"არც ხელისუფლებაში მოსვლისთვის ვიბრძვი… არც მატერიალურ გამორჩენას ველი" - როგორ ჩაერთვება ივანიშვილი წინასაარჩევნო პროცესში? - კვირის პალიტრა

"არც ხელისუფლებაში მოსვლისთვის ვიბრძვი… არც მატერიალურ გამორჩენას ველი" - როგორ ჩაერთვება ივანიშვილი წინასაარჩევნო პროცესში?

ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ღია წერილით მიმართა, რომელშიც განვლილი 4 წელიწადი შეაფასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის სარაჩვენო პროცესში ჩაბმას გეგმავს, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლას არ აპირებს.

"ჩემი ხედვა, რომელიც ამ წერილში გადმოვეცი და რომელსაც კიდევ უფრო დეტალური და გაშლილი სახით სექტემბერში შემოგთავაზებთ, განპირობებულია მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წარმატების სურვილით. არავითარი სხვა მოტივი არ მამოძრავებს - არც ხელისუფლებაში მოსვლისთვის ვიბრძვი, რაც დავამტკიცე კიდეც, არც რაიმე თანამდებობა მიზიდავს და არც მატერიალურ გამორჩენას ველი. მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით არანაირი პირადული გეგმები ან მიზნები არ გამაჩნია. ჩემი ერთადერთი ფიქრი ის არის, რომ უახლოეს 10-15 წელიწადში კეთილად დავაგვირგვინოთ ის საქმე, რომელსაც ჩვენი წინაპრები საძირკველს საუკუნეების განმავლობაში უყრიდნენ და თქვენთან ერთად მეც და ჩემს ოჯახსაც გვიხაროდეს საქართველოში ცხოვრება. სწორი არჩევანის შედეგად 2012 წელს ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება! სწორ არჩევანს დღესაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის! დღესაც ჩვენი ისტორიული გამოცდილების და ალღოს იმედი მაქვს! ამიტომ დავწერე ეს წერილი. ამიტომაც ვგეგმავ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა რეგიონში ჩასვლას და ტელევიზიით გამოსვლებს. შევხვდები საზოგადოებას, ვისაუბრებ ქვეყნის წინაშე არსებულ კონკრეტულ ამოცანებზე, ვუპასუხებ ჟურნალისტების და ფეისბუქმომხმარებლთა დასმულ კითხვებს მთავრობის საქმიანობის, ეკონომიკის მდგომარეობის, პოლიტიკურ პარტიების, მედიის და ყველა იმ მთავარი საკითხის შესახებ, რისი გათვალისწინებითაც უნდა გავაკეთოთ პოლიტიკური არჩევანი".

იხილეთ სრულად