"...მოიკითხე საკუთარი მშობლები!" - ლანძღვა-გინება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე - კვირის პალიტრა

"...მოიკითხე საკუთარი მშობლები!" - ლანძღვა-გინება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ”ქართული ოცნებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

რეგლამენტით გათვალისწინებული განცხადებების დროს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ხელისუფლებას კორცხელში მომხდარი ინციდენტის გამოძიება მოსთხოვა და მასში მონაწილე პირების დასჯისკენ მოუწოდა. ამის საპასუხოდ დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობას" წარსული გაახსენა.

ჩხუბი სესიაზე სწორედ დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინიციატივას მოჰყვა. ის გამოვიდა წინადადებით, რომ წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ 2011 წლის 26 მაისს და წინა ხელისუფლების დროს დაღუპულთა ხსოვნას. პაპუაშვილის წინადადების შესაბამისად უმრავლესობის წევრები ფეხზე წამოდგნენ,  “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ამაში მონაწილეობა არ მიიღეს და პროტესტის ნიშნად რეპლიკებიც ისმოდა.

სწორედ ამ ქმედებამ დაძაბა სიტუაცია სხდომაზე. ზურაბ ზვიადაურსა და ტარიელ ლონდარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სავარაუდოდ შეხლა-შემოხლაში გადაიზრდებოდა, რომ არა სხვა პარლამენტარების გაშველების მცდელობა. ინციდენტში ოთარ ჩრდილელი, ტარიელ ლონდარიძე და ზურაბ ზვიადაური მონაწილეობდნენ.

სხდომაზე უცენზურო სიტყვებთან ერთად სხვადასხვა რეპლიკები ისმოდა:

"შენთან მოიკითხე საკუთარი მშობლები..." - ზურაბ ზვიადაური

"თქვენ ხომ არ გაგიჯდით ს... ხართ გამომივიდა ეს მოჭიდავე... მოჭიდავეები რომ დაგინგრევენ ეხლა მაგ ცხვირ-პირს..." - ტარიელ ლონდარიძე

კამათში ეკა ბესელიაც ჩაერთო  - "გადაუარეს თავზე ქვეყანას..." და ა.შ.

იხილეთ ვიდეო