"მთავარი საკუთარ შეცდომებზე სწავლაა" - რას ამბობს კალაძე კორცხელის ინციდენტზე? - კვირის პალიტრა

"მთავარი საკუთარ შეცდომებზე სწავლაა" - რას ამბობს კალაძე კორცხელის ინციდენტზე?

კორცხელის ინციდენტში საპარლამენტო ოპოზიციის ბრალდებებს "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად კახა კალაძის დანიშვნით უპასუხა.

რამდენად კარგი "კაპიტანი" იქნება ყოფილი ფეხბურთელი პარტიისთვის, ამას არჩევნების შედეგები გამოავლენს, მანამდე კი გაზეთ "კვირის პალიტრის" კითხვებს: ვის ვიხილავთ საარჩევნო სიაში და როდის წარუდგენს მას მმართველი პარტია საზოგადოებას? რა კავშირი ჰქონდა კორცხელის ინციდენტთან? - ვიცე-პრემიერი პასუხობს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- კორცხელის ინციდენტზე პასუხისმგებლობას თუ გრძნობთ, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, რომელიც პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს?

- ცხადია, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ყველა ის მოვლენა, რაც ქვეყანაში ხდება. ახალგაზრდების ზონდერებად გამოცხადება არასწორი ინტერპრეტაცია გახლდათ და მაშინვე განვაცხადე, რომ ისინი ჩვენი მხარდამჭერები არიან, ბევრი პარტიის წევრიცაა. რაც შეეხება მათ მობილიზაციას, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები მხოლოდ კორცხელში არ მიმდინარეობდა, ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემამ მშვიდობიანად, დაპირისპირების გარეშე ჩაიარა. მეტიც, ყველგან იყვნენ მობილიზებული როგორც "ქართული ოცნების", ისე "ნაციონალური მოძრაობისა" და სხვა პარტიების აქტივისტები. ჩვენ უამრავი მხარდამჭერი გვყავს, სპორტსმენიც და სხვა პროფესიის წარმომადგენელიც. არავინ მალავს, რომ რთული პროცესია და ხარვეზებიც ახლავს. მთავარი საკუთარ შეცდომებზე სწავლაა.

- თუ შეცდომას ქვეყნისთვის გადამწყვეტ ეტაპზე - ვიზალიბერალიზაციის მინიჭების განხილვისას უშვებთ, ვინ უნდა აგოს პასუხი?

- შიდაპოლიტიკური ვითარება ვიზალიბერალიზაციის შეფერხებასთან კავშირში არ არის, ისე როგორც გერმანიაში, კრიმინალურ დაჯგუფებებში ქართველების რაოდენობაზე ლაპარაკი...

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გაიარეთ რეგისტრაცია ჩვენს საიტზე, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "ივანიშვილის გააქტიურება გადამწყვეტი ფაქტორი იქნება"