ფიროსმანის ნახატი "შველი წყლის პირას" ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა - კვირის პალიტრა

ფიროსმანის ნახატი "შველი წყლის პირას" ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მის მიერ სოტბის აუქციონზე შეძენილი, ფიროსმანის ნახატი "შველი წყლის პირას" ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა. ამის შესახებ ივანიშვილმა ბეჭდური და ონლაინ-მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

იხილეთ ასევე: ივანიშვილმა ფიროსმანის კიდევ ერთი ნახატი 629 000 ფუნტად იყიდა - რომელი და რა ფასიანი ნახატები ინახება მის მილიარდიან კოლექციაში

„პროცესი, რომ შეიძენ ფიროსმანს და აბრუნებ ქვეყანაში და გადასცემ ერთ მუზეუმს, მის პოპულარობას შესაძლოა, აკნინებს, ვინაიდან ნახატი უნდა იყოს ბაზარზე და უნდა ნახოს მსოფლიომ, მაგრამ, ალბათ, უნდა იყოს მსჯელობა იმაზე, რომ ფიროსმანის ნახატების 30% ან გავცვალოთ მუზეუმებთან და სხვა მხატვრები შემოვიტანოთ ან რაღაც. საცოდაობაა, რომ ფიროსმანი მარტო საქართველოში იყოს წარმოდგენილი. ის მსოფლიო დონის მხატვარია და მსოფლიო ამ სახით უნდა იცნობდეს. ამაზე საზოგადოება უნდა შეთანხმდეს. ფიროსმანს არ ჰქონდა იმდენი ნახატი, რამდენიც, მაგალითად, პიკასოს. ნახატების რაოდენობა ამის საშუალებას არ იძლევა, რომ კერძოსაც ბევრი ჰქონდეს, მუზეუმსაც და ა.შ. ამიტომ გადავეცი მუზეუმს, რომ დაიწყოს მსჯელობა, რომ ფიროსმანი უფრო პოპულარული გახდეს მსოფლიოში", - განაცხადა ივანიშვილმა.

იხილეთ ფოტოგალერეა: ნახატები ივანიშვილის მილიარდიანი კოლექციიდან

"ინტერპრესნიუსი"