მიხეილ სააკაშვილი: "წელს ბოლოჯერ ვხვდებით მთავარ ეროვნულ დღესასწაულს აღლუმის გარეშე" - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი: "წელს ბოლოჯერ ვხვდებით მთავარ ეროვნულ დღესასწაულს აღლუმის გარეშე"

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ოდესიდან მიულოცა.

"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! წელს ბოლოჯერ ვხვდებით მთავარ ეროვნულ დღესასწაულს აღლუმის გარეშე", - დაწერა საქართველოს ექსპრეზიდენტმა სოციალურ ქსელ "ფეისბუკში".

საქართველოს ყოფილმა პირველი პირმა მისი პრეზიდენტობის დროს გამართული სამხედრო აღლუმების ამსახველ ფოტოებიც გამოაქვეყნა. საქართველოს სააკაშვილის დროს ჩატარებული აღლუმებიდან ყველაზე მწარედ 2011 წლის 26 მაისი ახსოვს, როდესაც ღონისძიება სისხლში ჩახშობილი საპროტესტო აქციის შემდეგ გაიმართა.