ნიკო ლეკიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება - თბილისის ექსმერი "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება? - კვირის პალიტრა

ნიკო ლეკიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება - თბილისის ექსმერი "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება?

როგორც გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემული ინტერვიუდან ირკვევა, თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი მომავალ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

"არ არის გამორიცხული, პლეხანოვზე ვიყარო კენჭი. ჩვენს უბანში დიდი შეკრება იყო და ამ გადაწყვეტილების მიღება მთხოვეს. ისე, მე რაჭაზეც ვფიქრობდი... ალბათ, მაინც იმ უბანში ვიყრი, სადაც ამჟამად ვცხოვრობ. შვიდმა პოლიტიკურმა ძალამ მთხოვა, მათი მაჟორიტარი კანდიდატი ვყოფილიყავი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია", - აცხადებს ლეკიშვილი.

მისი თქმით, სავარაუდოდ, იმ პოლიტიკური ძალის მაჟორიტარი იქნება, ვინც ეს პირველად შესთავაზა. ინტერვიუს დასასრულ კი აცხადებს, რომ პირველი, ვისგანაც ამგავრი შეთავაზება მიიღო "ქართული ოცნებაა".

იხილეთ ინტრევიუ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გაიარეთ რეგისტრაცია ჩვენს საიტზე, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ:"იმ პოლიტიკური ძალის მაჟორიტარი კანდიდატი ვიქნები, ვინც ეს პირველად შემომთავაზა..."