შედი, მიშა, კარავში... რატომ გადაიტანა სააკაშვილმა სამუშაო კაბინეტი კარავში? - კვირის პალიტრა

შედი, მიშა, კარავში... რატომ გადაიტანა სააკაშვილმა სამუშაო კაბინეტი კარავში?

"ვინმე მეტყოდა, რომ გზისთვის 40 მილიონ ევროს ვერ ვიშოვიდით"?!

მიხეილ სააკაშვილი პოპულისტობას არ ეშვება. შეიძლება ითქვას, რომ ოდესის გუბერნატორმა პირდაპირ შუაგზაზე დასცა კარავი.

როგორც მისი ოფიციალური "ფეისბუკგვერდიდან" ირკვევა, მან სამუშაო კაბინეტი ოდესა-რენის მაგისტრალზე, სწორედ კარავში გადაიტანა და განაცხადა, რომ გზატკეცილზე სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე, ის მუშაობას კარავში განაგრძობს.

გზაზე დადგმულ კარავს შემდეგი წარწერა ამშვენებს: "ოდესის ოლქის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის დროებითი ოფისი".

"ჩემი სამუშოა კაბინეტი ოდესა-რენის ტრასაზე უკვე ამუშავდა. თავდაპირველად გავმართეთ თათბირი მეგზევეებთან, რომელზევ დადასტურდა, რომ პრეზიდენტისა და პრემიერის გადაწყვეტილებას ამ გზასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით კვლავ საბოტაჟს უწყობენ.

ასევე განვიხილეთ ოდესაში რიგი ქუჩებისთვის ცნობილი ოდესელების სახელების მინიჭების საკითხი. ჩვენთან მოვიდნენ ერთ-ერთი ლიცეუმის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი ფერმერები. ბევრი ცნობისმოყვარეობის გამო ჩერდება და ათვალიერებს ჩვენს კარავს. ამ კარავში მე დავბრუნდები ხუთშაბათ დილით, მაშინვე, რაოგორც კი დავბრუნდები კიევიდან, სადაც სამუშაო ვიზიტით მივდივარ, რათა წამოვჭრა ჩვენი "კარვის" საკითხები". - წერს "ფეისბუკისგვერდზე" ოდესის გუბერნატორი. (წყარო)

"ქვეყანაში წესრიგი უნდა დამყარდეს. აქ სრული არეულობაა სამართავ მექანიზმში. პატარა საქართველოს პრეზიდენტი ვიყავი. ვინმე მეტყოდა, რომ გზისთვის 40 მილიონ ევროს ვერ ვიშოვიდით? საღამოს რომ ვიტყოდი, დილის 6 საათზე მშენებლობა იწყებოდა", - განაცხადა სააკაშვილმა.