"მესამე დღეს მივხვდი, რომ სხვაგან მოვხვდი” - ნინო ნადირაძე-კუზანოვამ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა - კვირის პალიტრა

"მესამე დღეს მივხვდი, რომ სხვაგან მოვხვდი” - ნინო ნადირაძე-კუზანოვამ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა

"მოკლე დროში მივიღე პაატა ბურჭულაძის პარტიაში გაწევრების გადაწყვეტილება"

ნინო ნადირაძე-კუზანოვამ პაატა ბურჭულაძის პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზზე მან Ambebi.ge-სთან ისაუბრა.

ნამდვილად დავტოვე პაატა ბურჭულაძის პარტია. ის ხალხი, ვინც იქ ირეოდა, ჩემს მსოფლმხედველობასთან დიამეტრიულად დაშორებული იყო. ის პოლიტიკური პროგრამაც ბუნდოვანი იყო. მე სტატისტიკაზე აგებული დოკუმენტაცია მიყვარს და ეს იქ ვერ დავინახე. მოკლე დროში მივიღე პაატა ბურჭულაძის პარტიაში გაწევრების გადაწყვეტილება და მესამე დღეს მივხვდი, რომ სხვაგან მოვხვდი”, - განაცხადა ნინო კუზანოვამ.

ნინო ნადირაძე -კუზანოვა პარტიის ყრილობის დღეს აცხადებდა, რომ პარტიის საარჩევნო სიაში შევიდოდა, რადგან თავის თავს ცენტრალურ მოთამაშედ მიიჩნევდა.

ვიდეო