"ორშაბათს გამოვა ჩემი წერილი" - კვირის პალიტრა

"ორშაბათს გამოვა ჩემი წერილი"

14 მაისს, პარტია ”ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გამოაქვეყნებს წერილს, სადაც ისაუბრებს იმაზე, თუ რა გააკეთა მოქმედმა ხელისუფლებამ და რა იქნება ”ქართული ოცნების” სამომავლო გეგმები.

”წერილობით გამოვაქვეყნებ და მოგახსენებთ თუ რას ვაპირებთ, რა გავაკეთეთ. ამ წერილში ყველაფერს აღვწერ მე”, - განაცხადა ივანიშვილმა.

გუშინ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების შემდეგ, როგორც ექსპრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, წერილს, რომელშიც ”ქართული ოცნების” გასული 4-წლიანი საქმიანობის შეჯამებას და სამომავლო გეგმებზე საუბარს გეგმავს, 30 მაისს გამოაქვეყნებს.

ორშაბათს გამოვა ჩემი წერილი. ყველაფერს მიმოვიხილავ და შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა პოზიციას, რაც გაინტერესებთ”, - განაცხადა ივანიშვილმა და საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.