"ალბათ ჯერ გერმანიაში საკმარისად კარგად არ იციან, რამდენად დიდ წარმატებას მიაღწია საქართველომ" - კვირის პალიტრა

"ალბათ ჯერ გერმანიაში საკმარისად კარგად არ იციან, რამდენად დიდ წარმატებას მიაღწია საქართველომ"

გერმანიაში საქმიანი ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელმა განაცხადა, ისინი ინტერესით ადევნებენ თვალყურს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს და ეკონომიკის ლიბერალიზაციას.

"ალბათ ჯერ გერმანიაში საკმარისად კარგად არ იციან, რამდენად დიდ წარმატებას მიაღწია საქართველომ. თუკი შევხედავთ მსოფლიო რეიტინგებს კონკურენტუნარიანობის და გამჭვირვალობის შესახებ, საქართველოს შესანიშნავი წარმატებები ჰქონდა...

"ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საქართველო პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს რუსეთთან", როგორც ანგელა მერკელმა აღნიშნა, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამაში მოიაზრებს სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს.

”ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ. მიხარია, რომ ჰუმანიტარული კონტაქტები, ადამიანებს შორის კონტაქტები არსებობს ამ რეგიონებთან და მივესალმებით საქართველოს ძალისხმევას ჟენევის ფორმატში წარმატების მისაღწევად”.

გიორგი კვირიკაშვილმა ანგელა მერკელი საქართველოში მოიწვია.

”ჩვენ ერთად ვემზადებით 2017 წელს, საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის აღსანიშნავად. ამ მხრივ მრავალ საინტერესო ღონისძიებას ვგეგმავთ. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მოვიწვიო გერმანიის ფედერაციული კანცლერი საქართველოში, რათ ჩვენთან ერთად აღნიშნოს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელი”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით