"ნიკა რამიშვილი არასდროს ყოფილა ვანო მერაბიშვილის მეგობარი", - რას პასუხობს ინაშვილი მაჩაიძეს - კვირის პალიტრა

"ნიკა რამიშვილი არასდროს ყოფილა ვანო მერაბიშვილის მეგობარი", - რას პასუხობს ინაშვილი მაჩაიძეს

მანუჩარ მაჩაიძის განცხადებით, მან "პატრიოტთა ალიანსი" დატოვა, ამის მიზეზად კი, პარტიის საარჩევნო სიაში "რუსთავი 2"-ის ტელეწამყვანის დიანა ჯოჯუას ქმრის, ნიკოლოზ მეტრეველის შეყვანა დაასახელა. მისი თქმით, დიანა ჯოჯუას მეუღლე, ბატონი ნიკოლოზ რამიშვილი, ბატონ თარხან-მოურავის რეკომენდაციით შეიყვანეს საარჩევნო სიაში, რისი წინააღმდეგიც ვიყავი. ამ კანდიდატს პოლიტსაბჭოში ჩემ გარდა ყველამ დაუჭირა მხარი, ამის გამო პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია. (იხილეთ: "დიანა ჯოჯუას მეუღლე დავით თარხან-მოურავის რეკომენდაციით შეიყვანეს საარჩევნო სიაში" - რატომ დატოვა მანუჩარ მაჩაიძემ "პატრიოტთა ალიანსი"?)

მანუჩარ მაჩაიძის განცხადებას "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი "ფეისბუკში გამოეხმაურა".

ირმა ინაშვილი: "ნიკა რამიშვილი ჩემი მეგობარია, ჩემი უახლოესი მეგობრის, დევი ხეჩინაშვილის შვილია, დიდი ექიმისა და მეცნიერის სიმონ ხეჩინაშვილის შვილიშვილია, ჩემთვის უახლოესი ოჯახის შვილია, წესიერი და ვაჟკაცი ადამიანია, ეს ოჯახი ყოველთვის იდგა ჩემს გვერდით, როცა ბევრი (შიშის გამო) ვერც კი მეკარებოდა. ვიმეორებ: ნიკა რამიშვილი არასდროს ყოფილა ვანო მერაბიშვილის მეგობარი და არც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი. არც ჩვენი პარტიის წევრი არ ყოფილა და არაა. სიაშიც, შესაბამისად, არაა. ვწუხვარ, რომ ჩემი პოლიტიკური საქმიანობის გამო, ჩემი მეგობრები უდანაშულოდ ისჯებიან. ისე, ცნობისათვის: მეგობრებზე მე უარს არ ვამბობ და პოლიტიკის გამო, მათ არ ვწირავ". (წყარო)