დიმიტრი ქუმსიშვილი პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა - კვირის პალიტრა

დიმიტრი ქუმსიშვილი პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შესაბამისი განკარგულება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამოსცა.

დღემდე, საქართველოს მინისტრთა კაბინეტში ორი ვიცე-პრემიერის თანამდებობა არსებობდა, რომელსაც დიმიტრი ქუმსიშვილი და კახა კალაძე იკავებდნენ.