკრაინაში და ეს არის ერთი ბრძოლის ორი ფლანგი. ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას ჩვენთან - საქართველოში და ჩემთან - უკრაინაში" - განაცხადა რუსთავი 2-თან ინტერვიუში საქართველოს ექსპრეზიდენტმა.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ