"მოწმეებს უნდა აეკრძალოთ მედიასთან საუბარი" - ანა დოლიძე პაპიძის სასამართლოს ეხმაურება - კვირის პალიტრა

"მოწმეებს უნდა აეკრძალოთ მედიასთან საუბარი" - ანა დოლიძე პაპიძის სასამართლოს ეხმაურება

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა დოლიძე "ფეისბუკში" გამოეხმაურა. როგორც ანა დოლიძემ დაწერა, საქმის მოწმეებს მედიასთან საუბარი უნდა აეკრძალოთ და პერსონალური ინფორმაციის შესახებ კანონი უნდა აღსრულდეს.

ყველა ზომები უნდა იყოს მიღებული და დაიხუროს მაგდა პაპიძის პროცესი. მოწმეებს უნდა აეკრძალოთ მედიასთან საუბარი და აღსრულდეს პერსონალური ინფორმაციის შესახებ კანონი. პროცესის დახურვას რა აზრი აქვს თუ ექიმი პირს მოაღებს და ტელევიზორში ყველანაირ პერსონალურ ინფორმაციას დაფქვავს. ჩვენი კანონმდებლობა ამ ყველაფრის საშუალებას იძლევა და ამას მოითხოვს ყველას, გარდაცვლილების, ბრალდებულის და საზოგადოების ინტერესები. ეს იქნებოდა ჩვეულებრივი რამ დასავლეთის ბევრ ქვეყანაში და ჩვენი ყოყმანი ამ მხრივ სრულიად გაუმართლებელია”, - დაწერა ანა დოლიძემ "ფეისბუკში". (წყარო)